უცნაურია,მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ გააჩნია პირადი ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ ფულთან შეხება ყოველდღიურად გვაქვს, რატომღაც გვეზარება მისი კონტროლზე აყვანა და უფრო რაციონალურად ხარჯვა. მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ პირადი ბიუჯეტის შედგენის ძირითად პრინციპებს.
ძირითადი მომენტი
სანამ დავიწყებდეთ ბიუჯეტის შედგენას აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი თვიური შემოსავლები, თუ თქვენ სახელმწიფო ან კორპორაციულ დაწესებულებაში მუშაობთ ამის დასადგენად უბრალოდ შრომით კონტრაქტში (ანაზღაურების ოდენობაზე) დახედვაა საჭირო, ხოლო თუ თქვენი შემოსავლები თქვენს პირად შრომაზეა დამოკიდებული, მაშინ გამოთვალეთ შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი და ყურადღება მიაქციეთ “ჩავარდნილი” თვეების რაოდენობასაც. ცოტა რთული, მაგრამ საინტერესო სამუშაოა.
გადასახადები და ხარჯები
როგორია თქვენი ყოველთვიური გადასახადები? საუკეთესო გზა ამის დასადგენად, უბრალოდ მათი ფურცელზე ჩამოწერა და შეკრებაა – დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება, ტელეფონი და ა.შ.
ამის შემდეგ გადადით ხარჯების დათვლაზე: რამდენ ფულს ხარჯავთ საკვებზე, ტანსაცმელზე, გართობაზე, მოგზაურობაზე… დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი ხარჯები.
თითეულს გამოუყავით სამი გრაფა:
1) პირველში ჩაწერეთ ის თანხა რომელიც აუცილებლად გჭირდებათ, ყველაზე მინიმალური დანახარჯები;
2) ის თანხა რომელსაც თქვენ რეალურად ხარჯავთ ყოველთვიურად;
3) თანხა რომელსაც სიამოვნებით გამოყოფდით, შესაძლებლობა რომ გქონდეთ.
ვაკეთებთ ბალანს
მას შემდეგ რაც კარგად განვსაზღვრავთ ჩვენს შემოსავლებსა და ხარჯებს. გამოვიყვანთ ბალანს ( შემოსავლებს გამოვაკლებთ ხარჯებს).
თუ ამის შემდეგ დაგრჩათ დამატებით თანხა ძალიან, კარგი მაგრამ თუ მინუსებში წახვედით, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. გადადით შემდეგ მოქმედებაზე.
განსაზღვრეთ პრიორიტეტები
უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ყოველთვის ვერ შეძლებთ სათანადო თანხის გამოყოფას ყველა ხარჯისათვის. ამიტომ, უნდა განსაზღვროთ პიორიტეტები, რაში ვერ შეძლებთ ხარჯების შემცირებას და რაში შესძლებთ, რაში გაზრდიდიდით ხარჯებს. არეგულირეთ თანხები იქამდე, სანამ საბალანსო ფურცელზე დადებითი ციფრი არ დაიწერება.
დაიმახსოვრეთ
მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ საკუთარ პრორიტებებს და ზუსტად გეცოდინებათ თუ რამდენი თანხა უნდა გამოყოთ თითოეული სფეროსათვის, ჩაინიშნეთ ფურცელზე და ყოველთვის გახსოვდეთ იგი. ყოველი თვის ბოლოს კი კვლავ გადამოწმეთ ხომ არ არის რაიმე ცვლილება.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდოთ თქვენი ხარჯები ვფიქრობ კარგი იქნება თუ გადაიკითხავთ ჩემს სტატიას – როგორ დავზოგოთ ფული.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0