როგორ დავამზადოთ მარგებელი თმის ბალზამი? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

როგორ დავამზადოთ მარგებელი თმის ბალზამი?

გააზიარეთ:

 

ლამაზი და მოვლილი თმა, ნებისმიერი ქალის სიამაყეა. თმის ხიბლის აღდგენა და გამაოგნებელი რეზულტატის მიღწევა სავსებით არ არის რთული. ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

რა დაგვჭირდება?

-თავლი – 3 სადილის კოვზი;
-რძე – 3 სადილის კოვზი;
-ვაშლი – 5 ცალი;
-ჟოჟობას ზეთი.

დასაწყისისათვის გაურიეთ ჟოჟობას ზეთის 5 წვეთი რძეში და დატოვეთ 10 წუთით. ამ დროს, გავფრცხვნათ ვაშლები და მოვათავსოთ ბლენდერში (ისე რომ მივიღოთ ვაშლის პიურე). ვაშლის წვენი არ გადავღვაროთ, რადგან ის კიდევ გამოგვადგება, ამგვარად წვენი რაიმეში გადავასხათ და შევინახოთ.

რძეში გარეულ ზეთს დავამატოთ თაფლი. შემდგომ აკურატულად გავურიოთ ვაშლის პიურე. იქამდე უნდა გავურიოთ, სანამ თაფლი არ გაუჩინარდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი ან უბრალოდ ზედმიწევნით ავურიოთ მიღებული ფაფა.

საბოლოოდ უნდა მივიღოთ სქელი მასა. შევინახოთ თბილ ადგილას ან ღუმელში დაბალ ტემპერატურაში (სადღაც 5-10 წუთი). იმის შემდგომ რაც ბალზამი გათბება, იგი დავიტანოთ ნამ თმაზე და თანაბრად გადავანაწილოთ მთელ თავზე. ყურადღება მიაქციეთ თმის წვერებს, ბალზამი მათ გაამაგრებს და ისინი აღარ გაიპობებიან. ზემოდან შემოვიხვიოთ ან ცელოფანი ან პირსახოცი. ესე გავაჩეროთ 15 წუთით, შემდგომ ეს ყველაფერი ჩამოვიბანოთ წყალში გარეული ვაშლის წვნით. როდესაც თმა ცოტათი გაშრება, მაშინ კიდევ ერთხელ ჩამოვიბანოთ თმა. რეზულტატს მიიღებთ პირველივე გამოყენების შემდგომ. თვითონ ბალზამის მომზადები პროცესი კი ხანგრძლივია მაგრამ თქვენ დარჩებით კმაყოფილი.

ასევე თმა შეგიძლიათ ჩამოიბანოთ, ლიმნის ქერქისგან დამზადებული მინარევით. როგორ მოვამზადოთ იგი? ოთხი ლიმნის ქერქს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, გამოვიყენოთ თბილ მდგომარეობაში, ბალზამის შემდგომ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • 50 Amazing Facts About The Human Body | Human Body Facts | In this Video, We Discussed Facts About the Human Body. Amazing Facts About The Human Body Amazing Facts About The Human Body Studyonix ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • XML error: at line 0
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი