როგორ არ დაგვავიწყდეს ნივთის თან წაღება? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ არ დაგვავიწყდეს ნივთის თან წაღება?

გააზიარეთ:

 

ნებისმიერი ჩვენგან აღმოჩენილა ისეთ არასასიამოვნო სიტუაციაში, რდესაც რაიმე ნივთი აუცილებლად გჭირდებათ და აღმოაჩენთ, რომ სახლში დაგრჩათ. სულაც არ არის სასიამოვნო მთელი ქალაქის ხელახლა გავლა სახლში დასაბრუნებლად, ან ამ ფაქტის გამო რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩაგდება. ნეტა ასეთი რამ სულ არ ხდებოდეს, არა? გთავაზობთ ინსტრუქციას,  რომელშიც მოცემულია რამდენიმე უტყუარი ხერხები.

ინსტრუქცია

სიძნელის დონე: მარტივი

ხერხი 1 

ყველაზე ძლიერი და აპრობირებული მეთოდი, რომელიც გადამოწმებულია მრავალი ადამიანის მიერ. ერთი შეხედვით სასაცილოდ ჩანს, მაგრამ თუ თქვენ ხვალ რაიმე დაგრჩებათ – სასაცილო სულაც არ იქნება… მაშ ასე, ვდებთ რაიმე ნივთს ფეხსაცმელში, რომელსაც დილით ჩავიცვამთ. თქვენ უკვე ვერსად ვერ წახვალთ თქვენი ნივთის გარეშე, თუნდაც სკლეროზი გჭირდეთ! მხოლოდ ოჯახის წევრები გააფრთხილეთ, რომ ვინმემ შემთხვევით არ ამოიღოს თქვენი ნივთი.

ხერხი 2

საღამოს, როცა უკვე არსად არ აპირებთ წასვლას, გასასვლელ კართან დადგით სკამი და მასზე მოათავსეთ ყველა თქვენი საჭირო ნივთი. ამ მეთოდით თქვენ ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს აუცილებელ და საჭირო ნივთებს.

ხერხი 3 

სიტუაციაში, როცა თქვენ დროის მცირე მონაკვეთში უნდა დაგავიწყდეთ რაიმეს გაკეთება – აიღეთ ძაფი და მიიბით თითზე. მართალია ეს ოდნავ ხელს შეგიშლით, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვა მუდმივი შეხსენება. ესე ვთქვათ ერთგვარი მოდიფიცრებული რუსული მეთოდი „узелок на память.“

ხერხი 4

მობილურ ტელეფონში არის ერთი სასარგებლო ფუნქცია, რომელსაც „შეხსენება“ ეწოდება. ადამიანთა უმრავლესობა ამ მეთოდს წარმატებით იყენებს. შესაძლებელია თქვენც მოგეწონოთ და გამოგადგეთ.
ხერხი 5
დადეთ ეს ნივთი სხვა ისეთ ატრიბუტთან ერთად, რომლის გარეშეც უბრალოდ არსად არ წახვალთ სახლიდან. ეს შეიძლება იყოს სათვალეები, გასაღები, მობილური და სხვა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი