სტატისტიკა აჩვენებს რომ საგზაო შემთხვევა (ავარია) შეიძლება გამოწვეული იყოს შემდგომი მიზეზებით: ალკოჰოლის ზემოქმედება, თავზეხელაღებულობა (სიჩქარის გადაჭარბება), უყურადღებობა (გამოუცდელობა), სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა და ბოლოს “ჩამეძინა საჭესთან”. მე არ დავიწყებ პირველი ოთხი პუნქტის აღწერას, ისედაც ყველაფერი გასაგებია. აი გავჩერდეთ ბოლო პუნქტზე “ჩამეძინა საჭესთან” და შევეცადოთ ავღწეროთ ყველა მიზეზი.
დაღლილობა. ეს ერთ-ერთი ხშირი და გავრცელებული მიზეზია. დაღლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს, როდესაც იმყოფებით საჭესთან დიდი ხნის განმავლობაში, განურჩევლად პროფესიონალი თუ მოყვარული მძღოლი ხართ. ან იგივე როდესაც ბრუნდებით ღამის სამსახურიდან (ღამე გათენებული). როგორ დავაღწიოთ ამ სიტუაციას? თუ მგზავრობთი დიდი ხნის განმავლობაში, შეეცადეთ პერიოდულად შეისვენოთ 2 საათსი ერთხელ, ჩამოიბანოთ სახე ცივი წყლით და მიირთვათ ყავა ან ჩაი. ასევე შეგიძლიან გააკეთოთ პატარა ვარჯიში ბუქნების ან ხელების მოძრაობის სახით, რათა აამოძრავოთ სისხლი სხეულში. ზოგი თავს აღწევს ენერგეტილული სასმელების სმით, რასაც მე არ გირჩევდით, იგი ტვირთავს გულს და იწვევს მიჩვევას.
ალკოჰოლო. კატეგორიულად არ შეიძლება საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა! ამაზეც უკვე შეგვიძლია გავჩერდეთ, მაგრამ დავამატებ ერთს. იგივე დაშვებული ნორმის 0.35 პრომილი ალკოჰოლის და 0.16 მილიგრამი ლიტრზე ეთილენის სპირტით გამოშვებული ჰაერი ავტომობილის სივრცეში შეიძლება გახდეს წათვლიმვის მიზეზი. არც დავაკომენტარებ, ნასვამი საჭესთან უკვე დამნაშავეა!
მგზავრობა კარგად გამძღარზე :) როდესაც ადამიანის კუჭში იმყოვება საკმაოთ ბევრი საკვები, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს სისხლის გამოდენა ტვინიდან, რაც იწვევს პირდაპირ პროპორციულად ძილს. აბა გაიხსენეთ, სადილის შემდგომ როგორ გვსურს ხოლმე პატარა წაძინება, ეს კარგია მაგრამ არა საჭესთან. არ გირჩევთ კარგად ნაჭამი დაუჯდეთ საჭეს.
მედიკამენტი. თუ თქვენ უეცრად ავად გახდით და გესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. გირჩევთ არ მიიღოთ რაიმე წამალი მისი ანოტაციის და გამომწვევი მიზეზების წაუკითხავად. აი ერთხელ მე მომიწია ალერგიის საწინააღმდეგო აბის მიღება, და ზუსტად მას ჰქონდა ძილის გამომწვევი ეფექტი. რა თქმა უნდა მგზავრობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, მაგრამ დამიჭერეთ მთლად არ ვგრდძნობდი თავს კომფორტულად, საჭესთან ეგეთ მდგომარეობაში.
მგზავრობა ღამით უდროო დროს. ჩვენი ორგანიზმია ისეე განწყობილი, რომ ჩვენ დღისით ფხიზლად ვმუშაობთ და ღამით ვისვენებთ. მაგრამ ესეც დამოკიდებულაი ადამიანის ორგანიზმზე, ზოგი “ბუაა” :) ზოგი კი “ტოროლაა”. უბრალოდ უნდა მოვერგოთ საკუთარ ბიოლოგიურ საათს. მე მაგალითად თავს ვარიდებ ღამით მგზავრობას, მირჩევნია დილით ადრე ავდგე და გზაში განთიადს შევხვდე.
ესეც ასე, ესაა ის პატრა მიზეზთა ჩამონათვალია, რაც იწვევს საჭესთან ძილს. ამას ასევე შეგვიძლია დავამატოთ ავტომობილის კლიმატკონტროლი, რა თქმა უნდა სითბო განაწყობს ძილისკენ და წყნარი მუსიკაც. აქ შეიმიძლია გირჩიოთ რომ სალონის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს +22 გრადუსს ცელსიუსზე და მუსიკა შეცვალეთ რაიმე ტემპერამენტულზე და რითმულზე, საერთოდ უკეთესი იქნება თუ თქვენ თვითონაც იმღერებთ :)
მონოტონური გზა – მითუმეთეს როდესაც გზის მარშრუტი უკვე ცნობილია, იგი ყურადღებას გაფანტინებთ და უნებლიე გაწყნარებთ. აი გირჩევდით აიყვანოთ ვინმე თანამემგზავრე, ვინც ილაპარაკებს, იმღერებს და არ მოქცემთ ყურადღების გაფანტვის საშუალებას. ალბათ ესაა ყველასე მთავარი რჩევაა :) და ამაზედ დავასრულოთ.
კეთილი მგზავრობა!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0