ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ის პერიოდი, როდესაც სახლს არემონტებს, ცვლის ინტერიერს, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი.
ინტერიერის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ იქ მაცხოვრებლების გემოვნება, ცხოვრების წესი, ხასიათი, გატაცება, პროფესია, ასევე ფართი, ბინის ადგილმდებარეობა და მისი ასაკი, მაგრამ ყველაზე მთავარია ადამიანმა თავი იგრძნოს მყუდროდ.
არ ღირს გაეკიდოთ მოდას და ყველაფერი იმის მიხედვით გააკეთოთ თუ რა არის აქტუალური იმ მომენტში. მოდა ყოველთვის იცვლება, ბინის დიზაინი კი დიდხანს რჩება უცვლელი, ამიტომ ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ ცხოვრება, გაითვალისწინოთ ყველა რეალური ფაქტი, მაგალითად თუ ბინაში ცხოვრობს ბევრი ადამიანი არასასურველია მინიმალისტური სტილი. სახლში, სადაც არის პატარა ბავშვი, არ შეიძლება დადგა შუშის ავეჯი, დეკორაციისთვის გამოიყენო მახვილი კუთხის მქონე მეტალის ელემენტები ან საგნები. თუ გყავთ შინაური ცხოველები, რბილი ავეჯი არ უნდა იყოს ნათელი ფერის, ამ შემთხვევაში ასევე არასასურველია ხალიჩები. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რადგან ინტერიერი პირველ რიგში პრაქტიკულობიდან გამომდინახე უნდა აირჩიოთ.
დაფიქრდით, რომელი ფერები მოგწონთ ყველაზე მეტად, რომელი სტილია თქვენთვის ყველაზე მომხიბლავი, გადაათვალიერეთ ჟურნალები დიზაინზე, ნახეთ, როგორ აქვთ გაფორმებული ოთახები თქვენს ნაცნობებს. საკმარისია თითოეულ მეგობარსა თუ ნათესავთან ინტერიერის მხოლოდ ერთი დეტალი მოგეწონოთ, რადგან ამ ყველაფრის გაერთიანებით ისეთ ბინას მიიღებთ, რომელშიც ყოველი კუთხე სიამოვნებას მოგგვრით. ინტერიერი არის პირადი სამყარო, ამიტომ უნდა მოაწყოთ ისე, რომ რაც შეიძლება მყუდრო გარემო შეიქმნას.
თუ თქვენი გემოვნებით ინტერიერის შერჩევა გიჭირთ, ანუ არ იცით, მაგალითად, ოთახში სადა შპალერი აჯობებს, თუ ორნამენტებით გაფორმებული, მუქი იატაკი გირჩევნიათ, თუ ღია და ა.შ. მაშინ ეცადეთ ორიენტირება გააკეთოთ თქვენს ხასიათზე. მეოჯახე და წყნარ ადამიანებს უყვართ ქანთრის სტილი, აქტიურები და სპორტულები გოთურ ბინაში ცხოვრებას ამჯობინებენ, ჩაკეტილი ადამიანები კი უპირატესობას ანიჭებენ მინიმალისტურ სტილს. უმეტეს შემთხვევაში მომგებიანია კლასიკური სტილი.
ყურადღება მიაქციეთ ბინის ასაკსა და მდებარეობას. ძველი და მაღალჭერიანი ბინებისთვის თანამედროვე ინტერიერი არ არის შესაფერისი. თუ ოთახს ფანჯრები აქვს ჩრდილოეთით, არასასურველია დიზაინში მკვეთრი ფერების გამოყენება. პატარა ოთახებისთვის შესაფერისია იაპონური სტილი, დაბალი ავეჯით.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0