ანიმალოთერაპია – საკმაოდ ცივილიზირებული და მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდია სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ. დადებითი ეფექტი კი დამტკიცებულია მრავალწლიანი ექსპერიმენტებით!
ანიმალოთერაპიაში გამოიყენება როგორც პირდაპირი კონტაქტი ცხოველებთან, ასევე მათი სურათები, ხმები, სათამაოშოები და ა.შ.
ხალხი, რომელთაც ჰყავთ შინაური ცხოველები, უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ნაკლებად ხდებიან ავად, ცხოველები ძალიან დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.
თვით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი აღიარა, ადამიანის ცხოვრებაში, ანიმალოთერაპიის დიდი სარგებელი.
ცხოველთა დახმარებით მკურნალობის ინსტრუქცია:
ანიმალოთერაპიის მოკლე მიმოხილვა
უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანმა იცოდა ცხოველის სასარგებლო თვისებების შეასხებ. ძველი ბერძნები იყენებდნენ ძაღლებს სიცხის სამკურნალოდ, ძველ ეგვიპტეში – იყენებდნენ კატებს იმავე მიზნებისთვის, ხოლო ინდიელები ისმენდნენ ჩიტების ჭიკჭიკს. ჰიპოკრატე თავის ნამუშევრებში ახსენებდა ცხენზე ჯირითობის სარგებელს.
მე-20 საუკუნეში დაიწყო ანიმალოთერაპიის “დაბადება”. მეცნიერებმა დაიწყეს მრავალი ფაქტის შესწავლა, დაიწყო მთელი ინსტიტუტების შექმნა, იმართებოდა სემინარები და კონფერენციები. საბავშო ფსიქიატრებმა კი 60-იან წლებში დაიწყეს ძაღლის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის!
ცხოველთა სასარგებლო თვისებები
გაინტერესებთ ჯანმრთელობისათვის რა სარგებელი მოაქვს ცხოველს?
პირველ რიგში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარტო, შინაური ცხოველის აყვანისას ერთგვარად აგვარებს მარტოობის პრობლემას. დამეთანხმეთ, რომ სასიამოვნოა, როდესაც სახლში მოდიხარ და ხედავ სიხარულით აღსავსე ცხოველს, რომელიც ბედნიერია შენი ნახვით. გრძნობ, რომ შენ ვიღაცას სჭირდები და მთელი დღე გელოდა! ხშირად ცხოველებთან ურთიერთობა ავსებს ხალხთან ურთიერთობის ნაკლებობას.
მეორე, ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან გვაძლევს დადებით ემოციებს და ხასიათს გვიკეთებს. ჩვენ ვდუნდებით და ვამჩნევთ, რომ ნელ-ნელა გვშორდება სტრესი ან დეპრესია.
მესამეც, ეს ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან ეხმარება მათ განვითარებას, ასწავლის მათ სიკეთეს და სძენს პასუხისმგებლობას. შინაური ცხოველებს ასევე შეუძლიათ გახდნენ ბავშვების ნამდვილი და საუკეთსო მეგობრები, განსაკუთრებით თუ ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვია!
ანიმალოთერაპიის ტიპები
იპოთერაპია – ურთიერთობა ცხენებთან, ცხენით ჯირითიც იპოთერაპიას განეკუთვნება. იპოთერაპია ძალიან ეფექტური მკურნალია და იგი ენიშნაბათ ისეთი დაავადების მქონე პაციენტებს როგორიცაა, სქოლიოზი, ატეროსკლეროზი, გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვა მრავალი. საკმარისია მხოლოდ 20 წუთი ცხენზე ჯირითი, რომ მოიშოროთ დეპრესია.
კანისთერაპია – მკურნალობაში გამოიყენება ძაღლები. ამ ტიპის ანიმალოთერაპია გამოიყენება იმ ხალხის სამკურნალოდ, რომლებიც ცოტას მოძრაობენ. ყოველდღიური ძაღლის გასეირნება ამცირებს სისხლძარღვებისა და გულის დაავადებების რისკს. ურთიერთობა ძაღლთან ხდის ადამიანს (ბავშვს) მეტად კომუნიკაბელურს. ეს მეთოდი ასევე ეფექტურია ნერვოზის დროსაც.
პაციენტებთან დაიშვებიან მხოლოდ მშვიდი და “ზრდილი” და არა -აგრესიული ძაღლები.
ფელინაროთერაპია – ეს არის მეთოდი კატებით მკურნალობის. კატებს გააჩნიათ ყველაზე ძლიერი ბიოველი, ისინი შინაური “ექსტრასენსები” არიან. ალბათ გაგიგიათ რაიმე მონაყოლი, როგორ უმკურნალა კატამ თავის პატრონს – წვებოდა დაავადებულ ადგილზე და ტკივილი ქრებოდა. კატები ამშივიდებენ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, მკურნალობენ ანთებით დაავადებებს და აშორებენ თავის ტკივილს. ძვლებს მოტეხილობის შემთხვევაში, კატის კრუტუნი ყველაზე სწაფად ახორცებს მათ!!!
რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელთაც აღიზიანებს კატების კრუტუნი, ამიტომ მათთვის არსებობს სხვა ტიპის ანიმალოთერაპია.
დელფინოთრაპია – როგორც მიხვდით, ეს არის ურთიერთბა დელფინებთან. ეს ხსნის პაციენტის ფსიქიკურ დაძაბულობას. ანიმალოთერაპიის ეს ტიპი დაგეხმარებათ გადაიტანო გარკვეული პერიოდი, რაიმე ფსიქიკური ტრამვის შემდეგ, ან ძლიერი სტრესი. დელფინთა პაციენტებად ითვლებიან ბავშვები, რომლებიც დაავადებულნი არიან აუტიზმით და ოლიგოფრენიის დაავადებებით. ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც. დელფინებთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანებს უვითარდებათ არასტანდარტული, ხელოვნური ხედვა, ასევე აქტიურდება ინტუიციაც.
ჩიტები
ჩიტებიც სასარგებლო ოჯახის ცხოველები არიან. მელანქოლიური პიროვნებებს ფრინველები ეხმარებიან გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები და მხიარულები… ჩიტის ჭიკჭიკი ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.
სამუშაო კაბინეტებში სასარგებლოა გქონდეთ აკვარიუმები თევზებით. თევზებზე ყურება ეფექტრურად ხსნის სტრესს. ზედმეტად აქტიურ ადამიანებს კი ეხმარება გახდნენ უფრო მშვიდი. რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის აკვარიუმი პირანიებით!
რჩევები და გაფრთხილებები:
სანამ რაიმე ცხოველს შეიძენდეთ კარგად გაერკვიეთ მათი მოვლისა და საჭირო საცხოვრებელ პირობებში, ასევე მათ დადებით მხარესთან ერთად გაარკვიეთ უარყოფითი მხარეებიც და ისე შეარჩიეთ სასურველი ცხოველი.
ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია შინაური ცხოველების გარეშე ცხოვრება, ზოგისთვის კი საკმარისია ქალაქგარეთ ტყეში სეირნობა და ბულბულის გალობის მოსმენა. ცხოველის აყვანის ან ყიდვის შემთხვევაში თქვენ ხართ სრულიად თავისუფალნი, გირჩევთ ნუ იქნებით გულგრილნი ჩვენი პატარ მეგობრებისადმი, ისინი მადლობას თავის სამედიცინო შესაძლებლობებით გადაგვიხდიან.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0