როგორია დაკრედიტების პრინციპები? » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

როგორია დაკრედიტების პრინციპები?

გააზიარეთ:

საკითხს დაკრედიტების პრინციპების შესახებ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ხოლო თეორიულად საკმაოდ რთულია. ეკონომისტების უმრავლესობა აღიარებს დაკრედიტების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: დაბრუნებითობა, ვადიანობა, მიზნობრიობა, უზრუნველყოფა, ანაზღაურებადობა.

დაბრუნებითობის პრინციპი ითვალისწინებს კრედიტორსა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო გარიგების შესაბამისად კრედიტის დაბრუნების აუცილებლობას იმ ვადაში, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. იმის გამო, რომ კრედიტორი –გამსესხებელი გასესხებულ თანხაზე საკუთრების უფლებებს ინარჩუნებს, ხოლო მსესხებელს ეძლევა სესხის დროებით გამოყენების უფლება, არ შეიძლება კრედიტორსა და მსესხებელს გარიგება უვადო იყოს. გარიგების ხელშეკრულებაში სესხის სარგებლის ვადა რეგლამენტირებულია, რომლის გასვლის შემდეგ კრედიტის მთელი თანხა სარგებელთან ერთად უბრუნდება კრედიტორს.

ვადიანობის პრინციპი უზრუნველყოფს გასესხებული სახსრების თავისდროულად დაბრუნებას. ის მოწოდებულია განსაზღვროს, როგორც კრედიტის გამოყენების დროითი საზღვრები, ასევე მისი დაბრუნების კონკრეტული ვადები. ვადიანობის პრინციპი მიმართულია საგადასახდელო დისციპლინის განმტკიცებისაკენ.

მიზნობრიობის პრინციპი გულისხმობს კრედიტის გაცემას და გამოყენებას წინასწარ დადგენილი მიზნობრივი დანიშნულებით, კრედიტის გამოყენებისას მიზნობრიობის დარღვევა მაღალი საკრედიტო რისკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

უზრუნველყოფის პრინციპი ასრულებს განსაკუთრებულ როლს საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში, რადგან ის არამარტო იმყოფება მჭიდრო ურთიერთკავშირში სხვა პრინციპებთან, არამედ თამაშობს მათ მიმართ განსაზღვრულ როლს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გაცემული კრედიტი როდია დაკავშირებული უშუალოდ

მატერიალურ უზრუნველყოფასთან. ამ შემთხვევაში კრედიტის დაბრუნეობითობის უზრუნველყოფის მთავარი პირობაა საწარმოოს ფინანსური მდგომარეობა, მისი კრედიტუნარიანობა. ანაზღაურებადობის (ფასიანობის) პრინციპი გულისხმობს კრედიტის სარგებლობისათვის სათანადო საზღაურის, სესხის სარგებელს. სესხის სარგებელი (პროცენტი) მოგების ნაწილია, რომელსაც მსესხებელი უხდის კრედიტორს – სასესხო კაპიტალის მესაკუთრეს. სესხის სარგებლის სიდიდე დამოკიდებულია კრედიტის მოთხოვნასა და მიწოდების შორის თანაფარდობაზე. სწორედ ამის გამო სარგებლის ნორმა ცვალებადი სიდიდეა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი