დღის 24 ჩვევა » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

დღის 24 ჩვევა

გააზიარეთ:

 

მოგეხსენებათ, ადამიანი ყოველ ნაბიჯს საკუთარი ჩვევებიდან გამომდინარე დგამს. შესაბამისად, პიროვნების წარმატება მის კარგ ჩვევებზე დიდად არის დამოკიდებული. ამ სტატიაში გაგაცნობთ 24 ჩვევას, რომელიც ყველამ უნდა დანერგოს საკუთარ  ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეუდგეს  თვითგანვითარების გზას. მოცემული პოსტი ერთ-ერთ უცხოურ სტატიაზე დაყრდნობით შევადგინე და ჩემი პატარა გამოცდილებაც ჩავურთე. აღნიშნული ჩვევების გამომუშავება აუცილებლად მოახდენს თქვენზე გავლენას და თუ სურვილი გაქვთ ცხოვრება შეცვალოთ, გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ.

ჩვევები დაყოფილია სამ ნაწილად:

დილა 

1. ადრე ადგომა

ამას იმიტომ არ ვახსენებ, რომ სამსახურში ან სასწავლებელში არ დააგვიანოთ. დილა ბევრად ადრე უნდა დაიწყოთ, რათა მოემზადოთ  საკუთარ თავზე სამუშაოდ  და გააკეთოთ ყველა ის საქმე რაც გსიამოვნებთ, რათა კარგი განწყობა შეინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში.
ადრე ადგომის ჩვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული დასამკვიდრებელია, თუმცა ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. მასზე სამუშაოდ დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. მცირეოდენით შევეხე მას ჩემს ერთ-ერთ წინა სტატაშიც, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

2. სულიერება და ფიზიკური სიჯანსაღე

ლოცვა. მის მნიშვნელობას მე აქ ვერ შევეხები, რადგანაც მაინც ვერ შევძლებ ჩემი სიტყვებით დაგარწმუნოთ მის აუცილებლობაში, თუ ეს თქვენი შინაგანი მოთხოვნილება არ არის.

ვარჯიში ძალიან მნიშვლელოვანია ორგანიზმისათვის, დამეთანხმებით რომ სხეულის გავარჯიშება დილით ყველა ასაკის ადამიანისათვის ძალიან კარგია. იგი აუცილებლად შეგძენთ დამატებით ენერგიას.

3. გადახედეთ საკუთარ მიზნებს

სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნიათ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, ისინი ცხოვრობენ ყოველდღიური ცხოვრებით და იძირებიან მომავლის ოცნებებში. თუ თქვენ ფურცელზე არ გაქვთ ჩამოწერილი საკუთარი მიზნები თუ რას უნდა მიაღწიოთ ერთ თვეში, ექვს თვეში, ერთ წელიწადში აუცილებლად დაიწყეთ ამის გაკეთება, თუმცა მანამდე გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი “სიმდიდრისა და ბედნიერების მიღწევის 7 სტრატეგია”  ჯიმ რონი. ქართულად ნათარგმნი, მოცემულ თემაზე, მხოლოდ ეს წიგნი ვიცი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჭეშმარიტი მიზნები ცხოვრების აზრთან არის დაკავშირებული, რაზეც ამ წიგნში გაკვრით არის საუბარი.

4. მოტივაცია

წაიკითხეთ ან მოუსმინეთ სამოტივაციო წიგნებს.
ეს ფსიქოლოგიურად მართლა ძალიან გვეხმარება და გვმუხტავს დადებითი ენერგიით. ქართულად სამწუხაროდ არ ვიცი მსგავსი საშუალებები, თუმცა უცხოენოვანს ბევრს იპოვით. 5-10 წუთიც კი საკმარისია განწყობის შესაქმნელად.

5. წარმოიდგინეთ დღე

უბრალოდ ცოტა ხნით დადექით ფანჯარასთან და წარმოიდგინეთ რა გინდათ დღეს რომ მოხდეს და როგორ შეიძლება თავად შეიტანოთ წვლილი ამ პროცესებში.

6. დაწერეთ დღის გრაფიკი

აქაც მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ დღის გეგმაც არც თუ ისე ბევრ ადამიანს აქვს. დროის დაგეგმარება კი ძალიან მნიშვლელოვანია, დამერწმუნეთ თქვენ შეგიძლიათ ყოველი წუთი გამოიყენოთ ძალიან ნაყოფიერად, რითაც თქვენს ცხოვრებას აუცილებლად დადებითად შეცვლით. ვინაიდან დროის სწორად დაგეგმვა საკმაოდ რთული ხელოვნებაა და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, მე გირჩევთ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ წიგნს Eat That Frog!: 21 Great Ways to Stop Procrastinating and Get More Done in Less Time იგი რუსულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი, გულით გირჩევთ ამ წიგნს და თუ დაიწყებთ მის პრაქტიკაში გადმოტანას, თქვენი ცხოვრება უფრო ნაყოფიერი გახდება. არ აქვს მნიშვნელობა სწავლობთ თუ მუშაობთ.

7. რა ხდება სამყაროში

მე პირადად არ ვუყრებ ტელევიზიით ახალ ამბებს, თუმცა აუცილებელია იცოდეთ თუ რა ხდება თქვენს გარშემო. რამოდენიმე წუთი დახარჯეთ პრესის ან საინფორმაციო პორტალის გადახედვაში.

8.  მიიღეთ ჯანსაღი საკვები

თუ დილით არ გაქვთ დრო საჭმელის მოსამზადებლად, გამოყავით დრო საღამოს. მსუბუქი, მაგრამ ვიტამინებით გაჯერებული საკვები აუცილებლად აისახება თქვენს ენერგიაზე და თავს დაღლილად არ იგრძნობთ.

9. შეინარჩუნეთ სისუფთავე და წესრიგი

გარემო აუცილებლად აისახება თქვენს ხასიათზეც. შეეცადეთ იზრუნოთ იმაზე, რომ ყველაფერი იყოს თავის ადგილას და რაც არ გჭირდებათ თვალში არ გხვდებოდეთ.

10.  კარის ზღურბლი

სანამ მას გადააბიჯებდეთ ერთი წუთით შეჩერდით და შეხედეთ სამყაროს მთელი მისი სილამაზით.

450 სიტყვა დავწერე დილის ჩვევებთან დაკავშირებით და უკვე დავიმუხტე დადებითი ენერგიით, წარმოიდგინეთ მე და ვიმედოვნებთ თქვენც ამ 450 სიტყვით დავიმუხტეთ და რა მოხდება, როდესაც პრაქტიკაში განვახორციელებთ მათ. გირჩევთ, დაიწყოთ ამ ჩვევების გამომუშავება და დილით გაღვიძება თქვენთვის სიხარულად გარდაიქცევა

დღე

11. პირველ რიგში მნიშვნელოვანია

ზემოთ შემოგთავაზეთ წიგნი, რომელიც დროის დაგეგმარებას გასწავლით. ეს საკითხიც ძალიან მკაფიოდ არის განხილული. თუმცა, მინდა ერთ საინტერესო ფაქტს შევეხო, რომელიც უცილობლად ჭეშმარიტია და ამაში თქვენც დარწმუნდებით თუ შეადგენთ საკუთარ გრაფიკს. ადამიანისათვის მთელი საქმეების მხოლოდ 20%-ია მნიშვნელოვანი. მარტივად რომ ვთქვათ, ათი საქმიდან რომლის გაკეთებასაც თქვენ გეგმავთ მხოლოდ ორია ისეთი, რომელიც მნიშვნელოვანია, დანარჩენ საქმეებს ან სხვებისათვის აკეთებთ ან საერთოდ შეიძლება არც გაკეთდეს. ამიტომ კარგად გაიაზრეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და უპირველესად მათი განხორციელება დაიწყეთ.  

12. კონტაქტი ბუნებასთან

ბუნება ძალიან ამშვიდებს ადამიანს, ამიტომ კარგი იქნება თუ ცოტახნით მოწყდებით გრაფიკს და ბუნებაში გაისეირნებთ, ან თუნდაც პარკში დაჯდებით.

13.  აზრების ფურცელზე გადმოტანა

ადამიანს თავში უამრავი აზრი უტრიალებს, მათ შორის ბევრი კარგიც არის, თუმცა ხშირად ისინი ხელს გვიშლიან კონკრეტულ მომენტებში. როდესაც ადამიანს საკუთარი აზრი ან იდეა ფურცელზე გადმოაქვს იგი წყვეტს მის თავში ტრიალს და მთლიანად კალამს ემორჩილება, ამას უკეთ გაიგებთ თუ თავადაც გამოცდით.

14.  წახემსება

სამწუხაორდ არაიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ შუადღეზე კარგად წახემსებას, ორგანიზმს ესაჭიროება ენერგია, ამიტომ შეეცადეთ გამოიმუშავოთ ეს ჩვევა.

15. იყავით აქტიური

ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად აიღოთ პასუხისმგებლომა და ინიციატივა პატარა საქმეების აღსრულებაში. ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს “რისი გაკეთება შემიძლია, რომ ეს მოხდეს?”

16. კონტაქტი მეგობრებთან

დაკავებული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებთ სათანადო ყურადღება გამოვიჩინოთ მეგობრების მიმართ, ამიტომ კარგი იქნება თუ ყოველდღე აირჩევთ რომელიმე მეგობარს, და მას მესიჯს ან მეილს გაუგზავნით მოკითხვის ტექსტით.

17. გადაინახეთ ფული

ყოველი შემოსავლის 10% უბრალოდ შეინახეთ, ასეთი პატარა დანაზოგებით მალე შეძლებთ სასურველი ნივთის შეძენას.

შუადღე ყოველთვის დატვირთულია და დამეთანხმებით მხოლოდ აქ განხილული ჩვევების გამომუშავება არ კმარა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია.



საღამო

18. ოჯახის საათი

რაც არ უნდა დაღლილი იყოთ ან საქმეები გქონდეთ, აუცილებლად გამოყავით დრო, რომელსაც მოხოლოდ ოჯახთან ურთიერთობას დაუთმობთ. ახალი ამბების ერთად ყურება აქ ნაკლებად იგულისხმება.

19.  სიჩუმის საათი

დაწოლამდე 30-40 წუთით შეეცადეთ გონება განიტვირთოთ, გამორთეთ ტელევიზორი, კომპიუტერი და უბრალოდ დაისვენეთ.

ამ ჩვევის გამომუშავებით კი კარგად გამოძინებას შეძლებთ.

20. შეაჯამეთ დღე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავადაც იგრძნობთ ამას თუ დაიწყებთ ყოველი დღის განხილვას, სად დაუშვით შეცდომა და რა შეიძლებოდა შეგეცვალათ. ამით უკეთ შეძლებთ საკუთარი თავის განვითარებას. თანაც აბა წარმოიდგინეთ ერთი ან ათი წლის შემდეგ რომ გადაშლით და წაიკითხავთ თქვენს ჩანაწერებს, როგორი გრძნობა იქნება, არა?

21. კითხვა

იმისათვის ,რომ საბლოლოოდ განიტვირთოთ და მოამზადოთ გონება ახალი დღისათვის, კითხვა ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა აქ არ იგულისხმება წიგნები ატომურ ფიზიკაზე ან რაიმე ისეთ სფეროზე, რომელიც გონების დაძაბვას მოითხოვს.

22.  ძილინებისა

ნუ დაგავიწყდებათ ამ სიტყვების თქმა.

23.  კბილების გამოხეხვა

რატომ არ გინდათ გქონეთ საუკეთესო ღიმილი?

24.  ძილის დრო

ადამიანის ორგანიზმი ითხოვს ამ კუთხით გრაფიკში ჩადგომას. ჩვენ ამას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ უნდა შევეცადოთ დავწვეთ დანიშნულ დროს, ამით ძილიც უფრო ჯანსაღი გვექნება.

ვიმედოვნებ, რომ ბევრ ადამიანს დაეხმარება მოცემული სტატია.

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი