როგორ მოვუაროთ თმას » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

როგორ მოვუაროთ თმას

გააზიარეთ:

 

თმის ნელი ზრდა ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თმაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს: მედიკამენტებმა, დიეტამ, სტრესმა და სკალპის (თავის კანის) ინფექციამაც კი. ჯანმრთელი თმის შემთხევაში მისი დაახლოებით 90% ყოველთვის იზრდება, ხოლო დანარჩენი 10% ისვენებს. რამოდენიმეთვიანი დასვენების შემდეგ, ჯანსაღი თმა ცვივა ბუნებრივად, რათა გამოანთავისუფლოს ადგილი ახალი თმისათვის. ჯანსაღი თმა, როგორც წესი, თვეში დაახლოებით 1,25-1,3 სანტიმეტრით იზრდება. თუ თქვენ გენეტიკურად ან სამედიცინო ჩარევის შედეგად გცვივათ, ან გიფუჭდებათ თმა, ამის საწინააღმდეგოდ და თმის გასაჯანსაღებლად შეგიძლიათ შეიმუშავოთ, როგორც ნატურალური, ასევე სამედიცინო სტრატეგია. ჯანსაღი თმის მოვლა, დაბალანსებული დიეტა და მიზანმიმართული მკურნალობა დაეხმარება თქვენს თმას სწრაფად ზრდაში.

მოცემულ სტატიაში შევეხებით რამოდენიმე მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გააჯანსაღოთ თქვენი თმა და მისცეთ მას სწრაფად ზრდის საშუალება.

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება არის მთავარი ჯანსაღი თმისათვის, მაგრამ მხოლოდ დაბალანსებული კვება არ არის ხელშემწყობი თმის სწრაფად ზრდისათვის, ამისათვის საჭიროა კონკრეტული პროდუქტების მიღება. თუ თქვენ შეცვლით თქვენს კვების მენიუს და მიიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც სასარგებლოა თმის გაჯანსაღებისათვის, ეს არ აისახება უკვე გაზრდილ და ამოსულ თმაზე. სწორი კვება ასახვას ჰპოვებს გასაზრდელ თმაზე, რომელიც ამ დიეტის შემდეგ ამოვა.

  • მიიღეთ ცილები ყოველდღიურად – ცილები აუცილებელია იმისათვის, რომ თმა გაიზარდოს ჯანსაღი. ცილები ეხმარება სხეულს ახალი თმის აღმოცენებაში, მაგრამ თუ სხეულში არ მოიპოვება საჭირო რაოდენობის ცილები, თმა არის სუსტი ან იზრდება ნელა;
  • საკმარისი რაოდენობის ცილების მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ: მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო, თხილი და სოიოს პროდუქტები;
  • დარწმუნდით, რომ ღებულობთ საჭირო რაოდენობის რკინასა და ცინკს (თუთიას) – რკინისა და ცინკის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის გამოფიტვა და ცვენა, ისეთი დაავადებაც კი როგორიც არის ანემია;
  • რკინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის უჯრედებს შორის ჟანგბადის განაწილებისას (მათ შორის თმის ფოლიკულების) და ასევე რკინა ეხმარება ორგანიზმს ცილების იმგვარად გარდაქმნაში, რომ მათ დადებითი გავლენა მოახდინონ თმაზე. ორგანიზმისაათვის საჭირო რკინას შეიცავს: მჭლე ხორცი, შინაური ფრინველები, კვერცხი, ლობიო, ოსპი, სოიოს ხაჭო (ტოფუ) და თავად სოიო;
  • ცინკი (თუთია) ხელს უწყობს სხეულის ზრდასა და ქსოვილების აღდგენას, შესაბამისად ცინკი აღადგენს და ზრდის თმას, ასევე ხელს უწყობს ფოლიკულებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ორგანიზმისთვის საჭირო ცინკს შეიცავს: მიწისთხილი, კარაქი, მჭლე ხორცი, ხამანწკები, კიბორჩხალა, შინაური ფრინველები, გოგრის თესლი და ბარდა;
  • თუ თქვენი ორგანიზმი განიცდის რკინისა და ცინკის ნაკლებობას, მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ სხვა კონკრეტული პროდუქტების დამატებაც თქვენს მენიუში, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი რკინისა და ცინკის საჭირო დონეს აღწევს მაშინ, როდესაც ზემოთაღნიშნული პროდუქტების გარდა ჭამს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: ბურღულეული, პური, მაკარონი და ა.შ;
  • არ ამოიღოთ ცხიმი თქვენი დიეტიდან – ცხიმი არის უაღრესად მნიშვნელოვანი თმის ზრდისათვის, ცხიმის გარეშე თქვენი სხეული ვერ შეინარჩუნებს ჯანსაღ თმას. ცხიმი ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისათვის, რადგან ის მსგავსად ვიტამინებისა A, D, E და K ეხმარება თმას ზრდაში;
  • ასევე დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ორგანიზმი არ განიცდის C ვიტამინის ნაკლებობას, რადგან აღნიშნული ფაქტი იწვევს თმის გამოშრობას, გამოფიტვას და დასუსტებას, რის შედეგადაც თმა ხდება არაჯანსაღი და მსხვრევადი;
  • C ვიტამინი ასტაბილურებს კოლაგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს ახალ თმის უჯრედებს. C ვიტამინის გარეშე თქვენს სხეულს ურთულდება რკინის შთანთქმა, ასე რომ C ვიტამინის მიღება ორმაგად მნიშვნელოვანია;
  • C ვიტამინს შეიცავს: ციტრუსები, ანანასი, მარწყვი, ბროკოლი, წიწაკა, გუავა, ფერადი (ყვავილოვანი) კომბოსტო;
  • მიიღეთ B ვიტამინი თმის ცვენის ასაცილებლად. არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც ვიღებთ აქტიურად B ვიტამის ამ დროს თმა მნიშვნელოვნად ჯანსაღდება (განსაკუთრებით რიბოფლავინი და ბიოტინი), მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად რადგან ამ ქმედებამ შეიძლება საერთოდ სხვა შედეგიც კი მოგვცეს და დაგეწყოთ თმის ცვენა და დასუსტება. სანამ გადაწყვეტთ B ვიტამინის მიღებას ეწვიეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თქვენი ორგანიზმი, რათა თავიდან აიცილოთ თმის ცვენა B ვიტამინის მიღების შედეგად;
  • B ვიტამინით გაჯერებულია: ზღვის პროდუქტები, ისპანახი, შვრია, სოიოს პროდუქტები, რძე, მჭლე ხორცი, ბანანი, ოსპი, კარტოფილი (გაუთლელი), ბარდა, ბროკოლი, ჭარხალი და არტიშოკები.

 

ემოციებისა და სტრესული მდგომარეობის შემცირება

ინტენსიურმა ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ზრდის ტემპების შენელება ან საერთოდ შეჩერება. მძიმე შემთხვევებში სტრესმა შეიძლება თმის ცვენაც გამოიწვიოს. ჩვენ შეიძლება რამოდენიმე თვე ვერც კი შევამჩნიოთ სტრესული მდგომარეობისაგან თმის ზრდის შენელება ან ცვენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესული მდგომარეობის დაძლევაზე არ უნდა ვიზრუნოთ. იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ სტრესისაგან მიყენებული ზიანი რამოდენიმე თვეა საჭირო, ამიტომ რაც უფრო მალე შეძლებთ რელაქსაციას და სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას, ეს მით უფრო შეუწყობს ხელს თქვენი თმის სწრაფ ზრდას.

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი – ივარჯიშეთ მსუბუქად და რეგულარულად, იკვებეთ ჯანსაღად და გამოიძინეთ კარგად, რომ აღიდგინოთ ფიზიკური კონდინციები;
  • გადაღლილობის, მკაცრი დიეტის ან არასაკმარისი ძილის გამო, თვენმა სხეულმა შესაძლებელია იმუშაობს ე.წ თვითგადარჩენის რეჟიმში, რა დროსაც იგი თავის დარჩენილ ენერგიას გამოყოფს მხოლოდ აუცილებელი ორგანოების ფუნქციონირებისათვის. ამის შედეგად,თქვენი თმა რჩება გამოუკვებავი და დაუცველი, რაც არის თმის დაზიანების და ცვენის საწყისი;
  • განსაზღვრეთ სტრესის გამომწვევი კონკრეტული ფაქტორები, რაგდგან ხშირია შემთხვევები როცა სწორად ისეთი ფაქტორები როგორიცაა: არასწორი დიეტა, არარეკომენდირებული მედიკამენტების მიღება, ფიზიკური ტრავმა, ჰიპერაქტიური ცხოვრების წესი და ა.შ უშლის ხელს თმის ნორმალურ განვითარებას;
  • როგორც წესი, სტრესის გადატანის შემდეგ თმის ზრდა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შეიძლება თმამ რამოდენი თვით შეწყვიტოს ზრდა, მაგრამ როგორც კი თქვენ მოიშუშებთ იარებს და დაუბრუნდებით ნორმალურ ემოციურ მდგომარეობას, თმის ზრდაც ჩვეულ რიტმში აღდგება.
  • ისწავლეთ ემოციური სტრესის მართვა
    ემოციური სტრესის ისეთი მოვლენები როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სამუშაო ადგილის შეცვლა, დაუცველობის შეგრძნება და ა.შ ახდენს გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს თმის ზრდაზეც. აღნიშნული მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავლის პოვნა არის ერთადერთი საშუალება, რაც დააჩქარებს ჯანმრთელი თმის სწრაფად გაზრდას.

 

შეისწავლეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა

დარწმუნდით, რომ თქვენი თმის ზრდის ნელი ტემპი ან ცვენა არ არის გამოწვეული თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ანუ სანამ თმის ზრდის სტიმულირების რომელიმე კონკრეტულ მეთოდზე გადახვალთ, უმჯობესია გაესინჯოთ ექიმს, რადგან თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის დაავადება, კვების არასწორი რეჟიმი, ნივთიერებათა ცვლის არევა ან სხვა, შეიძლება სწორედ მსგავსი არაჯანსაღი სამედიცინო მდგომარეობა აღმოჩნდეს თქვენი თმის ცვენისა ან არ გაზრდის მიზეზი.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ კიბო და ქიმიურმა თერაპიამ და სხვა სამედიცინო ჩარევებმა იმოქმედეს თქვენი თმის ცვენაზე, მოგიწევთ პარიკის ტარება;
  • ჰკითხეთ ექიმს ან პარმაცევტს ესა თუ ის მედიკამენტი, რომელსაც იღებთ ხომ არ უშლის ხელს თმის ზრდას. ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, გულისა და არტერიული წნევის წამლები ხელს უშლიან თმის ნორმალურ ზრდას, ამიტომ წინასწარ გაერკვიეთ მათ ინსტრუქციებში;
  • შეემოწმეთ სკალპის ინფექციაზე;
  • მოერიდეთ მკაცრ დიეტებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე;
  • გამოიკვლიეთ თქვენი ჰორმონალური მდგომარეობა.

როგორც წესი, ჰორმონალური ცვლილებების გამომწვევია: მენოპაუზა, ორსულობა ან მშობიარობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, ფარისებრი პრობლემები, ტესტოსტერონის მაღალი დონე. ჰორმონალური ცვლილებები და თმის ცვენა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს გარდატეხი ასაკიდან გამომდინარე, ამ დროს მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი კვება.

 

არაჯანსაღი ექსპერიმენტების შეზღუდვა

თმის დასუსტება და ცვენა შეიძლება გამოიწვიოს, მასზე ზედმეტად ხშირად ზრუნვამ და გასუფთავების უხეშმა მეთოდებმა.

  • მოერიდეთ თმის ხელოვნურად დახვევას ან გასწორებას და ხშირ-ხშირად მის შეღებვას;
  • მოერიდეთ თმის ე.წ ფენით გაშრობას, რადგან ის ძალინ მალე აზიანებს თმას, თუ არ გეჩქარებათ დაელოდეთ მის ბუნებრივ გაშრობას;
  • ნუ დაივარცხნით თმას ძალიან ხშირად, მაქსიმუმ დღეში ორჯერ;
  • იშვიათად გამოიყენეთ რეზინის რგოლები თმის შესაკრავად, რადგან ისინი აუხეშებენ და აფუჭებენ თმას;
  • შეარჩიეთ თმის მოსავლელი პროდუქტები განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან თმის ჯანსაღად და სუფთად შენახვა მისი სწრაფად ზრდის გარანტირებული საშუალებაა;
  • თმის ხშირი დაბანა აკარგვინებს მას ტენიანობას, რაც იწვევს თმის მტვრევადობას და გაყოფილ ბოლოებს;
  • გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი თავის დაბანამდე ან დაბანის შემდეგ. ქოქოსის ზეთი გვინარჩუნებს ცილებს სხვა ზეთებზე უკეთესად, რაც კვლევებმა დაადასტურეს;
  • გამოიყენეთ ისეთი შამპუნი, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყს და ზედმეტ ცხიმს. თავის დაბანისას გამოიყენეთ ნელ-თბილი წყალი;
  • 10-12 კვირაშინ ერთხელ მიაკითხეთ სტილისტს რათა მოიშოროთ ბოლოჭამიები და დროულად აიცილოთ თავიდან მთელი თმის გაფუჭების საშიშროება.

თუ თქვენ თქვენი თმის გაჯანსაღებისათვის ან სწრაფი ზრდისათვის აპირებთ მედიკამენტების გამოყენებას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუნდაც ეს მედიკამენტები იყოს მცენარეული საშუალებები.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Who’s gonna be more expensive in IPL 25 #cricket #indiancricketer #podcast #iplauction appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი