მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის რიტმი ციკლურია და დამოკიდებულია ბუნების სხვადასხვა მოვლენებზე. მეცნიერების ახალი დარგი ქრონოლოგიური ბიოლოგია ცხოვრების რიტმს შეისწავლის, რიტმს კი ბუნება, მზის მოძრაობა და მთვარის ფაზები განსაზღვრავენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი სხეული, ინტელექტი და სული იმ რიტმებს ექვემდებარება, რომელსაც გვთავაზობს დღე-ღამის, თვისა და წელიწადის ციკლი. ამ თეორიის შესაბამისად: ასთმური შეტევები უმეტესად ღამით ემართებათ ხოლმე, ინფარქტი და ინსულტი – გათენებისას, წყლული-შებინდებისას აწუხებთ. ტკივილს ადამიანი ყველაზე ნაკლებად დღის მეორე ნახევარში გრძნობს. ამიტომ კბილის ექიმს დილით ნუ ეწვევით, ჯობს ნაშუადღევს მიაკითხოთ.
ადამიანის ორგანიზმს მრავალრიცხოვანი ”შინაგანი საათი” არეგულირებს. წნევა, ტკივილი, ქოლესტერინის რაოდენობა, თუნდაც სისხლის წნევა, სიკვდილ-სიცოცხლეც კი დღე ღამის დროზეა დამოკიდებული. ამ პრობლემას მეცნიერთა 20-ზე მეტი ჯგუფი იკვლევს. ჰიპერტონული გამწვავება, ძირითადად 6-იდან 10საათამდე ხდება, ღამის წნევა დაბლა იწევს, დილაადრიან კი ყველაზე მაღალია.მკურნალი ექიმი პაციენტს წამლის დღეში სამჯერ მიღებას სთავაზობს. ოპტიმალური ვარიანტის მიხედვით კი, ღამით წამლის მოქმედება ნულის ტოლი უნდა იყოს, დილით მაქსიმალური.
დღე ღამის მანძილზე ცხოველმყოფელობის აღმავლობის 5 პერიოდს გამოყოფენ: 5-6, 11-12, 16-17, 20-21 და 24 საათს და, პირიქით, დაღმავლობის ასევე 5 პერიოდს: 2-3, 9-10, 14-15, 18-19, 22-23 საათს. ეტყობა ამითაც აიხსნება ადამიანის შრომისუნარიანობა, ავადმყოფობების გამწვავება, ტრავმები, საგზაო შემთხვევები, ნორმალური მშობიარობა და სხვა.
მძღოლები არ უნდა მიუჯდნენ საჭეს ღამის 2-დან 4 საათამდე, ამ დროს ადამიანის მაღვიძარა გამორთულია.
მოსწავლეებმა უმჯობესია გაკვეთილები 16-დან 18 საათამდე მოამზადონ.
სამსახურში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე 10-დან 13 საათამდე უნდა გავაკეთოთ.
ადამიანის კუნთები ყველაზე მეტად შრომისუნარიანია 13 საათზე.
სქესობრივი ჰორმონალური პიკი დილის 8 საათზე იწყება.
ბავშვების უმრავლესობა 24-იდან დილის 6 საათამდე იბადება.
ყველაზე მეტად მარტოობას ადამიანი 20-დან 22საათამდე განიცდის.
ყველაზე სუსტი სისხლის მიმოქცევა ადამიანს 4-დან 5 საათამდე აქვს.
კუჭის წვენი ყველაზე აქტიურად დღის 13 საათისთვის გამოიყოფა, საჭმლის მომნელებელი ორგანოები მთელი დატვირთვით მუშაობენ. ამდენად, სადილობა ამ დროისთვის ჯობს.
ალკოჰოლის მიღებას თუ გადაწყვეტთ, ყური უგდეთ თქვენს ღვიძლს, იგი ამისათვის მზად 18-დან 20 საათამდეა.
24 საათი – ღამის 24 საათზე მოდის ჩვენი შრომისუნარიანობის ერთ-ერთი ციკლი. ხშირად დროის ამ მონაკვეთს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ვიყენებთ. თუ ჩვენ დასაძინებლად 23 საათზე დავწექით, დგება სიზმრის ნახვის დრო. არა მარტო სხეული, ტვინიც აჯამებს, დღე დამთავრებულია.
1 საათი – ორგანიზმი მთლიანად დაცლილია ძალისაგან. ამ დროს გადაღლას ისინიც კი გრძნობენ, ვინც წლობით ღამით მუშაობს. ღამის პირველ საათზე ადამიანთა ურმრავლესობას სძინავს. დროის ამ მონაკვეთში დგება მათთვის ძილის მსუბუქი ფაზა და შეიძლება იოლად გააღვიძოთ. სწორედ ან დროს ვართ ყველაზე მგრძნობიარენი ტკივილის მიმართ.
2 საათი – ყველა ,,ჭკვიანი” ჰორმონი ისვენებს. სამაგიეროდ ,,მავნეები” მაგალითად დეპრესიის – ფხიზლობენ. ადამიანებს ყველაზე მეტად ამ დროს უჩნდება თავის მოკვლის სურვილი. ღამის ორ საათზე სხეულის ორგანოთა უმრავლესობა ეკონომიურად მუშაობს, გამონაკლისია – ღვიძლი. იგი ამ მშვიდ წუთებს იმისათვის იყენებს რომ ინტენსიურად გადაამუშაოს ადამიანისათვის აუცილებელი ნივთიერებათა და უპირველესად ისინი, რომლებსაც ორგანიზმიდან შხამები გამოაქვთ.
3 საათი – ყველაზე ღრმა ძილის დროა. ცნობიერებაც იმდენად გამორთულია, რომ მოწევის მოკევილ გევანდელს, სიგარეტის ჩაქრობაც კი ავიწყდებათ. ამ დროს სხეული ისვენებს. ფიზიკურად ჩვენ მთლიანად დაშრეტილები ვართ. ამ დროს ყველაზე დაბალია სისხლის წნევა, პულსი და სუნთქვა შენელებულია.
4 საათი – ორგანიზმი მომავალი დღისათვის ემზადება, ძალებს იკრებს. ასთმიანებისათვის რთული დროა, შეტევები ამ დროს განსაკუთრებით მძიმეა, წნევა ჯერ კიდევ დაბალია. ტვინი სისხლის მინიმალური რაოდენობით მარაგდება. ამ საათზე ყველაზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება. სხეული მუშაობს ყველაზე მცირე დატვირთვით, მაგრამ სმენა უფრო მახვილი ხდება. ჩვენ გვაღვიძებს მცირე ხმაურიც კი.
5 საათი – სიცოცხლე ახლდება. ყველა და ყველაფერი იღვიძებს. ამას განსაკუთრებით გრძნობენ ახალშობილები, რომლებიც ამქვეყნად მოვლინებას სწორედ განთიადზე ამჯობინებენ. დილის 5 საათზე ტირკმელები მშვიდად არიან. ჩვენ უკვე გავიარეთ ძილის რამდენიმე ფაზა-სიზმრებიანი მსუბუქი ძილისა და უსიზმრებო ღრმა ძილის ფაზები. ვინც ამ დროს დგება, მალე ფხიზლდება და მხნეობა ეუფლება.
6 საათი – ძალზე სასურველია, თუ ამ დროს გაიღვიძებთ, სიცოცხლე ახლდება. ყველა და ყველაფერი იღვიძებს. არტერიული წნევა იმატებს, გული სწრაფად ძგერს, შეიგრძნობა ვენური სისხლის პულსაცია. ნორმალურ მშობიარობათა პიკი დილის 5-6 საათს ემთხვევა: მშობიარობის დროს ორგანიზმი ხომ ენერგიის მაქსიმუმს ხარჯავს!
7 საათი – სასურველი და სასარგებლოა ჭამა. თვით იმისთვის კი, ვინც მკაცრ დიეტას იცავს. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა საუცხოოდ მუშაობს ყველა ნახშირწყალი ენერგიად გადამუშავდება. წნევა იმატებს, გული სწრაფად ძგერს. თქვენი იმუნური სისტემა მწვერვალზეა, ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლა მოგებული გაქვთ. თქვენი ორგანიზმი ადვილად ითვისებს წამალს.
8 საათი – არცთუ სახარბიელო დროა გულით დაავადებულთათვის. სტატისტიკის მიხედვით, ინფარქტების ლომის წილი სწორედ ამ დროს მოდის, რადგან სისხლი სქელდება. სხეულმა დაისვენა, ღვიძლმა სრულიად გაათავისუფლა ჩვენი ორგანიზმი მომწამვლელი ნივთიერებებისაგან. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ შეჭამოთ ცხიმიანი კერძი, რადგან ღვიძლს ორჯერ მეტი დატვირთვა დააწვება.
9 საათი – ამ დროს მაღლდება ფსიქიკური აქტივობა, იკლებს მგრძნობელობა ტკივილისადმი, გული მთელი სიმძლავრით მუშაობს. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ შრომას, სწავლას, მოემზადოთ გამოცდებისათვის და საკუთარი მახსოვრობის იმედიც გქონდეთ, ამ მომენტში მიღებული ცოდნა თავში დიდხანს რჩება.
10 საათი – ტვინი მაქსიმალურად მობილიზებულია თვით ყველაზე მოულოდნელ წინადადებაზედაც კი ადექვატური რეაქციისათვის. ჩვენ საუკეთესო სპორტულ ფორმაში ვართ. ნებისმიერი სამუშაოს შესრულების ძალა შეგვწევს.
11 საათი – ორგანიზმის ყველა ძალა უმაღლეს ფაზაშია. გული მზადაა ნებისმიერი სტრესისა და დატვირთვის გადასატანად. თუ ისინი არ არსებობს, შეგიძლიათ ხელოვნურად შევქმნათ – ვთქვათ, მარათონული დისტანცია გაირბინოთ. გული აგრძელებს რიტმულ მუშაობას.
13 საათი – დღის აქტივობის პირველი პერიოდი გავლილია. იგრძნობა დაღლილობა. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, საჭიროა შესვენება. კუჭის წვენი ყველაზე აქტიურად დღის 13 საათისათვის გამოიყოფა, საჭმლის მომნელებელი ორგანოები მთელი დატვირთვით მუშაობენ, ამდენად, სადილობა ამ დროისათვის ჯობს.
14 საათი – ენერგიის მრუდი დაბლა ეშვება. ეს ყველაზე დაბალი წერტილია 24 საათიან ციკლში. რეაქციები შენელებულია.
15 საათი – კვლავ იგრძნობა გაუმჯობესება. გრძნობათა ორგანოების გამძაფრება ზღვრამდეა მისული. განსაკუთრებით – ყნოსვა და გემო. გურმანები ამ დროს ამჯობინებენ სადილს.
16 საათი – შეგიძლიათ ძლიერი ტკივილის გადატანა. ამიტომ ეს ყველაზე ოპტიმალური დროა სტომატოლოგთან წასასვლელად. 16 საათზე სისხლში შაქრის დონე მატულობს. ზოგიერთი ექიმი ამ დროს სადილობის შემდეგ დიაბეტს უწოდებს, მაგრამ ნორმიდან ასეთი გადახრა არ მიგვანიშნებს რაიმე დაავადებაზე.
17 საათი – ამ დროს კუნთები არნახულად არის დაბერილი, შრომის უნარი კვლავ მაღალია. ამ პერიოდში სპორტსმენები გაორმაგებული ენერგიით ვარჯიშობენ.
18 საათი – განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს საჭესთან. ამ დროს ყოველ ნაბიჯზე, უფრო სწორად ყოველ კილომეტრზეა მოსალოდნელი ავტოავარია. 18 საათზე ადამიანებს უქვეითდებათ ფიზიკური ტკივილის შეგრძნება, მატულობს მოძრაობის სურვილი, ფსიქიკური სიმხნევე თანდათან მცირდება.
19 საათი – თქვენი ტვინი მზად არის ყველაზე მოულოდნელი სიტუაციებიდან გამოსვლის საპოვნელად. ამ დროს სისხლის წნევა მაღლდება, ფსიქიკური სტაბილურობა ნულთან დგას. აგზნებულები ვართ, შეიძლება წვრილმანების გამოც კი წავეჩხუბოთ ვინმეს. ცუდი დროა ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის, იწყება თავის ტკივილი.
20 საათი – დღე დასასრულს უახლოვდება. თქვენ მოდუნებული, მშვიდი და დაღლილი ხართ, ამიტომ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, თუ თავს ლუდის დალევისა და ნაცნობებთან შეხმიანების უფლებას მისცემთ. ამ დროს თქვენი წონა მაქსიმუმს აღწევს. რეაქციები გასაოცრად სწრაფია.
21 საათი – საჭმლის მომნელებელი ორგანოები გადაღლილია, ნუ გააღიზიანებთ მათ განსაკუთრებით უხვი საკვებით.
22 საათი – 22 საათზე სისხლი გადატვირთულია წითელი ბურთულაკებით. ლეიკოციტები 1 კუბურ სანტიმეტრში 5-8 ათასის ნაცვლად 12 ათასს აღწევს. სხეულის ტემპერატურა მცირდება.
23 საათი – ამ დროს თავი საფუძვლიანად ”ლაყლაყდება”. ამიტომ ნუ ეცდებით რაიმე ჭკვიანურით მის გამოვსებას. დილამდე მაინც დაგიცარიელდებათ. ჩვენი სხეული უკვე ემზადება მოსვენებისათვის, აგრძელებს მუშაობას უჯრედთა აღსადგენად.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0