ალბერ კამიუ - უცხო » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

ალბერ კამიუ - უცხო

გააზიარეთ:

 

მას უნდა ეთქვა სამძიმარი. ალბათ, ზეგ მეტყვის, შავებში რომ მნახავს. დღეს რაში მეტყობა, დედა მომკვდომოდეს.


სელესტმა მითხრა: ,,დედა ერთი ჰყავს ადამიანს”.


ათეისტი არ ყოფილა დედაჩემი, მარამ არც მორწმუნე იყო.


- დიდი ხანია აქ მუშაობთ?
- ხუთი წელია. - ხელადვე მომაგება, თითქოს სულ ამ შეკითხვას ელოდაო,

ვეღარ გავიგე - მე მესალმებოდნენ თუ სიბერისაგან უყანყალებდათ თავი.

- მოხუცი იყო?
- არც ისე. - ასე იმიტომ ვუპასუხე, რომ ზუსტად არ ვიცოდი დედაჩემის წლოვანება.

შავი ყელსახვევი რომ დამინახა, მკითხა, მგლოვიარედ ხომ არა ხარო. ვუთხარი, დედა გარდამეცვალა-მეთქი. ისევ შემეკითხა, როდისო, და მეც ვუპასუხე - ,,გუშინ დავასაფლავე”. მარი შეცბა, თუმცა, აღარაფერი უკითხავს. მინდოდა მეთქვა, ჩემი ბრალი არ არის-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე: იმიტომ რომ, გამეორება გამომივიდოდა. უფროსთანაც ხომ გავიმართლე თავი.თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ასეა თუ ისე, ყოველთვის რაღაცაში დამნაშავე გამოდიხარ.

რადგან ორივენი (ესპანური ჯიშის მეძებარი) ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, მოხუცი სალამანი, ბოლოს და ბოლოს, მას დაემგვანა.ისინი ერთი ჯიშისანი არიან. მიუხედავად ამისა, ერთმანეთი სძულთ.

ჩემთან ხშირად შემოდის და მელაპარაკება, ალბათ იმიტომ, რომ ვუსმენ.

მკითხა, მსურდა თუ არა ცხოვრების შეცვლა. ვუპასუხე, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.

სტუდენტობისას რაღაც რწმენა მქონდა, როცა სწავლა მივატოვე, ძალიან ჩქარა მივხვდი, რომ ყოველივე ამას არავითარი რეალური მნიშვნელობა არ აქვს.

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მარიმ წაიბუტბუტა, საძაგელი ადამიანი ხარ და სწორედ ამიტომ მიყვარხარო. მერე დასძინა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სწორედ ამის გამო შემძულდეო.

სალამანო ცოლთან ბედნიერი არ ყოფილა, მაგრამ ბოლოს მიეჩვია.

მოხუცის აზრით ძაღლის ავადმყოფობა სიბერე იყო და სიბერე განუკურნავია.

კიდევ ოთხჯერ ვესროლე.ეს ის ოთხი მოკლე გასროლა იყო, რომლითაც მე უბედურების კარზე ვაკაკუნებდი.

ყველა საღ ადამიანს, ასე თუ ისე თავის მახლობელთა სიკვდილი უნატრია.

მსურდა გამეგებინებინა დამცველისთვის, რომ მე სხვებისგან არაფრით განვსხვავდებოდი და ისეთი ვიყავი, როგორიც ყველა.

გამომძიებელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ქვეყნად არ არის დამნაშავე, რომელსაც ღმერთი არ აპატიებს. ოღონდ კაცმა უნდა მოინანიოს და მისი ბავშვივით სუფთა სული მზად იქნება ყველაფრის მისაღებად.

ყველა ადამიანს სწამს ღმერთი, მათაც, ვინც ღმერთს ზურგი შეაქცია.

,,დღეისთვის კმარა, ბატონო ანტიქრისტე”.

პატიმრობის პირველ დღეებში ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანი ის იყო, რომ მე ჯერ კიდევ თავისუფალი ადამიანის ფიქრები მქონდა.

ქალებზე პირველად უფროსმა ზედამხედველმა დამიწყო ლაპარაკი. სხვებსაც ყველაზე მეტად ეს აწუხებთო. ვუთხარი, მეც არაფრით განვსხვავდები დანარჩენებისგან და ასეთი შეზღუდვა უსამართლობაა-მეთქი. მიპასუხა: - სწორედ ეს არის დასჯა, თავისუფლების წართმევა.

ადამიანს ერთი დღის მოგონებებით შეუძლია ციხეში ასი წელი გაატაროს.

ადამიანმა არასდროს არ უნდა ითამაშოს.

წაკითხული მქონდა, რომ ციხეში ადამიანს დროის ცნება ეკარგება. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავდა. დღეების ხანგრძლივობას მე ვერ ვგრძნობდი, ისინი ჩემთვის არც იწყებოდნენ და არც მთავრდებოდნენ, ასე დაუსრულებდლად გადადიოდნენ ერთმანთში და სახელებს კარგავდნენ. აზრი ჩემთვის ორად ორ სიტყვას შერჩა: გუშინ და ხვალ.

ადამიანის ყურადღების მიპყრობა ადვილია, მაგრამ ეს ინტერესი დიდხანს არ გრძელდება.

ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ ჭკვიანად მთვლიდნენ, მაგრამ არ მესმოდა, თუ როგორ უნდა ქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანის თვისებები დამნაშავის გამანადგურებელ ბრალდებად.

როცა საქმე სასამართლოს ეხება, სიბრალულის გრძნობამ, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა შემწყნარებლობისა, ადგილი უნდა დაუთმოს სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას, რომელიც უფრო ძნელი გამოსახატავია და მაღლაც დგას.

მე უკვე სამუდამოდ მქენჯნიდა სინდისი და ეს ყველაზე უეჭველი სასჯელი იყო.

თავს ვკიცხავდი, რომ აქამდე საკმაო ყურადღებას არ ვაქცევდი სიკვდილით დასჯის შემთხვევებს. ადამიანს ყოველთვის უნდა აინტერესებდეს ეს საკითხი.

გილიოტინის ნაკლი ის არის, რომ გადარჩენის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, აბსოლუტურად არავითარი.

დიდხანს მჯეროდა, რომ გილიოტინამდე მოსასვლელად ეშაფოთზე საფეხურებით უნდა ავსულიყავი, ალბათ იმიტომ, რომ ასე ხდებოდა 1789 წლის რევოლუციის დროს.

არ შემეძლო წარმოდგენა, რომ როდესმე შეჩერდებოდა გულისცემა, რომელიც მუდამ თან მდევდა.

როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო.

ადამიანი მთლად უბედური არასოდეს არის.

ცხოვრება არ ღირს იმად, რომ იწვალო. სიკვდილი სიკვდილია, ოცდაათი წლის ასაკშიც და ხანდაზმულობის დროსაც. სიცოცხლე მაინც დარჩება სხვების სახით, და ასე იქნება მუდამ.

მღვდლის აზრით, კაცთა სამართალი, ღმერთის სამართალთან შედარებით არაფერი იყო.

მამაოს ტყუილად სჯეროდა, რომ ცოცხლობდა. ის ისე ცხოვრობდა, როგორც მკვდარი.

თავი მარტო რომ არ მეგრძნო, ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი