ალექსანდრე შეპსი – “ექსტრასენსების ბრძოლის” ერთ-ერთი გამარჯვებული ასახელებს ჩვევების იმ სიას, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს გამდიდრებაში.
ცუდი ჩვევები:
1. დაჩივლების ჩვევა
ეს ყველაზე საშინელი ჩვევაა, რასაც ყველა ჩვენგანი სცოდავს. თუ მუდმივად იმას ვჩივით, რომ არ გვყოფნის ფული, რომ ჩვენი ცხოვრება უიღბლოა, მაშინ ჩვენს ცნობიერებაში სწორედ ასეთი ხატები იბადებიან. ჩვენ თავად განვაწყობთ საკუთარ თავს სიღატაკისთვის და უბედურებისათვის. დიდი ხანია ცნობილია, რომ აზრი მატერიალურია. თუ ჩვენ ვინმეს გავუმხელთ, რომ ჩვენი ცხოვრება საშინელებაა, ის ასეთად დარჩება. რაც უფრო მეტს უჩივის კაცი ცხოვრებას, მით უფრო უარესდება იგი. შეპსის სიტყვებით ფული არასდროს არ მიუვათ წუწუნა ხალხს.
2. ყველაფრისა და ერთბაშად მოსურვების ჩვევა
ალბათ ყველას დაუსვამს კითხვა: “როგორ გავმდიდრდე სწრაფად?”. ჰოდა, მდიდარი რომ გახდეთ, საჭიროა ძალისხმევის გამოვლენა და არც თუ მცირე დროის დახარჯვა. ვერ მიიღებ ყველაფერს და ერთბაშად, და არაფერი არ მოდის იოლად და მარტივად. გამდიდრებას შესძლებს მხოლოდ ის, ვისაც არ ეშინია მუშაობის, რისკის და შეცდომის.
3. მოძულებულ სამუშაოზე ყოფნის ჩვევა
ექსტრასენსი ამტკიცებს, რომ ვერ მიიღწევა წარმატება იმ სამუშაოზე, რომელსაც არ მოაქვს სიხარული და სიამოვნება. ცხოვრებაში ფული მოსაზიდად იმით უნდა დასაქმნდეთ, რაც გაინტერესებთ.
4. შეხარბების (შეშურების) ჩვევა
შურს ჯერ არავისთვის არ მოუტანია სიმდიდრე. ეს გრძნობა ადამიანს შიგნიდან ღრღნის, იწვევს დაავადებებს და მარტოობას. სხვისი წარმატებების მიმართ დახარბება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი გეგმების რეალიზაციაზე აღარც კი ფიქრობს და თავის თავს ხელს უშლის.
5. დაზოგვის ჩვევა
ოჯახში სასურველი ფუფუნების მისაღწევად აუცილებელია დაივიწყოთ ეკონომია ჯანმრთელობაზე, ბავშვებზე და განათლებაზე. ამაზე ეკონომია არ შეიძლება! ასევე არა ღირს ყოველივე იაფის ყიდვა. თუ ყოველ კაპიკს დაჰკანკალებთ, მაშინ ვერასდროს ვერ გამდიდრდებით. არავინ არ საუბრობს მთელი ფულის გაფლანგვაზე. უბრალოდ საუბარია ზოგჯერ ძვირფას და სასურველ ნივთებზე ფულის გაღებაზე.
6. დროის კარგვის ჩვევა
საჭიროა საკუთარი დროის მართებული განკარგვა. ფული არ მიდის იმასთან, ვინც უმიზნოდ ხარჯავს თავის ცხოვრებას. შეპსი გვირჩევს არ დავკარგოთ ფუჭად დრო და ახლავე მოვახდინოთ საკუთარი იდეების რეალიზაცია.
7. ლოდინის ჩვევა
არ არის საჭირო დაელოთ სასურველი მომენტის დადგომას მაშინ, როცა ვარსკვლავები გადაკვეთავენ ერთმანეთს. ასეთი იდეალური მომენტი არ დადგება. თუ გინდათ გამდიდრება, მაშინ ახლავე დაიწყეთ თქვენი ცხოვრებისეული გეგმების ხორცშესხმა.
სწორედ ეს მავნებლური ჩვევები წარმოადგენენ იმ ნავსაყუდელს, რომელიც ადამიანს არ აძლევს გამდიდრების და წარმატების მიღწევის საშუალებას. ალექსანდრე შეპსი გვარწმუნებს, რომ ისინი წარმოადგენენ ადამიანთა უბედურების და სიღატაკის მიზეზებს. მათგან უნდა დავიხსნათ თავი, გარდავქმნათ საკუთარი ცნობიერება, საკუთარი აზრები და მაშინ ფულის ნაკადებიც გაიხსნებიან და ფული მოვა.
თუ მოგეწონათ ეს სასარგებლო რჩევები, გაუზიარეთ მეგობრებს!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0