როგორ მოვწყდეთ სოციალურ ქსელებს? » www.idealuri.ge
თამაშები და გართობა

როგორ მოვწყდეთ სოციალურ ქსელებს?

გააზიარეთ:

მოცემულ ინსტრუქციაში მე გაგაცნობთ ყველაზე სწრაფ და საუკეთესო საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ არ გაებათ ვირტუალური სივრცის ქსელში. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემით და უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ეს საკითხი ჩვენც გვეხება. მოდით ერთად შევუდგეთ პრობლემის მოგვარებას. 

უპირველესად, სანამ რაიმეზე უარს ვიტყოდეთ კარგად უნდა გავიაზროთ თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ბევრი აუქმებს საკუთარ ანგარიშს (ექაუნთს), ეს შეიძლება კარგიც არის, თუმცა პრობლემას მეტი გააზრება სჭირდება.

დავიწყოთ იმით, რომ ჩამოვთვალოთ რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის სოციალურ ქსელებს:   

  • ურთიერთობები უფრო აქტიური ხდება;
  • შეგვიძლია ახლო კავშირი დავამყაროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩენგან შორს არიან;
  • შესაძლებელია სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების დაგეგმვა კომფორტულად და მარტივად;
  • ძველი ნაცნობების მოძიება და მათთან კონტაქტის საშუალება.  

    როგორც ხედავთ, არც თუ ისე ბევრი დადებითი და ღირებული მხარე აქვს სოციალურ ქსელებს.

    რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ესენია:


    • იწვევს დამოკიდებულებას/შეჩვევას;
    • დროის ფუჭი კარგვა;
    • თვალისა და ნერვული სისტემის დაზიანება;
    • იკარგება კონტაქტი გარე სამყაროსთან.  
  •  
    • როგორც ვხედავთ, სოციალურ ქსელებს გააჩნიათ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები: მთავარი პრობლემა მის არასწორ ან არაგეგმიურ გამოყენებაშია, სოციალური ქსელების ზომიერად და სწორად გამოყენების შემთხვევაში კი მისგან საკმაოდ დიდი სარგებელის მიღებაა შესაძლებელი.
       
      მაგალითად, სტუდენტმა, რომელსაც ხვალ გამოცდა აქვს  შეიძლება მთელი მიმდინარე დღე სოციალურ ქსელში ფუჭად გაატაროს, ყველაფერი კი ხშირად მსგავსი სიტყვებით იწყება – “მოდი ერთი წუთით შევიხედები . . . “.
       
      დავივიწყოთ ეს მავნე ჩვევა, ერთ ან ათ წუთში ჩვენ ვერაფერს ღირებულს ვერ გავაკეთებთ. ამიტომ, საერთოდ ნუ მოინახულებთ აღნიშნულ საიტებს. ისინი კი, ვისთვისაც თქვენ საინტერესო და მნიშვნელოვანი ხართ სხვა გზებსაც გამონახავენ თქვენს მოსაკითხად.
       
      სოციალურ ქსელებს ურთიერთობის მხრივ თავისებური ხიბლი აქვთ, ამიტომ მისგან უარის თქმა, როგორც ზემოთ დავწერე,არ იქნება სწორი. უბრალოდ, ასეთ საიტებს დღის ბოლოს ვეწვიოთ ხოლმე და დავუდგინოთ საკუთარ თავს დროის მკაცრად განსაზღვრული ლიმიტი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post SRH Scored 287 IPL Highest Total 🔥 Travis Head Century 😨 Dinesh Karthik 83 Runs 🔥 #shorts #srhvsrcb appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი