“როდესაც თავს უხასიათოდ ვგრძნობ, ჩემი კატების ყურებას ვიწყებ, შემდეგ კი გამბედაობაც თავისით მოდის.”
ჩარლზ ბუკოვსკი
კავშირი ადამიანსა და ცხოველს შორის ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს შინაური ცხოველი ბევრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკვლეულთა 95% შინაურ ცხოველს ოჯახის წევრად მიიჩნევს. საინტერესო იქნება, ამ საკითხს უფრო სიღრმისეულადაც შევხედოთ.
ამ სტატიაში გიამბობთ, თუ რა დადებითი ეფექტი შეიძლება მოიტანოს შინაური ცხოველის ყოლამ ჩვენს ცხოვრებაში.
ცხოველთან კომუნიკაცია სტრესის ჰორმონს ამცირებს
შინაური ცხოველების და მენტალური ჯანმრთელობის გარშემო ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ცხოველებთან თამაში და კომუნიკაცია ამცირებს სტრესის ჰორმონებს. აღნიშნულ ეფექტს შესაძლოა ცხოველთან მხოლოდ 5 წუთიანი ინტერაქციის შედეგადაც კი მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ, შინაური ცხოველები ხშირად ძალიან ეხმარებიან შფოთვების მქონე ადამიანებს.
ძაღლთან ან კატასთან თამაში ზრდის სერატონინისა და ოქსიტოცინის დონეს. ეს ის ჰორმონებია, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემას ამშვიდებენ. მაგალითად, როდესაც ჩვენდა უნებურად შინაური ცხოველის სასაცილო ქმედებებზე გვეცინება, სწორედ მაშინ გამოიყოფა აღნიშნული ჰორმონები და შესაბამისად, ჩვენი ბედნიერების დონეც იმატებს.
შინაური ცხოველი ბავშვს შფოთვისგან იცავს
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს, შინაურმა ცხოველმა შესაძლოა, ბავშვი შფოთვებისგან და შიშებისგან დაიცვას. ეს სწორედ მათ კვლევაში გამოვლინდა, როცა 643 ბავშვის შფოთვის მაჩვენებელი გაზომეს. მათ, ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავდათ, ღელვისა და შიშის ნაკლები პროცენტულობა გამოუვლინდათ, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰყავდათ.
შინაური ცხოველები თავს საჭიროდ გვაგრძნობინებენ
სხვა ცოცხალ ორგანიზმზე ზრუნვა გვიჩენს განცდას, რომ ჩვენს არსებობას მიზანი და მნიშვნელობა აქვს. ამგვარი შეგრძნება კი საკმაოდ სასარგებლოა ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის.
შინაური ცხოველებისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, მოხუცებს გალიაში მყოფი ხუთი ჩიტი მისცეს. მკვლევრებმა მათი განწყობა რვა კვირის განმავლობაში გააკონტროლეს. შემდეგ კი ისინი იმ საკონტროლო ჯგუფს შეადარეს, რომელიც არ ზრუნავდა შინაურ ცხოველებზე. შედეგად კი, ისინი, ვისაც შინაურ ცხოველებზე ზრუნვა უწევდათ, ნაკლებად აღენიშნებოდათ დეპრესიის და მარტოობის ნიშნები.
შინაური ცხოველი დადებითად მოქმედებენ ჩვენს თავდაჯერებულობასა და კეთილდღეობაზე
მაიამის უნივერსიტეტისა და სენტ-ლუისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს სამი ექსპერიმენტი შინაური ცხოველების სარგებელზე. შედეგად კი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა შედეგები.
კვლევებმა აჩვენა, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეების კეთილდღეობა სხვადასხვა კუთხით გაუმჯობესდა:
- მოემატათ თვითშეფასება;
- ფიზიკურად უფრო აქტიურები გახდნენ;
- ნაკლებად მარტოსულად გრძნობდნენ თავს;
- მეტად ექსტროვერტები გახდნენ;
- დაძლიეს სხვადასხვა შიში.
შინაური ცხოველები ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში გვეხმარებიან
შინაური ცხოველები ადამიანის ცხოვრების რეჟიმს მნიშვნელოვნად ცვლიან – თანაც ისე, რომ ეს თავისთავად ხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ცვლილება ჩვენთვის სასარგებლოა. ძაღლებს ხშირად სჭირდებათ გარეთ გასეირნება, რის გამოც გვიწევს, უფრო მეტად ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, ყოველდღიურად დილაობით ადრე გავიღვიძოთ და დროის გარკვეული ნაწილი ბუნებაში გავატაროთ. ასევე, შინაურ ცხოველზე ზრუნვა ხშირად საკუთარ თავზე ზრუნვასაც გვახსენებს. შედეგად, ადამიანები ცდილობენ, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ ჯანსაღ რუტინას თავიანთი, სხვა ჯანსაღი ელემენტები შემატონ (ვარჯიში, სირბილი, კვება და ა.შ)
შინაური ცხოველები გვეხმარებიან ემოციურ განვითარებასა და ურთიერთობების დამყარებაში
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ემოციურად არიან დაკავშირებული თავიანთ ძაღლებზე, უფრო მარტივად აყალიბებენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. სწორედ იმის გამო, რომ ძაღლები ადამიანებს თავიანთი, მინიშნებითი სამეტყველო ენით ესაუბრებიან, ბავშვების ემოციური განვითარება იმატებს.
ასევე, გარდა ცხოველისა და ადამიანის ემოციური კავშირისა, შინაური ცხოველის ყოლა სხვებთან ურთიერთობების დამყარებაშიც გვეხმარება – მაგალითად, სხვა შინაური ცხოველის მეპატრონესთან. სწორედ ამიტომ, შინაურ ცხოველს ჩვენს ცხოვრებაში სოციალური ინტერაქციის გაძლიერების ფუნქციაც აქვს.
და ბოლოს.. შინაური ცხოველები უსაზღვრო სიყვარულს გვიზიარებენ
ყველაზე მეტად კატებსა და ძაღლებს აქვთ მეპატრონეების სიყვარულის უნარი. ისინი არ განგვსჯიან ამა თუ იმ თვისების, ქმედებისა და უნარის გამო. მათ უბრალოდ ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ. როგორც ჩვენ ვზრუნავთ, ცდილობენ, მსგავსადვე იზრუნონ თავადაც და სიყვარული გაგვიზიარონ.
შინაურ ცხოველებს ჩვენს ცხოვრებაზე მრავალმხრივი დადებითი ეფექტი აქვთ. ისინი გვეხმარებიან, გავიუმჯობესოთ ჩვენი მენტალური მდგომარეობა და, ამასობაში, ჯანსაღ ცხოვრების წესსაც მივდიოთ. თუმცა, ყველაზე მეტად ისინი გვასწავლიან, თუ როგორ ვიყოთ სხვა ცოცხალ არსებაზე მზრუნველი პიროვნებები.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0