როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პასტა ნუტელა (Nutella)? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პასტა ნუტელა (Nutella)?

გააზიარეთ:

 

ბევრი ჩვენთაგანი დიდი სიამოვნებით მივირთმევდით ნუტელას ყოველი საკვების მიღებისას. მისი დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. თუ გავუყვებით ამ რეცეპტს, დაამზადებთ თითქმის მსგავს პასტას როგორიცაა ნუტელა. განსხვავება მხოლოდ იქნება ხელოვნურ არომატიზატორების, გამასქელებლის და კონსერვატების უქონლობაში. სცადეთ დამოუკიდებლად გააკეთოთ ეს ტკბილეული თქვენი ოჯახისთვის.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • კაკაო – 4 სადილის კოვზი
  • შაქრის პუდრა – 0,5 ჭიქა
  • მშრალი რძე – 3 სადილის კოვზი
  • რძე – 150 მლ.
  • მიწის თხილი – 3 სადილის კოვზი
  • კარაქი – 1 შეფუთვა
  • ვანილი 

რაიმე ჭურჭელში მოვათავსოთ კაკაო, პუდრა, მშრალი რძე, ვანილი და ავურით ეს ყველაფერი. ასევე შესაძლებელია შაქრის პუდრა შევცვალოთ შაქრით და მშრალი რძე, კი – ხორბლის ფქვილით. მაგრამ თუ გვსურს რომ მივიღოთ ნუტელას გემო, მაშინ უმჯობესია არაფერი შევცვალოთ.

თანდათანობით ჩავასხათ რძე და პარალელურად ვურიოთ ისე, რომ არ დარჩეს კოპები. ამ ეტაპზე ჭურჭლის არომატული შემცველობა ძალიან დაემსგავსება შოკოლადის რძეს.

შემდგომ ეს გადავასხათ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ სანამ არ ადუღდება. დავაკვირდეთ რომ მიღებული პასტა არ დაიწვას და არ მიეკროს ქვაბს.

შემდგომ დავფქვათ თხილი, ჩავყაროთ პასტის მასაში და დავამატოთ კარაქი. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. თუ თხილის ნაცვლად გამოვიყენებთ არახისს, მაშინი საბოლოო გემო არ დაემსგავსება ნუტელას.

მოვხსნათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გამოვა ძალიან გემრიელი, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, თუ იმ დღესვე არ მიირთმევთ მთლიანად. :)

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოგესალმებით მეგობრებო მე ვარ Geo Creeper და დღეს მე ვითამაშებ Bed Wars Server Ip:PLAY.PIKA-NETWORK.NET Flux B4 Download:http://www.mediafire.com/file/kfyb97ghpx7tw8c/Flux+B4.zip The post Minecraft ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #cricket #cricketlovers #viratkohli #rohitsharma #ipl #cricketer #cricketfans #icc #msdhoni #indiancricketteam #indiancricket #cricketlover #cricketmerijaan #teamindia #bcci #cricketlife ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი