როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს?

გააზიარეთ:

 

ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია სადღესასწალო სუფრასთან უზომო სმის შედეგად გმოწვეული თავის ტკივილი. ასეთ დროს ღვიძლი უარს ამბობს მიღებული სითხის გადამუშავებაზე და ორგანიზმი იწამლება.

ნაბახუსევზე ორგანიზმს კომპლექსურად უნდა დაეხმაროთ. ნაქეიფარზე უებარი წამალი ძილია – ნაბახუსევს თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტის გადატანა ძილში უფრო იოლია. რაკი ამ დროს ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის, ჭარბად სვით სითხე, მაგრამ არა წყალი, ხმელი ხილის კონცენტრილებული კომპოტები, რომელიც შეიცავს მინერალური ნივთიერებების მთელ კომპლექსს, ორგანულ მჟავებსა და ვიტამინებს, სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე.

გარდა ამისა, ხმელი ხილის კონცენტრირებული კომპოტები შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და მხნეობას შეგმატებთ. კომპოტები შეგიძლიათ წვენებით შეცვალოთ. განსაკუთრებით ეფექტიანია ვაშლისა და ყურძნის წვენი.

ნაბახუსევს მარგებელია მწვანე ჩაი, რომელშიც სასურველია აურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი. მიირთვით რძე და კეფირი – მათში შემავალი ცილები გაანეიტრალებს ნაწლავებში დაგროვილ ტოქსინებს, რომელიც თქვენს ალკოჰოლით დასუსტებულ ორგანიზმს უტევს.

შესანიშნავი საშვალებაა საზამთროც. სამწუხაროდ, ზამთარში ის ძნელად ხელმისწვდომია. გარდა იმისა, რომ საზამთრო სითხის წყაროა, ის ჭარბად შეიცავს მაგნიუმს, რომლის მწვავე უკმარისობას განიცდის ადამიანი ნაბახუსევზე.

ნაბახუსევზე გეამებათ და გარგებთ კიტრის ან კომბოსტოს მწნილიც. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი. თუ C ვიტამინს მიირთმევთ დალევამდე 30-40 წუთით ადრე თავიდან აიცილებთ ჰაერის ნაკლებობას, თავის ტკივილს და ნაბახუსევის სხვა სიმპტომებს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი