სხეულის სილამაზე და ნავარჯიშები კუნთები მართლა სიამოვნებაა ადამიანისთვის. საჯდომი ერთ-ერთი პრობლემური ზონაა და ასევე სასურველი, რომ კარგად გამოიყურებოდეს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს?
მთავარია ნებისყოფა და მონდომება. თუ რეგულარულად ივარჯიშებთ შედეგს რამდენიმე თვეში მიაღწევთ. იწყებთ ვარჯიშს და დატვირთვას ყოველ დღიურად ნელნელა ზრდით. ვარჯიშები უმეტესად სრულდება ფეხებით. კარგია ბუქნების გაკეთება. კიბის საფეხურებზე ასვლა ჩამოსვლა. როდესაც დაიწყებთ ვარჯიშს ნელა დაამატებთ სიმძიმეებს ფეხებს, რათა კუნთი გაიზარდოს. თუ კუნთის მომატება არ გინდათ სიმძიმეები საჭირო არ არის.
დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები და წელი აწიეთ ზემოთ და ჩამოწიეთ ისევ. თავიდან ყველა მოძრაობა 10 ჯერ გააკეთეთ და შემდეგ მოუმატეთ.
დადექით მუხლებზე და ხელებზე დაყრდნობილი, ერთი ფეხი კი გამართეთ აწიეთ და დაუუშვით ისევ. შემდეგ შეცვალეთ და გადადით მეორე ფეხზე.
დადექით განზე გადგმული ფეხებით ისე, რომ ქუსლები უყურებდეს ერთმანეთს. შემდეგ კი ჩაიკუზეთ და აიწიეთ ისევ.
დადექით დაიკავეთ დოინჯი, შემდეგ კი ფეხი გადადგით წინ და ჩაიკუზეთ, მერე ისევ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. იგივე გააკეთეთ მეორე ფეხითაც.
გააკეთეთ სავარძლის იმიტაცია. მიიღეთ ისეთი პოზა თითქოს ზიხართ, შემდეგ კი ადექით. დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, დაიჭირეთ პატარა გირები და გააკეთეთ ჩაკუზვები.
უბრალო მაგრამ ეფექტური საშუალებაა, უბრალოდ მაგრად დაჭიმეთ საჯდომის კუნთები და შემდეგ მოადუნეთ.
დაწექით მუცელზე, ასწიეთ მაღლა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი ერთდროულად, შემდეგ კი მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხითაც გაიმეორეთ იგივე.
დაწექით მუცელზე, ფეხები კი რამეთი დაიმაგრეთ. დაიდეთ ხელები კეფაზე და აიწიეთ მაღლა ისე, როგორც პრესის დროს, ოღონ უკანა მხარეს.
გააკეთეთ ველოსიპედები. დაწექით ზურგზე, ხელები მიიდეთ თეძოებზე. შემდეგ ფეხები და წელი ასწიეთ მაღლა ისე, რომ კეფით ეხებოდეთ ძირს და დაიწყეთ ველოსიპედის წაყვანის მსგავსი მოძრაობები ფეხებით.
გააკეთეთ ყველა ვარჟიში რეგულარულად, იზრუნეთ საჯდომის კანზე რათა არ გაგიჩნდეთ ცელულიტი, რომელიც ამ ადგილას სწრაფად ჩნდება. კარგია ცურვა, რაც შეგიძლიათ მეტი იცურეთ. გაიკეთეთ მასაჟები, ხელის ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. წაისვით ანტიცელულიტური კრემი.
თუ გაქვთ სურვილი კუნთი მასაში გაზარდოთ, მაშინ ვარჯიშის დროს ფეხებზე უნდა გაიკეთოთ სიმძიმე და ისე ასწიოთ ფეხი უკან, ან დაიჭიროთ ხელში გირები და ისე გააკეთოთ ბუქნები.
თუ არ დაიზარებთ ივარჯიშებთ რეგულარულად და ნებისყოფას გამოიჩენთ, შედეგიც არ დააყოვნებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
