რწმენის საფუძველი » www.idealuri.ge
რელიგია და ფილოსოფია

რწმენის საფუძველი

გააზიარეთ:

 

რწმენა– ადმიანის ყოველგვარი გონებრივი შესაძლებლობების კატალიზატორია. ის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა  დადებით ემოციათა შორის.

რწმენა აბსტრაქტულად არ არსებობს, ის ყოველთვის მიზანმიმართულობის გამოვლინებაა.

მინდა შევეხო, რწმენის საფუძველს, რომელიც ნაპოლეონ ჰილმა ათ პუნქტად ჩამოაყალიბა.

  1. განსაზღვრული მიზანი.
  2. ჩვევა, გააკეთო მეტი, ვიდრე ეს საჭიროა.
  3. დამოკიდებულება მარადიული გონის (ნაპოლეონ ჰილი), ადამიანების მიმართ. ადამიანების, რომელთაც აქვთ სულიერი და ფსიქოლოგიური მზაობა მიაღწიონ დასახულ მიზანს.
  4. ტვინის აღმშენებლობითი წყობა, რომელიც თავისუფალია, ყოველგვარი ნეგატიური გრძნობებისაგან (შიში, შური, სიძუნწე, სიძულვილი, ეჭვიანობა…) .
  5. გააზრება ჭეშმარიტებისა, რომ ყოველი წარუმატებლობა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს. წარუმატებლობა- ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დამარცხებას. დამარცხებულად ითვლები მაშინ, როცა ჩამოუშვებ ხელებს. ბედის ყოველი დარტყმა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს.
  6. ჩვევა – დღეში ერთხელ მაინც იფიქროთ მიზანზე.
  7. რწმენა, რომ არსებობს მარადიული გონი (ასე იხსენიებს ღმერთს, ნაპალენ ჰილი) რომელიც აწესრიგებს სამყაროს, აძლევს მას აზრს. უნდა გჯეროდეს, რომ თითოეული ადამიანი არის ღმერთის მინიატურა, რომ ადამიანს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ის შეზღუდვები, რომრლსაც  ის თავად იყენებს.
  8. აწარმოეთ ჩანაწერები, თქვენს წარმატებებზე და წარუმატებლობებზე. თქვენ თვალნათლივ დაინახავთ – დადებითი გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი.
  9. თვითპატივისცემა, გამოხატული სულიერ სიმშვიდეში და სუფთა სინდისში.
  10. იმის გაგება, რომ უნდა გვიყვარდეთ და პატივსცემდეთ ერთმანეთს.

აი, ის წინაპირობა რომელიც გვამზადებს რწმენისთვის. ის მოდის მხოლოდ მასთან, ვისი გონებაც გახსნილია, მიმართულია სიკეთისკენ. ის არის ნამდვილი ცხოვრების წყარო, რომელიც გვაძლევს ძალას და ენერგიას. რწმენის წყალობით, ადამიანის აღმშენებლობითი ტვინი გარდაიქმნება გარკვეულ ელექტრომაგნიტად, რომელიც იზიდავს მატერიალურად განსახორციელებელ შესაძლებლობებს.

ნაპოლეონ ჰილის წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი