დუკანის დიეტა » www.idealuri.ge
სპორტი და ფიტნესი

დუკანის დიეტა

გააზიარეთ:

 

დუკანის დიეტა პიერ დუკანს ეკუთვნის. 23 წლის ასაკში პიერ დუკანი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი ექიმი გახდა. ადრეულ კარიერაში მას ერთ-ერთმა პაციენტმა სთხოვა წონაში დაკლებაში დახმარებოდა, ისე რომ დიეტიდან ხორცი არ ამოეღო. დუკანისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, შედეგად მან პაციენტს 5 დღეში 5 კილო დააკლებინა. გენიალური დიეტის იდეა მაშინ დაიბადა.

დუკანის დიეტა პიერ დუკანის 40 წლიან გამოცდილებასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწა. მან ჩამოაყალიბა წონაში კლების იდეალური ფორმულა, რომელიც 4 ფაზისგან შედგება, მათგან ორი წონაში კლებისთვისაა, ორი კი სტაბილიზაციისა და იმ წონის შენარჩუნებისთვის, რა წონამდეც დაიკლებთ. ამისთვის მან გამოყო 100 დაშვებული პროდუქტი, რომლების ჭამაც შეგიძლიათ ულიმიტოდ დიეტის მსვლელობისას. დუკანის დიეტა ამის შედეგად აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიეტა წონაში კლებისა და მისი შენარჩუნებისთვის.

idealuri.Ge წარმოგიდგენთ დუკანის დიეტის ყველაზე სრულყოფილ ინფორმაციას. ამ გვერდზე მოცემულია თითოეული ფაზის არსი და ინსტრუქცია მოკლედ, ცალკ-ცალკე ფაზებზე და პროდუქტზე ინფორმაციისთვის კი დამატებითი გვერდებია შექმნილი, რომლებსაც თითოეული ფაზის ქვეშ, საიტის მენიუსა და ამ გვერდის ბოლოში მარტივად იპოვნით.

 

შეტევის ფაზა:

წონაში სწრაფი კლება

68 პროტეინით (ცილით) სავსე საკვები წონის კლების მაქსიმიზაციისთვის

 

კრუიზის ფაზა:

თანდათანობით თქვენ იდეალურ წონაზე ჩამოსვლა

ამ ფაზაში ერთმანეთს ანაცვლებთ ბუნებრივი პროტეინისა და პროტეინისა და ბოსტნეულის დღეებს, სწორედ ამ ფაზაში ხდება 28 რეკომენდირებული ბოსტნეულის დამატება დიეტისთვის

განმტკიცების ფაზა:

ამ ფაზაში ორგანიზმს ასწავლით თუ როგორ არ უნდა მოიმატოს უკან დაკლებული კილოგრამები.

ამ დროს ნელ-ნელა დიეტას უმატებთ მაღალკალორიულ პროდუქტებს. ყოველი კვირის განმავლობაში ამატებთ ერთ დღეს, როცა იღებთ ბუნებრივ პროტეინებს, რაც ეხმარება თქვენ ორგანიზმს მაღალკალორიული პროდუქტების გადამუშავების მიჩვევაში. განმტკიცების ფაზა შედგება 100 დაშებული პროდუქტისგან (პროტეინები და ბოსტნეული), რასაც შეგიძლიათ დაუმატოთ 1 პორცია ცხვრის ხორცი. ამ ფაზაში უკვე არ ხართ შეზღუდული უცხიმო ხორცზე, შეგიძლიათ მიირთვათ ჩველულებრივად მომზადებული ხორცი.

განმტკიცების ფაზაში ეტაპობრივად უმატებთ ამ პროდუქტებს:

ახალი პროდუქტი განმტკიცების პირველ ნახევარში ახალი პროდუქტი განმტკიცების მეორე ნახევარში
ხილის 1 პორცია დღეში* ხილის 2 პორცია დღეში*
2 ნაჭერი პური დღეში 2 ნაჭერი პური დღეში
40გრ ყველი დღეში 40გრ ყველი დღეში
1 x 220გრ სახამებლის შემცველი საკვები კვირაში 2 x 220გრ სახამებლის შემცველი საკვები კვირაში
1 განსაკუთრებული საკვები კვირაში** 2 განსაკუთრებული საკვების კვირაში**

*გარდა ბანანის, ყურძნის, ლეღვისა და ალუბლის
**განსაკუთრებული საკვები = საკვების თავისუფალი არჩევანი: სტარტერები, ღვინო და სხვა სასმელი, ჩვეული საკვები ან დესერტი. დაიცავით საზღვარი.


სტაბილიზაციის ფაზა:

ამ ფაზაში უკვე შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც გნებავთ. მხოლოდ ეს სამი წესი უნდა დაიცვათ:

  • ბუნებრივი პროტეინების ხუთშაბათები: ბუნებრივი პროტეინებისთვის გამოყოფილი ერთი დღე კვირაში
  • 20 წუთი სიარული ყოველდღე
  • 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო ყოველდღე

მიეჩვიეთ თავისუფლად, მაგრამ კონტროლირებად კვებას. თუ საკვებს ირჩევთ 100 დაშვებული პროდუქტიდან, არ გჭირდებათ თითოეული საკვების გრამებზე ფიქრი. დუკანის დიეტა სწორედ ამ 100 პროდუქტზეა დამყარებული, რომლების ჭამაც ულიმიტოდ შეგიძლიათ: 72 ბუნებრივი პროტეინი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, ცილოვანი ბოსტნეული, უცხიმო რძის პროდუქტი და 28 ბოსტნეული.

არ უნდა დაგვავიწყდეს დუკანის დიეტის მთავარი საკვები – შვრიის ქატო

 

ვარჯიში დუკანის დიეტის აუცილებელი ნაწილია.

ფიზიკური აქტივობა დუკანის დიეტია ოთხივე ფაზაში შეგხვდებათ. მინიმუმი რაც დაშვებულია ყოველდღე სიარულია, მაგრამ ჯობს ის აქტივობა აირჩიოთ, რომელიც უფრო მეტად მოგწონთ და გსიამოვნებთ: აერობიკა, ველოსიპედი, ცურვა, ცეკვა, ფიტნესი და ა.შ. მთავარია იყოთ აქტიურები ყოველდღიურად.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Hande Erçel made a surprise confession and announced her special bond with Yasemin Özilhan! The post Hande Erçel made a surprise confession and announced her special bond with Yasemin Özilhan! ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • The post Haaland In Marathon | ჰალანდი მარათონზე 🔥 #shorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი