იმისათვის რომ ბავშვი გაიზარდოს განათლებული, აუცილებელია პატარობიდანვე დავუნერგოთ ლტოლვა სწავლისადმი. არსებობს ამის რამდენიმე მეთოდი, მოდით ავირჩიოთ…
პირველ რიგში მინდა მოვიყვანო არა სწორი მეთოდი. ეს არის შიში, “თუ მიიღებ 2-იანს, მაშინ ქამრით გცემ“. რა თქმა უნდა ეს შედეგიანია, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოუვა ბავშვს როდესაც იგი გაიზრდება. დაიმახსოვრეთ ნებისმიერი ბავშვის დაშინება, მისთვის არ ჩაივლის უკვალოდ.
მეორე მეთოდი. გადააქციეთ სწავლა თამაშად. თუ არის დავალება რაიმეს დახატვის, მაშინ დახატეთ ერთად, ვის უფრო ლამაზი გამოუვა. ამოცანების ამოხსნაზე, ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის. საბოოლოდ კი გამარჯვებული მიიღებს ტკბილ პრიზს. მაგრამ ასეთი თამაშებით ხშირად არ უნდა გავართოთ, რადგან ბავშს ჩამოუყალიბდება შეხედულება რომ ყოველი მოქმედება ჯილდოვდება, რაც ცუდ ზეგავლენას მოახდენს მომავალში.
მესამე მეთოდი. მიეცით ბავშვს იდეა. სთხოვეთ, რომ დაწეროს იმაზე თუ როგორ გაატარა დასვენების დღეები, ან ვისთან მეგობრობს სკოლაში, ან როგორ იმოგზაურა ბებიასთან სოფელში. უთხარით რომ თქვენ ძალზედ დაგაინტერესებთ ამის წაკითხვა და უთხარით რომ იგი ძალიან ნიჭიერია. არ დაგავიწყდეთ მისი შექება, რადგან ქება უძლიერესი მოტივატორია.
მეოთხე მეთოდი. ჩემი აზრით ყველაზე გამართლებული. ეს არის გამხნევება. მაგალითად კარგი ნიშნისთვის მისცეთ 1 ლარი და ცუდისთვის პირიქით გამოართვათ. ეს მეთოდი იმითაა სასარგებლო რომ პატარობიდანვე აჩვევეს ბავშვს ფრთხილად მოეპყროს საკუთარ შედეგებს. თითქოსდა მან გამოიმუშავა ჯიბის ფული, მაგრად ცუდი შედეგის შემთხვევაში იგი მას დაკარგავს. ამით ბავშვებს განუვითარდებათ ლტოლვა რომ უკეთ ისწავლონ. ან უკეთესად მოიტყუოს. დამოკიდებული იმაზე თუ რას აღიქვამს იგი სამაგალითოდ. კიდევ ერთი გამხნევების კარგი მეთოდია, საჩუქრის ჩუქება სემესტრის კარგად დამთავრებისას. ახალი სათამაშო, ველოსიპედი ან ზოოპარკში გასეირნება და ა.შ.
და ბოლო მეთოდი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის განვითარების “სახელმძღვანელო”. ეს უხდება სკოლანდელი ასაკის ბავშვებს. მაგალითად მაგნიტური დაფა, ციფრებითა და ასოებით. თუ დავაინტერესებთ ბავშვს რომ ასოებიდან დაალაგოს სიტყვები, მაშინ იგი სკოლაში ამას უფრო სწრაფად გააკეთებს. ხოლო წარმატება და თავდაჯერებულობა საუკეთესო მოტივატორია.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0