მიყვარს?.. არ მიყვარს?.. » www.idealuri.ge
ქალებისათვის

მიყვარს?.. არ მიყვარს?..

გააზიარეთ:

 

პირველი კითხვა, რომელიც შეყვარებული ადამიანის თავში იბადება არის: ,,ვუყვარვარ?,, ამის დასადგენად ჯერ საკუთარ ინტუიციას ვენდობით, მერე აუცილებლად შეგვეპარება ეჭვი. მერე დაქალებს ვუყვებით და ვარაუდებს ვეკითხებით.. მერე.. მერე ალბათ ისიც გაბედავს და გეტყვის, რომ უყვარხარ.. მაგრამ სწორედ მაშინ იწყება მთავარი. თავს უსვამთ კითხვას: ,,ხომ ნამდვილად მიყვარს?,, ,,თუ გატაცებაა?,, ,,იქნებ, მარტო ყოფნისგან თავის დასაღწევად მჭირდება მის გვერდით ყოფნა?,, ,,იქნებ..,, ,,ან იქნებ..,,
გინდა დაგეხმაროთ, რომ დარწმუნდე, გიყვარს თუ არა? ყურადღებით წაიკითხე ,,სიყვარულის ნიშნები,, და ეცადე შენ თავთან გულახდილი იყო. მაშ ასე, ყველაზე სასურველი ,,ავადმყოფობის,, ნიშნები:

  • თვალის გახელისთანავე შენს ფიქრში ჩნდება
  • მთელი დღის მანძილზე, იშვიათად თუ გაიხსენებ მომენტს, როცა მასზე არ ფიქრობდი.
  • ყველაფერს, რასაც აკეთებ, აკეთებ ისე, რომ მას მოეწონოს.
  • ყველაფერი რაც ხდება, გინდა, რომ მას მოუყვე.
  • ქუჩაში იშვიათად, რომ საწინააღმდეგო სქესი შეამჩნიო. ვისაც ამჩნევ, ყველა მას ჰგავს. ან მასავით აცვია.. მსგავსი მაისური ხომ მასაც აქვს?
  • მისი დანახვისას, იბნევი, სიტყვები გერევა და რაც გინდოდა გეთქვა, ნახევარიც აღარ გახსოვს. სამაგიეროდ, როგორც კი უკან წამოხვალ, ყველა ფიქრი ისევ თავში ბრუნდება და თავს საყვედურობ: ,,ვაიმე ეს როგორ დამავიწყდა?,,
  • მასთან საუბრისას, თითქოს არაფერი გესმის, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩები, ყველა წვრილმანი, უმნიშვნელო დეტალიც კი გახსოვს.
  • არასოდეს შლი მისგან მოწერილ შეტყობინებას პირველი წაკითხვის შემდეგ. რამდენჯერმე გადაიკითხავ და განსაკუთრებით გულშიჩამწვდომებს ინახავ.
  • ხშირად უმიზეზოდ გეღიმება და ვიდრე შენიშვნას არ მოგცემენ, ამას ვერც ამჩნევ.
  • ყოველ დღე იპრანჭები მხოლოდ მისთვის, თუმცა შეიძლება იცოდე, რომ იმ დღეს სულაც ვერ ნახავ.
  • ყველა მის გახსენებაზე, დანახვაზე თუ ხმის გაგონებაზე, გულის ცემა იმატებს და ყინვაშიაც კი აღარ გცივა.
  • გაინტერესებს ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები. გიყვარდება ყველა, ვინც მას უყვარს, ისე, რომ არც კი იცნობ მათ.
  • თუ გაიგებ, რომ რომელიმე წიგნი, ან სპეკტაკლი მოეწონა, მაშინვე კითხულობ იმ წიგნს და უახლოეს სპეკტაკლს ესწრები.
  • მის გვერდით თუ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს შენიშნავ, მოუსვენრობა გიპყრობს, ვიდრე არ დაადგენ ვინაა, რა ურთიერთობა აქვს და რა უნდა მასთან?


ეს ის ნიშნებია, რაც უტყუარ სიყვარულს მოასწავებს. თუ მათ შორის ნახევარი მაინც გეცნობა, დაანებე ბევრ ფიქრს თავი. შენ ნამდვილად შეყვარებული ხარ. გვირილებსაც ნუ მოუსწრაფებ სიცოცხლეს, უფრო სარწმუნო ხერხიც არსებობს მისი გრძნობის გამოსაცნობად. გულმა ყოველთვის უფრო მეტი იცის ხოლმე, ვიდრე გვირილამ, ვარდმა და ზამბახმა ერთად.

ახალი ამბები

  • მარ­ტა ბა­რა­მი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" კარ­გად იც­ნობს. ახალ­გაზ­რდა კუ­ლი­ნარ­სა და მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბა აქვს ...
  • Освой новую IT-профессию – регистрируйся на бесплатный вебинар от университета Зерокодинга: ...
  • საქორწილო ფოტო და ვიდეო მომსახურება ჩვენ გთავაზობთ ტრადიციულად მაღალხარისხიან ფოტო-ვიდეო მომსახურებას ულიმიტო ფოტო გადაღების სერვისს პროფესიონალურ უმაღლესი ხარისხის კლიპს ვრცელ ვიდეო კოლაჟს ...
  • Luka Modric has had a pretty incredible year. A Champions League trophy, a World Cup runners up medal and a Ballon D’or win which removes the years of domination by Ronaldo and Messi. Will Luka ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი