როგორ მოვუაროთ ხელებს ზამთარში სახლის პირობებში » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ მოვუაროთ ხელებს ზამთარში სახლის პირობებში

გააზიარეთ:

 

ზამთარში კანი ხელის მტევნებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს. ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე და მხოლოდ მცირე რაოდენობის ცხიმოვანი ჯირკლებია.

ხელისგულებზე კი ესაც არ არის. ეგრეთ წოდებული ჰიდროლიპიდური საფარი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ დაცვას, ხელებზე ნაკლებად გამოხატულია. კანი ხელის მტევნებზე შეიცავს 4 – 5 ჯერ ნაკლებ წყალს, ვიდრე სახეზე.

შედეგად კანი ხელებზე ხშირად არის მშრალი, ანუ გაუწყლოებული. 40-50 წლის შემდეგ კი, დამცავი კანქვეშა ცხიმის გამოყოფა კიდევ უფრო მცირდება, ქვეითდება კანის ელასტიურობა, ის კიდევ უფრო თხელი ხდება. სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია გამოიწვიოს ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა – გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება. ამიტომ საჭიროა კანის ინტენსიური კვება ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.

უამინდობის ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სალონური და სახლის პროცედურების შეთავსება. ყოველდღიური ელემენტარული ზრუნვის გარეშე, საუკეთესო სალონური პროცედურებიც არ იქნება ეფექტური. ხელებზე კანის სილამაზის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით შემოდგომა – ზამთრის პერიოდში, აუცილებელია ხელების მოვლა სახლის პირობებშიც.

მხოლოდ ძილის წინ მკვებავი კრემების წასმა საკმარისი არ არის. უნდა გამოვიყენოთ აბაზანები ეთერზეთებით ან მცენარეული ზეთებით. ისინი შეიცავენ ამინომჟავებს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ კანის მდგომარეობაზე.

საუკეთესო არჩევანი: ჟოჟობას ზეთი შეიცავს ამინომჟავებს და პროტეინებს, ასევე ვიტამინ B12, რომელსაც გააჩნია რეგენერირებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ატმის ზეთი აშორებს 

აქერცვლას, კანის ფერს თანაბარს ხდის. იდეალურია თხელი კანისა და მასაჟისთვის. ხის ზეთს გააჩნია გამაახალგაზრდავებელი, შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პილინგი ხელებისათვის სახლის პირობებში.

დაფქული ყავა შეურიეთ ზეთში. წაისვით ხელის მტევნების კანზე და შეიზილეთ. შემდეგ მოიყარეთ სკრაბის ფხვნილი და დაინამეთ ხელები სველი ხელსახოცით. შეფუთვა ხელის მტევნებისათვის. ზეთების საშუალებით შეიძლება ჩავიტაროთ შინაური სითბური შეფუთვის პროცედურა. პილინგის შემდეგ, შემოიხვიეთ ხელებზე პოლიეთილენის პაკეტი და თბილი პირსახოცი 5 – 7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი და მოიშორეთ ზეთის ნარჩენები ხელსახოცით. შესაბამისი საცხი ხელებისათვის.

ნუ წაისვამთ ხელებზე სახისათვის განკუთვნილ საცხებს და ლიფტინგებს. ხელებზე კანი თხელი, ნაზი, ნაკლებ ცხიმოვანია და ამიტომ უფრო ცხიმიან კოსმეტიკურ პროდუქტებს საჭიროებს. გაითვალისწინეთ: ყინვაში, სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე, ხელის მტევნებზე წაისვით მკვებავი საცხი. ამ დროის განმავლობაში კანი მოასწრებს მის შეწოვას, რაც მაქსიმალურად სასარგებლოა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი