ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები » www.idealuri.ge
ელექტრონული წიგნები

ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები

გააზიარეთ:

 

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა

ვატერპოლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები

 

“ვატერ(პო)ლოო” პირველ რიგში წარმოადგენს მოთხრობას მოთხრობის შესახებ: იგი გვიჩვენებს მოთხრობის შეთხზვის პროცესს. ჩვენს წინ ორი მთხრობელია: პირველი მთხრობელი, რომელიც უსახელოა, – ვუწოდოთ მას “ავტორი”, მოგვითხრობს აფრედერიკ მე-ზე, რომელმაც “გაითვალისწინა რა ეროვნულ ლიტერატურაში ფანტასტიკური ჟანრის გამოვლენათა რეალური ნაკლებობა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა შეექმნა” რაიმე ფანტასტიკური ნაწარმოები. აფრედერიკ მე ერთდროულად მთხრობელიცაა და პერსონაჟიც: იგი ჩვენს თვალწინ, ჩვენი თანდასწრებით იწყებს ბესამე კაროს თავგადასავლის შეთხზვას. რომ აფრედერიკ მე თავად ავტორის იპოსტასია (ორივენი კი მწერლისა), ეს ნაწარმოებებში არც ისე შენიღბულია. ამაზე მიგვანიშნებს მისი გვარი “მე” (ხოლო სახელი “აფრედერიკი” იუმორით აღბეჭდილი მინიშნებაა ხელოვანის მიმოქროლავ ფანტაზიაზე. ჯერ ერთი, იმ აზრით, რომ ეს არის ფრენა, ლივლივი, ნავარდი, ფრთების გაშლა წარმოსახვისა, და მერე, იმ აზრითაც, რომ ესაა “აფრენა”, ანუ ერთგვარი გადახრა ნორმიდან, ჩვეულებრივი, “ნორმალური”, ცნობიერების ­ზღვარს გადასვლა, რასაც “ღვთაებრივ სიგიჟეს” უწოდებს ერთი დიდი გერმანელი პოეტი და არა ­მხოლოდ ის. აფრედერიკ მე ავტორის მეორე მე და მესამე პირია. თავად ავტორი კი მკითხველთან ერთიანდება და შეგვცივდა”, “ჩვენი ბესამე კარო” და ა. შ.). ავტორი, როგორც ზენა ინსტანცია, ხშირად მიმართავს მთხრობელსაც, მკითხველსაც და აფრედერიკის მიერ წარმოსახულ პერსონაჟებსაც. მას ხელეწიფება ნებისმიერი ჩარევა თხრობაში. აფრედერიკის წამოწყებულ ამბავს ხშირად თავად აგრძელებს. ავტორის იუმორი აფრედერიკის მიმართ არის იუმორი საკუთარი თავის მიმართ.

გადაწერე pdf

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Who’s gonna be more expensive in IPL 25 #cricket #indiancricketer #podcast #iplauction appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი