ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვიყვარს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება, მაგრამ ხდება ისეც, რომ კაფეები და ბარები გვბეზრდება სახლში კი ვიწყენთ – მაშინ რა ვქნათ ასეთ დროს?
ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე იდეას თუ როგორ გაიხალისოთ შაბათ-კვირა და დასვენების დღეები სახლში მოწყობილი საინტერესო ღონისძიების საშუალებით.
1. კოსტუმირებული საღამო (მიღება)
დღესდღეობით კოსტუმის დაქირავება ძალიან ადვილია, თუმცა თქვენი ხელით შექმნილი დიზაინიც ძალიან საინტერესო იქნება.
მაგალითად იდეისათვის:
– რეტრო საღამო . აირჩიეთ 80 -90 იანი წლები ან რაიმე სხვა პერიოდი, შეარჩიეთ შესაფერისი ტანსაცმელი, ისაუბრეთ მხოლოდ იმ პერიოდის ”სლენგითა” თუ ”ჟარგონით”, დალიეთ იმ დროისათვის – მოდური სასმელები.
– დისნეის საღამო. აირჩიეთ მულტფილმი, ან სულაც მთელი დისნეის სამყარო. მოამზადეთ შესაბამისი ”ნუგბარი” და გაერთეთ თამაში – დისნეის გმირების მუნჯური ”ნამიოკობანა”თი.
2. თემატური საღამოები
ამასაც ისევე როგორც პირველ პუნქტში აღწერილ იდეას სჭირდება წინასწარი მომზადება , მაგრამ ნამდვილად საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოვა ივენთი.
მაგალითად:
– პოეზიის საღამო. აირჩიეთ ყველამ თქვენი საყვარელი პოეტები ან ერთი კონკრეტული მოღვაწე და წაიკითხეთ ლექსები მისი შემოქმედებიდან. მოაწყვეთ ვიქტორინა სიმბოლური პრიზებით, შეეჯიბრეთ მხატვრულ კითხვაში. შესაძლოა ზოგიერთი მეგობარი ცოტა მორცხვი აღმოჩნდეს, თუმცა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ საზოგადოება მალე გაიხსნება და აგყვებათ.
– ცნობილი ექსცენტრული ადამიანები. აირჩიეთ ვინმე – მსგავსად კოკო შანელისა და დაუთმეთ საღამო ამ ადამიანზე ისტორიების მიმოცვლასა და განხილვებს. ბევრ ახალს გაიგებთ, გაერთობით და საღამოც თვალის დახამხამებაში ჩაივლის.
3. კულინარული საღამო
ნუგბარისა და ზოგადად საკვების გარეშე არც ერთი ღონისძიება არ არსებობს, ეს კი დამატებითი ბიძგი იქნება მთელი კამპანიისათვის წარმოაჩინოთ თქვენი ტალანტები.
მაგალითად:
– თევზეული(ზღვის პროდუქტები). თითოეულმა მოამზადეთ განსხვავებული და ეგზოტიკური კერძი , შემდეგ კი ერთმანეთს ქულები დაუწერეთ. გამარჯვებულს გადაეცით სამახსოვრო საჩუქარი.
– საინტერესოდ გაფორმებული კულინარული შედევრები . ასევე აქაც ჩაატარეთ კონკურსი, დააგემოვნეთ კერძები და რამოდენიმე კრიტერიუმის საშუალებით გამოავლინეთ გამარჯვებული, ან სულაც მანდილოსნები შეეჯიბრეთ მამაკაცებს – ეს ბევრად საინტერესო გამოვა.
4. ფერთა პალიტრა
ეს საღამო მკვეთრად განსაზღვრული ფერების მიხედვით ტარდება და ვინც დაარღვევს ”დრეს კოდს” გაძევდება ან დაისჯება.
მაგალითად:
– დროშების თემატიკა. აირჩიეთ ყველამ სასურველი ქვეყანა და ზუსტად იმ ფერებში ჩაიცვით , რომელიც ამ ქვეყნის დროშაზეა გამოსახული. ის ვისაც დააკლდება ან ზედმეტი ფერი ექნება ტანსაცმელში რაიმე სასჯელს დაიმსახურებს (მაგალითად მთელი ივენთის ჭურჭლის გარეცხვას)
– ერთი კონკრეტული ფერი სეზონისა თუ რაიმე სხვა თემის შესაბამისად. მაგალითად Barcode – მხოლოდ თეთრი და შავი, ან სტენდალი – წითელი და შავი და სხვა.
5. Hand Made საღამო
ამ დღეს შეიძინეთ სხვადსხვა საჭირო ინგრედიენტები (ფერადი ქაღალდი, წებო, პლასტელინი, მძივები და ბისერები, ძაფები, ღილები, ფანქრები, ფუნჯები და ა.შ) შემდეგ კი შექმენით რაიმე ლამაზი და საინტერესო.
მაგალითად:
–სკულპტურები . აირჩიეთ თემა ცხოველთა სამყარო, ან ცნობილი ადამიანები და ეცადეთ მეგობრებთან ერთად შექმნათ საინტერესო სკულპტურები ისე, რომ მსგავსების პოვნა მათსა და რეალურ პროტოტიპს შორის ადვილი იყოს.
–განახლება. აირჩიეთ ყველამ რაიმე ძველმანი ნივთი და სცადეთ მისი განახლება, გალამაზება და გადასხვაფერება. სხვა თუ არაფერი ოთახს ახალ დეკორაციებს შესძენთ.
სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება თუმცა ვიმედოვნებთ რომ ეს საკმარისი იქნება თქვენი ფანტაზიისათვის ფრთების გასაშლელად, შემდეგ კი შესაძლოა შაბათ – კვირაც კი აღარ გეყოთ ასეთი სახალისო დღეების გასატარებლად.
რეალურად დასვენების დღეების საინტერესოდ გატარება არც ისე რთულია მთავარია ამას კრეატიულად მიუდგეთ და რაც შეიძლება მეტი მეგობარი აიყოლიოთ!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0