ჩანჩურას კარგად ახსოვს, რომ ერთხელ იმანაც იპოვნა ქუჩაში ასეთი თეთრი, მრგვალი ნაჭერი, მაგრამ მეპურე სიმონამ წაართვა და სამაგიეროდ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მისცა.
ოჰ, ის თეთრი პური! მას აქეთ ჩანჩრას მისი გემო არ უნახავს.
ჩანჩურა ყოველთვის შუა ქუჩაზე დადის.ამის გამო მეეტლეებისა და მედროგეებისაგან ყოველდღე მრავალი შოლტი ჰხვდება,მაგრამ ამას ჩანჩურა ყრადღებას არ აქცევს,რადგან,ალბათ,მას შოლტიც ისევე ესაჭიროება,როგორც ყასაბის მუშტები,პატარა ბიჭების სილები,პეტროვის მათრახი,მურას კბილები და არტუშას ათასნაირი ოინები.
-ზოგჯერ არტუშა ჩანჩურას გრძელ კანაფს გამოაბავს ყელზე,ბაზარში დაჰყავს,ტაშს უკრავს და მღერის:
-ჰაი მაიმუნ,მაიმუნ!ოინ მაიმუნ!
ჩანჩურაც თამაშობს:ორივე ხელს მაგლა იშვერს და,და ერთ ადგილას ტრიალებს,პატარა ფეხებს აქეთ-იქით იქნევს და განუწყვეტლივ იღიმება.
ჩანჩურას მტრების გარდა მეგობრებიცა ჰყავს.აი,მაგალითად,მეპურე სიმონა ჩანჩურას მეგობარი რომ არ ყოფილიყო,განა თავის თბილ სათონეში ყოველ ღამე დასაძინებელ ადგილს მისცემდა?განა დღეში რამდენჯერმე თბილ წყალს დაალევინებად და ქვასავით გამხამარ პურს აჭმევდა?
ჩანჩურას კარგად ახსოვს ის დრო,როცა სიმონა ერთი დაგლეჯილი ტომარა აიღო,თავისა და ხელების ამოსაყოფად ორივე კუთხე და შუა გული ამოუჭრა,შიგ ჩანჩურა ჩასვა და ახალი ტანისამოსი ბაზარში გაისტუმრა. მართალია,ჩანჩურასაგან ნაშოვნი ხორცის უმეტეს წილს სიმონა სჭამს,მაგრამ სად ათიოდე ფილტვის ნაჭერი და სად ფიცრულსათონეში ღამის გათევება!
-ლაზარე ჩიჩილაშვილი!-დაიძახა შუა ეზოში გამოსულმა ზედამხედველმა.
აივნზე გადმომდგარმა ტუსაღებმა ეს სახელი იმავე წუთს მოიტაცეს და საკნით-საკნამდე გადაისრილეს:
-ჩიკილაშვილი!-ჰყვიროდა ერთი.
-კირიკაშვილი!-გაჰკიოდა მეორე.
-ნიკილაშვილი!-რომელია დიკილაშვილი?-დაეძებდა მესამე.
ბიკილაშვილი!.. სად არის ტიკილაშვილი?.. რომელი ხარ ქიტილაშვილი?-გაიძახოდნენ ყოველი მხრიდან და დაკარგულ ტუსაღს ვერ ჰპოულობდნენ.
ისე მიდიოდა, როგორც მონადირე მშიერი მგელი, რომელსაც გათენებისა ეშინიან, - ძუნძულით, ქაქანით და ზოგჯერ კი სირბილითაც.
ბაჩილა ისე იწევდა უკან და ისე გაურბოდა საზარელ სანახავს, როგორც გაუხედნავი და დამფრთხალი მოზვერი, რომელსაც უღელში პირველად აბამენ.
ბაჩილა ზლაზვნით წამოდგა და ისე გაეთრია საკნიდან, თითქო სახლიდან საქათმეში გადაჰყავდათქო.
“ვინც კაცი მოჰკლა, - აგონდება ბაჩილას ვიღაც მოხუცებული გლეხის ნათქვამი, - ის როდისმე ისევ იქ უნდა მივიდეს, სადაც კი სისხლი დაჰღვარა”.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0