“დღეიდან აღარ ვეწევით” » www.idealuri.ge
თვითგანვითარება

“დღეიდან აღარ ვეწევით”

გააზიარეთ:

 

გააცნობიერეთ, რომ იძულებით დაიწყეთ მოწევა, თქვენ არ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება, ვიღაც სხვამ მიიღო თქვენს ნაცვლად. არცერთი ნორმალური ადამიანი არ გადაწყვეტს, რომ გამუდმებით და ძალდატანების გარეშე იღებდეს შხამს. თქვენ უბრალოდ გონება აგირიეს, რომ მოწევა აუცილებელია და ამას სხვებიც აკეთებენ, ეს სხვები კი თქვენი ახლობლებიც კი შეიძლება იყვნენ. ასევე პატარა როლი არც სიგარეტის რეკლამებს არ უთამაშიათ.

გააცნობიერეთ რომ თქვენ არაფერს არ კარგავთ სიგარეტისთვის თავის დანებებით, უმრავლესობა სიგარეტს, სწორედ იმის გამო ვერ ანებებს თავს, რომ ჰგონიათ ეს მათ ეხმარებათ, თუნდაც რაიმე საქმის უკეთ გაკეთებაში ანდაც უბრალოდ დასვენებაში და მოდუნებაში.

თუ თქვენ გააცნობიერებთ რომ სიგარეტი, სრულიად არაფერიში არ გეხმარებათ და ეს უბრალოდ ილუზიაა და მეტი არაფერი, ასეთ შემთხვევაში მერწმუნეთ, ბევრად მარტივად დაანებებთ თავს. იქნებ სულაც ფიქრობთ რომ სასიამოვნო გემო აქვს? მაშინ გაიხსენეთ თქვენი პირველი სიგარეტი, განა ის სასიამოვნოდ გეჩვენებოდათ? არა, პირიქით, უბრალოდ თქვენ ორგანიზმი მიაჩვით და ვეღარ გრძნობთ, თორემ მას დღესაც ისეთი საშინელი გემო აქვს როგორც მაშინ.

მოწიეთ თქვენი ბოლო ღერი, ოღონდ ისე რომ გააცნობიეროთ, რომ ის ნამდვილად ბოლოა. შეიგძენით მისი ნამდვილი გემო და შეამჩნევთ, რომ ის ნამდვილად საშინლად უგემურია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, საერთოდ რატომ ეწევით? რა საჭიროა? ჩაუღრმავდით ამ კითხვას და მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ სიგარეტს თქვენთვის კარგი არასდროს არ მოუტანია და არც არასდროს არ მოგიტანთ.

ბოლო ღერის მოწევის წინ დადეთ პირობა, რომ არასდროს აღარ გაეკარებით და არც რაიმე მსგავს იპოვნით მის შესაცვლელად. ყოველთვის როცა გაგახსენდებათ და იფიქრებთ, რომ სიამოვნებით მოწევდით, მაშინვე საკუთარ თავს უთხარით – მე არ ვარ მწეველი და ეს მე არ მჭირდება!

მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არასდროს არ შეგშურდებათ იმ ხალხის ვინც ეწევა, პირიქით შეიცოდებთ კიდეც, რადგან მართლაც იმსახურებენ სიბრალულს, ისინი ხომ დამოკიდებულნი არიან და თანაც შხამზე! თქვენ კი თავისუფალი ადამიანი ხართ. თავისუფლება კი არის ის რისკენაც ადამიანი გამუდმებით მიილტვის, ამიტომ დაეხმარეთ ისევ და ისევ საკუთარ თავს და იყავით თავისუფალი!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი