ძალიან ცუდია როცა ბავშვი მშობელს ატყუებს, ეს ნიშნავს რომ მათ შორის ნდობა არ არის და სინამდვილეში ასეც არის, რადგან როდესაც რაიმე ცუდი აქვს ჩადენილი ეშინია, რომ გამხელის შემთხვევაში ან არ ცემონ ან არ დასაჯონ.
უმეტეს შემთხვევაში როდესაც ბავშვი იტყუება ეს სწორედ მშობლების რეაქციიდან გამომდინარე ხდება. ხანდახან ხდება, რომ თუნდაც ტელეფონზე რეკავენ, ამ დროს კი ბავშვს ასეთი რამ ესმის მშობლებისგან – თუ ჩემთან არიან სახლში არ ვარ. შეიძლება უბრალოდ დაღლილი იყოთ და ტელეფონზე საუბრის თავი არ გქონდეთ, მაგრამ ამას პატარას ვერ აუხსნით, ის კი მიიჩნევს რომ ტყუილი ნორმალური მოვლენაა, რადგან მაგალითს ბავშვი თქვენგან იღებს, თქვენ კი იტყუებით.
ეცადეთ, რომ ბავშვის თანდასწრებთ ნაკლებად იცრუოთ. ხანდახან კი ისეც ხდება, რომ მშობელს აგვიანდება ბავშვის სკოლაში წაყვანა, გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვს კი აფრთხილებს – თუ მასწავლებელი დაგვიანების მიზეზს კითხავს, უპასუხის რომ ტრანსპორტმა დაიგვიანა.
საერთოდ რაც უფრო ბევრია აკრძალვა უფრო მეტია ტყუილიც, რა თქმა უნდა ყველაფერში არსებობს ნორმა, მაგრამ ბავშვს არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმის და აქედან გამომდინარე მუდამ ტყუილზე არ უნდა ფიქრობდეს. ზოგჯერ ბავშვები იმის გამო ცრუობენ, რომ მშობლებს ასიამოვნონ.
ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯერ კარგად გაარკვიოთ ტყუილის მიზეზი და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები. მშობლები ძალიან ცუდად რეაგირებენ და აღშფოთებით ხდვდებიან იმ ფაქტს, რომ მათმა შვილმა რაიმე მოიპარა. შეიძლება აღმოაჩნდეს თქვენს შვილს თუნდაც სათამაშო მანქანა, რომელიც მისი არაა. ამ დროს არაა საჭირო ჩხუბი და იმის თქმა რომ ის ქურდია. უბრალოდ წყნარად აუხსენით, რომ ეს სხვისი ნივთია, მას არ ეკუთვნის და აუცილებლად უნდა დააბრუნოს.
შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში ხშირია ფულის მოპარვა, გახსნით საფულეს და ხედავთ რომ თანხა აკლია, ეს შეიძლება უბრალოდ ხურდები იყოს, მაგრამ თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მაგრამ ჩხუბით და ყვირილით საქმეს ნამდვილად ვერ უშველით. არ უნდა მიმართოთ კითხვითი ფორმით და არ უნდა კითხოთ სად გაქრა ფული. პირდაპირ უთხარით – დააბრუნე რაც აიღე, შენი არ არის. აუხსენით, რომ ამ საქციელით გული გატკინათ, არ გენდოთ და არ გთხოვათ, ჩუმად მოიპარა.
უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს ბავშვის ტყუილსაც და ქურდობასაც, მაგრამ გახსოვდეთ სანამ ჩხუბს დაუწყებდეთ, ჯერ დაფიქრდით თუ რით შეიძლება იყოს მისი ასეთი საქციელი გამოწვეული. ყოველთვის ეცადეთ, რომ სიტყვით მოაგვაროთ მსგავსი პრობლემები და არა ხელით.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0