სესხების კლასიფიკაცია მიზნობრიობის მიხედვით დამოკიდებულია სესხის უშუალო გამოყენების მიზანზე. როგორც წესი სესხებს ახასიათებს ორი ძირითადი მიზნობრიობა: სამომხმარელო და ბიზნესი.
სამომხმარებლოს სესხებს განეკუთვნება ყველა ის სესხი, რომელთა მიზნობრიობა წარმოადგენს ფიზიკური პირის სამომხმარებლო მიზნების დაკმაყოფილება (მოგზაურობა, საყოფაცხოვრო ნივთების შეძენა, სამედიციო ხარჯების, სწავლის გადასახადის და სხვა პირადი ხარჯების ანაზღაურება). ბიზნესის მიმართულების მიზნობრიობებს განეკუთვნება კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება, მარაგების, დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და სხვა.
საბანკო პრაქტიკაში სამომხმარებლო სესხებს ნელნელა გამოეყო იპოთეკური სესხები. იპოთეკური სესხის არის ნებისმიერი სესხი, რომლის მიზნობრიობაა უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან/და შეკეთება. ვინაიდან მსგავსი მიზნობრიობა მოითხოვს მეტ დროს და მეტ ფულს სხვა სამომხმარებლო მიზნებთან შედარებით, და შესაბამისად იზრდება დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკები უფრო გონივრულია სესხის მიზნობრიობები გაიყოს სამ ძირითადი მიმრთულებით. სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები და ბიზნეს სესხები. უშუალოდ ამ ძირითადი მიზნობრიობების დანაწევრება/დეტალიზაცია დამოკიდებული ბანკის სტრატეგიულ მიმართულებაზე და მის საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.
1. სამომხმარებლო სესხები:
a. მოგზაურობა;
b. სატრანსპორტო საშულების შეძენა;
c. სწავლის ღირებულების და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება;
d. ელექტროსაქონლის შეძენა;
e. და სხვა;
2. იპოთეკური სესხები:
a. აგარაკის შეძენა;
b. საცხოვრებელი ბინის შეძენა;
c. რემონტი ან/და რეკონსრუქცია;
d. მიწის ნაკვეთის შეძენა;
e. და სხვა;
3. ბიზნეს სესხები:
a. საბრუნავი საშუალებების შეძენა;
b. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა;
c. ძირითადი საშუალებების შეძენა;
d. უძრავი ქონების შეძენა
e. მიმდინარარე ვალდებულებების შესრულება;
f. ფასიანი ქაღალდების შეძენა;
g. ბიზნეს ხარჯების ფინანსირება
h. და სხვა სამომხმარებლო მიზნები;
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
