გლობალური დათბობის კრიტიკული, ე.წ. „შეუქცვევადი წერტილი“ შესაძლოა, 2060 წლისთვის დადგეს – მეცნიერები » www.idealuri.ge
მეცნიერება

გლობალური დათბობის კრიტიკული, ე.წ. „შეუქცვევადი წერტილი“ შესაძლოა, 2060 წლისთვის დადგეს – მეცნიერები

გააზიარეთ:

 

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანმახმად, გლობალური დათბობისა და ე.წ. „სათბურის ეფექტის“ კრიტიკული დრო არც თუ ისე შორსაა და შესაძლოა ე.წ. „შეუქცვევადი წერტილი“ 2060 წლისთვის დადგეს.

„დღეისთვის დედამიწის ნიადაგი და ოკეანეები შთანთქავს ანტროპოგენური გამონაბოლქვების ნახევარს, რაც გლობალურ დათბობას აფერხებს. ჯერჯერობით უცნობია სადამდე გასტანს ეს. თუ გამონაბოლქვების შთანთქმის პროცესი შეწყდება, ან დიდი მასშტაბით მოიკლებს, ჩვენ მივაღწევთ წერტილს, როდესაც გლობალური დათბობის პროცესები დაჩქარდება,“ – აცხადებს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი პიერ გენტინი.

მეცნიერთა უმრავლესობა, ვინც დედამიწის კლიმატს სწავლობს, ეჭვი არ ეპარება, რომ გლობალური დათბობის პროცესი მიდის და მას შეუძლია ჩვენი პლანეტის გარეგნული სახის რადიკალური შეცვლა, თუ ტემპერატურის ზრდის მაჩვენებელი 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭრაბებს. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა კლიმატური თანამგზავრებიდან, მიწასა და წყალში მოთავსებული მეტეოროლოგიური სადგურების მიერ აღებული მონაცემები და მათ საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული მოდელები.

გენტინმა და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანეს, იმისა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ გლობალური დათბობის პროცესი ე.წ. „შეუქცვევად წერტილს“ გადალახავს.

საქმე იმაშია, რომ მცენარეებისა და ნიადაგის მიკრობების მიერ СО2-ის შთანთქმის პროცესი დამოკიდებულია თუ რა ოდენობის ნესტია გრუნტში, არის ის ზომაზე ჭარბი, თუ ნაკლები. უკანასკნელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გლობალური დათბობა ზრდის ისეთი ექსტრემალური მოვლენების რიცხვს, როგორიცაა წყალდიდობა, თუ გვალვა, რაც თავის მზრივ ნახშიწყალბადის ბრუნვის ციკლზე მოქმედებს ბიოსფეროს, ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის.

ამერიკელმა მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს ეს პროცესები და შექმნეს კლიმატური მოდელი, რომელიც დაკვირვებების უკანასკნელ მონაცემებს ითვალისწინებდა, კერძოდ, როგორ იცვლება ბიომასის ზრდა, ნიადაგში წყლის რაოდენობის მიხედვით.

ამ გათვლებმა აჩვენა, რომ ნიადაგის ნესტიანობის დონის მკვეთრმა ფლუქტუაციებმა და მისი სიმშრალის საერთო ზრდამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ გრუნტი და მცენარეები შთანთქავენ დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ ნახშირორჟანგს, ვიდრე ეს ხდებოდა უფრო სტაბილურ სიტუაციაში. რადგან ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების რიცხვი ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება, მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ ვითარება მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება.

“თუ ნიადაგში ეს პროცესები მსგავსი სცენარით განვითარდება, 21-ე საუკუნის შუა წლებში ნიადაგი და მცენარეები ნაკლებ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, რაც მკვეთრად გაზრდის ატმოსფეროში СО2-ს რაოდენობას და დააჩქარებს გლობალურ დათბობას,“ – აცხადებს მკვლევართა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჯულია გრინი.

————–

გლობალური დათბობა — დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი