აი, უკვე მოვიდა მხიარული ზაფხული! რა თქმა უნდა გვსურს რაიმე გემრიეილი, მსუბუქი, გამაგრილებელი და მატონიზირებელი. გთავაზობთ გააკეთოთ ხილის ყინული კივისგან და ლაიმისგან. იგი შეიცავს მინიმუმ კალორიების და დამიჯერეთ არანაირ ზეგავლენას მოახდენს თქვენს გარეგნობაზე.
რა დაგვჭირდება?
- გაფილტრული წყალი – 500 მლ.
- პიტნის ფოთლები – 60 გრ.
- შაქარი – 150 გრ.
- რომი – 30 მლ.
- ლაიმის წვენი – 250 მლ.
- კივი – 6 ცალი
- ფორმები ნაყინისთვის და ესკიმოს ჯოხები.
პირველი ნაბიჯი: გადავარჩიოთ პიტნის ფოთლები. ჩადეთ ფოთლები ქაფქირში და კრანის თბილი წყლის ქვეშ ზედმიწევნით გარეცხეთ, დაელოდეთ სანამ წყალი ბოლომდე არ დაიწკრიტება.
მეორე ნაბიჯი: ქვაბში ჩაასხით გაფილტრული წყალი და დადგით ღუმელზე. წყალი როდესაც ადუღდება ჩაყარეთ 150 გრამი შაქარი და მოურიეთ სანამ მთლიანად არ განზავდება. შემდგომ ჩაყარეთ პიტნის ფოთლები. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ურიეთ. მიღებული ნახარში საწურიში მოათავსეთ და გააგრილეთ.
მესამე ნაბიჯი: გავრეცხოთ და გავფრცხვნათ ექვსივე კივი, 5 მათგანი გავჭრათ შუაზე, ხოლო 1 კივი კი საშუალო რგოლებად. ამ რგოლებს შუაგულში გავუკეთოთ პატარა ჰორიზონტალური კვეთები (რგოლები სხვა თეფშე გადავდოთ და შევინახოთ). ავიღოთ რაიმე ღრმა სათავსი, შიგ მოვათავსოთ პიტნის ნახარში, დავამატოთ კივი, ლაიმის წვენი, რომი და პლენდერის საშუალებით ავთქვიფოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია ამოვიღოთ კივის პატარა მარცვლები.
მეოთხე ნაბიჯი: ავიღოთ ნაყინის ფორმები და შიგ ჩავასხათ მიღებული ნარევი. შემდგიმ განვათავსოთ მაცივარში 1 საათით. დროის ამოშურვისთანავე ამოვიღოთ ეს ფორმები და ზემოდან ყინულს დავადოთ გადადებული კივის რგოლები. კივის ნაკვეთებში მოვათავსოთ ესკიმოს ჯოხები. შეგვიძლია ნაყინის ფორმები განვათავსოთ საყინულეში, თუ იმავდროულად არ შეჭამთ.
გაამოთ და მიიღეთ სიამოვნება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0