როგორ დავწეროთ საქმიანი წერილი? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ დავწეროთ საქმიანი წერილი?

გააზიარეთ:

ელექტრონული ფოსტა საქმიანი ურთიერთობების ერთ-ერთი ძრითადი საშუალება გახდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საქმიანი წერილების წერა. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი მოსაზრებები და სიტყვები უფრო მკაფიოდ და სერიოზულად ჩამოაყალიბოთ. 

ზუსტად ჩამოაყალიბეთ წერილის თემა

მაგალითისათვის, სათაურად რომ დავაწერო “დავითის სტატია” ადრესატისათვის არ იქნება არაფრისმთქმელი. უმჯობესია დავასათაუროთ ასე “დავითის სტატია,საქმიანი წერილის შესახებ”. კარგი იქნება თუ მკითხელი მალევე მიიღებს მინიშნებას წერილის აზრის შესახებ.

ნუ დამალავთ მთავარ სათქმელს

მხატვრული ტექსტისგან განსხვავებით საქმიან წერილში დაუშვებელია აზრის ფარულად გადმოცემა,ან მისი გალამაზება სხვადასხვა მხატვრული ხერხებით. შეეცადეთ იყოთ პირდაპირები და წერილის მთავარი სათქმელი რაც შეიძლება მალე წარმოაჩინოთ.

მოითხოვეთ მოქმედება

იმისათვის რომ ჩვენი წერილი უყურადღებოდ არ დარჩეს იგი ასეთი სიტყვებით უნდა დამთავრდეს ” ხვალ დაგირეკავთ და პირადად განვიხილოთ ეს თემა” ან “როდის შესძლებთ ჩემი წინადადების განხილვას?”
გაითვალისწინეთ, რომ ადრესატი ადამიანია და თითეული თქვენი სიტყვა მასზე ზეგავლენას ახდენს

შეასწორეთ ტექსტი

პიროვნების წერის კულტურით მასზე ბევრი რამის გაგება შეძლება, ამიტომ შეეცადეთ რომ ტექსტი რამოდენიმეჯერ გადაიკითხოთ და შეასწოროთ ყველა გრამატიკული შეცდომა.

მოიქეცით ღირსეულად

წერისას გაექეცით ისეთ თემებს როგორიცაა რასიზმი, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია, იმის გარდა რომ ასეთი საკითხები არანაირად არ შეესაბამება საქმიან წერილებს, ამასთანავე შეიძლება დაგიკარგოთ რეპუტაცია.

გადაამოწმეთ მისამართი

ხშირია შემთხვევები, როდესაც წერილი ადრესატამდე ვერ აღწევს იმის გამო, რომ მისამართი არასწორედ მივუთითეთ. ამიტომ, ზემოთ მოხსენებული ქმედებების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ადრესატის მისამართი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Facebook ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/24624… Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • Marcus Rashford made a dream Premier League debut scoring twice against Arsenal at Old Trafford on 28 February 2018! Subscribe to the official Premier League YouTube channel: ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი