როგორ შევარჩიოთ კონდინციონერი? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ შევარჩიოთ კონდინციონერი?

გააზიარეთ:

 

ზაფხულის ცხელი დღეები ნელ-ნელა გვიახლოვდება, დასვენება და ამ ცხელი დღეების გრილად გატარება ზღვაზე ან სადმე შედარებით გრილ საკურორტო ზონაში კარგია, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს თბილისის დატოვებას და ამ ჯოჯოხეთურ სიცხეებს ცოტნე დადიანისებურად უძლებს, ან უკეთეს შემთხვევაში ზის მაცივარში და ნაყინს მიირთმევს მთელი დღის განმავლობაში.თუმცა, არსებობს სხვა ვარიანტიც შეიძინო კონდინციონერი და ცხელ დღეებს მისი საშუალებით გაუმკლავდე. მოცემულ სტატიაში სწორედ კონდენციონერის შესახებ ვისაუბრებ და შევეცდები დაგეხმაროთ სწორი არჩევნის გაკეთებაში.

კონდინციონერი – ზოგადი მიმოხილვა

კონდინციონერის დაცვა – კონდინციონერებს შორის ფასთა სხვაობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაცვის/კონტროლის ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რაც დაბალფასიან კონდინციონერებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ.

ხმაურის დონე – ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კონდინციონერის შერჩევის დროს იმას თუ რამდენად ხმაურიანია ის, ხმაურის დონე დეციბელებში იზომება dB (DeciBel) , 25-27 დეციბელზე ნაკლები ხმა თითქმის არ ისმის, ზოგადად კონდინციონერებზე მითითებულია მათი ხმაურის დონე, რომელიც დათვლილია ყველაზე დაბალ სიჩქარეზე.

მანძილი შიდა და გარე ბლოკებს შორის – კონდინციონერის ნორმალური მუშაობისათვის რეკომენდირებულია, რომ ის მილები რომლებიც მას მოყვება არ გავზარდოთ დამატებითი მილების მეშვეობით, რადგან მანძილის გაზრდა იწვევს სიმძლავრის შემცირებას რაც პირდაპირ პროპორციულად ზრდის კომპრესორზე დატვირთვას.

კონდინციონერის ტიპები:

კონდინციონერის რამოდენიმე სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და შესაბამისად, სახლის პირობებში მისაღები არის ე.წ სპლიტ (დაყოფილი) ტიპის კონდინციონერი

    • ფანჯრის კონდინციონერი;
    • სპლიტ კონდინციონერი;
    • მულტი სპლიტ კონდინციონერი;
    • კოლონური ტიპის კონდინციონერი;
    • ჭერ-იატაკის კონდინციონერი;
    • არხული კონდინციონერი;
    • კასეტური კონდინციონერი.

ეს არის კონდინციონერების  ძირითადი ტიპები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენთვის საინტერესო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი სპლიტ ტიპის კონდინციონერია.

კონდინციონერის შესაძლებლობები

კონდინციონერს, როგორც წესი, ძირითადად გაგრილებისათვის ვიყენებთ, მაგრამ თანამედროვე კონდინციონერებს აქვთ სხვა სასარგებლო ფუნქციებიც, რომელთა გამოყენებითაც მას უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ. კონდინციონერის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ:

  • გაგრილების სიმძლავრე;
  • ჰაერის გაწმენდა;
  • გათბობა;
  • ტენის ამოშრობა.

გაგრილების სიმძლავრე – როდესაც საუბარია კონდინციონერზე და მის შერჩევაზე აუცილებლათ უნდა ვიცოდეთ BTU (British Thermal Unit) – ს განმარტება თუ არა, მნიშვნელობა მაინც. კონდინციონერებთან მიმართებაში ხშირად შეგხვდებათ 9000 BTU, 12000 BTU, 16000 BTU, 18000 BTU, 24000 BTU და ა.შ თუ გინდათ რომ BTU გადაიყვანოთ ვატებში (watt) ამისათვის ის უნდა გაყოთ 3,41-ზე, ხოლო თუ ვატების გადაყვანა გინდათ კილოვატებში ის უნდა გაყოთ 1000-ზე. უფრო მარტივად რომ გაიგოთ მცირედი მაგალითი გავაკეთოთ მაგ: 18000 BTU = 18000/3.41 ≈ 5279 ვატს ≈ 5 კილოვატს.

იმის ზუსტი თუ არა მიახლოებითი გათვლა მაინც თუ რა სიმძლავრის კონდინციონერი გესაჭიროებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ თქვენ იყიდით ისეთ კონდინციონერს რომელსაც სიმძლავრე არ ჰყოფნის მაშინ კონდინციონერს მოუწევს მუშაობა მთელი დატვირთვით, რაც მის გამართულად მუშაობის ხანგრძლივობას შეამოკლებს და კონდინციონერიც ჩვეულებრივზე ადრე გამოვა მწყობრიდან. ნუ იფიქრებთ, რომ თავის დაზღვევის მიზნით ვიყიდი მძლავრ კონდინციონერს და არ დამჭირდება გამოთვლები და კონვერტირებებიო, რადგან ამ ფაქტსაც აქვს უარყოფითი მხარეები მაგ: მძლავრი კონდინციონერი გამოყოფს მძლავრ ჰაერის ნაკადს რაც ქმნის დისკომპორტს და ამასთანავე საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე კონდინციონერი ირთვება და ითიშება უფრო ხშირად ავტომატურ რეჟიმში და ეს იწვევს მის ცვეთას.

ჰაერის გაწმენდა – ამ დროს სპლიტ ტიპის კონდინციონერის შიდა ბლოკში თბომცვლელის წინ ყენდება სხვადასხვა ტიპის ფილტრი ან ფილტრები, ყოველ ფილტრს თავისი დანიშნულება აქვს. არის ფილტრები, რომლებიც თავად კონდინციონერის ნაწილებს იცავენ დამტვერვისაგან და ასევე არის ფილტრები, რომლებიც ჰაერს წმენდენ. არსებობს სხვადასხვა სახის ფილტრები მაგალითად, ელექტროსტატიკური, ბიო, ნახშირის, იონიზატორი და ა.შ ფილტრები.

გათბობა – კონდინციონერი ძირითადად ასოცირდება გაგრილებასთან, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწამ მოგვცა საშუალება კონდინციონერის საშუალებიც ჰაერის როგორც გაგრილების, ისე გათბობის საშუალება. მსგავსი კონდინციონერები ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია შემდეგი ტერმინით “ზიმა-ლეტა”. კონდინციონერი ჰაერის გათბობისას მუშაობს გაგრილების შებრუნებული პრინციპით. ჰაერის გათბობა კონდინციონერით უფრო ეფექტურია მაშნ როდესაც გარეთ ჰაერის ტემპერატურა არ არის 0 გრადუსზე დაბლა, არის კონდინციონერები რომლებიც უფრო დაბალ ტემპერატურაზეც მუშაობენ მაგრამ ამ დროს მათი ეფექტურობა თითქმის განახევრებულია.

ტენის ამოშრობა – პირველ რიგში აღვნიშნოთ ის ფატი, რომ კონდინციონერს შეუძლია ტენიანობის შემცირება, მაგრამ ტენიანობის გაზრდა არ შეუძლია. ტენიანობის ამოშრობისას ხდება ტენის კონდენსაცია თბომცვლელზე და გაედინება ტენი ოთახიდან სპეციალური მილის საშუალებით.

 კონდინციონერის დამატებითი ფუნქციები

თითქმის ყველა სპლიტ ტიპის კონდინციონერს გააჩნია ერთნაირი ფუნქციები, მათ შორის გამორჩეული და გამოსადეგია – ვენტილაციის რეჟიმი, ავტომატური მუშაობის რეჟიმი, ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია და ღამის რეჟიმი, ყველა ფუნქცია შეგიძლიათ აკონტროლოთ მართვის პულტით, რომელიც კონდინციონერს მოყვება.

ვენტილაციის რეჟიმი – არ დაიჯეროთ, რომ ამ დროს კონდინციონერი გვაწვდის სუფთა ჰაერს, არა ამ დროს კონდინციონერი მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც ვენტილატორი და ახდენს ოთახის ჰაერის ცირკულაციას მხოლოდ შიდა ბლოკის მეშვეობით.

ავტომატურად მუშაობის რეჟიმი – ავტომატურად მუშაობისას კონდინციონერი თავად ირჩევს მუშაობის რეჟიმს არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და შესაბამისად ახდენს ჰაერის გაგრილებას, გათბობას ან ვენტილაციას საჭირო ტემპერატურის მისაღებად.

ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია – ავტომატური ჩართვა გამორთვის ფუნქცია გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ დროს, მაშინაც კი როცა სახლში არ ხართ ჩართოთ ან გამორთოთ კონდინციონერი, სანამ თქვნ თქვენ საქმეს აკეთებთ და არ იმყოფებით სახლში კონდინციონერი იზრუნებს, რომ დაგახვედროთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა.

ღამის რეჟიმი – ღამის რეჟიმის გააქტიურების შემდეგ კონდინციონერი ირჩევს ყველაზე დაბალ სიჩქარეს რათა ხმაურმა არ შეგაწუხოთ და იგი ავტომატურად ითიშება 7 საათის შემდეგ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Who’s gonna be more expensive in IPL 25 #cricket #indiancricketer #podcast #iplauction appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი