როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა? » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა?

გააზიარეთ:

 

ქალიშვილობის დაკარგვის გაგონებაზე ერთგავრი ასოციაცია ჩნდება თავისებური შიშის და ტკივილის, პირველ რიგში რაც უნდა დაიმახსოვროთ ნუ დაიჯერებთ მითებს რომელიც გავრცელებულია ქალიშვილობის დაკარგვაზე, რადგან ისინი არაფრის მომცემია ხშირ შემთხვევაში. ამ სტატიის მეშვეობით თქვენ გაიგებთ, როგორ მოემზადოთ ამ პროცესისათვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ინსტრუქცია პირველ სექსამდე

ეცადეთ თავი კომფორტულად იგრძნოთ, მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ საკუთარი სხეულით. ადამიანთა უმრავლესობას ეშინია, რადგან არ იციან რა ელოდებათ წინ (ეს უფრო სექსოლოგიის მხრივ განათლების ნაკლებობის ბრალია), რაც ლოგიკურია, მაგრამ არა მართებული.

როდესაც თქვენ ნერვიულობთ და დაძაბული ხართ ეს იწვევს ვაგინის კუნთების დაჭიმვას, რის შემდეგაც ტკივილის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება. შესაბამისად ნაცვლად ნერვიულობისა, უმჯობესია პირველ რიგში წაიკითხოთ და გაერკვეთ სექსოლოგიაში თუნდაც მცირედით, რაც დაგეხმარებათ შემდგომ მოდუნებაში და დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში.

მართალია რთულია მოდუნება, როდესაც პირველი სექსი გაქვთ, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მოგცემთ რამოდენიმე რჩევას რომელიც ამ დროს მოდუნებაში დაგეხმარებათ.

  • იკითხეთ! პირველ რიგში უკვე ნახსენები განათლებაა საჭირო, რათა იცოდეთ რა არის ამ პროცესში ნორმალური და რა შეიძლება მოხდეს. ქართულად არც ისე ბევრი რამ არის სექსზე კვალიფიციურად დაწერილი ამიტომ შეგიძლიათ კითხვა დაიწყოთ Planned Pearenthood-იდან და შემდეგ განაგრძოთ Scarleteen-ით. მითითებული ბმულები საკმარისია თავდაპირველი ინფორმაციის მისაღებად, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლი და მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, კონკრეტულ საკითხებზე.
  • შეისწავლეთ საკუთარი სხეული. საკუთარი სხეულის შესწავლა დაგეხმარებათ იყოთ უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში, განსაკუთრებით კი მაშინ თუ თქვენს პარტნიორსაც არ აქვს დიდი სექსუალური გამოცდილება. მნიშვნელოვანია იმის გამორკვევა თუ რა განიჭებთ სიამოვნებას. ამაში თქვენ მასტრუბაცია დაგეხმარებათ, მაგრამ თუ არ გსურთ მასტრუბირება მაშინ თქვენს პარტნიორს ეკონტაქტეთ და უთხარით მას, რომ დააკვირდეს რა რეაქცია გექნებათ მის სხვადასხვა ტიპის შეხებაზე. ზოგადად კომუნიკაცია და ღია საუბარი სექსის დროს ორივე პარტნიორს საკმაოდ დიდ გამოცდილებას სძენს.
  • განეწყვეთ პოზიტიურად. როდის დაკარგავთ ქალიშვილობას ეს თქვენი გადასაწყვეტია პირადად. თუ ამის გამო თქვენ თავს დამნაშავედ გრძნობთ და გარკვეულწილად სტერულს მგომარეობამდე ხართ მისული კარგად დაფიქრდით იქნებ ჯობს დაიცადოთ. თუ თქვენ უკვე ზუსტად გაქვთ გადაწყვეტილი და იცით, რომ ეს ნამდვილად ის არის რაც გსურთ, მაშინ განეწყვეთ, რომ ეს პროცესი ნათელ გამოცდილებად აქციოთ. ფოკუსირება მოახდინეთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაგაახლოვებთ თქვენს პარტნიორთან და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ პიროვნულად გაიზარდოთ.

შეიარეთ სექსშოპში აფთიაქში. შეიძინეთ რამოდენიმე ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ ქალიშვილობის შედარებით უმტკივნეულოდ დაკარგვაში.

  • პრეზერვატივი – ის დაგეხმარებათ თავი აარიდოთ დაუგეგმავ ორსულობას და ასევე დაგიცავთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისაგან. მიუხედავატ იმისა იღებთ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და ენდობით თუ არა თქვენ პარტნიორს უმჯობესია გამოიყენოთ პრეზერვატივი, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმისერი სახის დამატებითი ნერვიულობა. თავდაპირველად ნუ დაიწყებთ სხვადასხვა ტიპის პრეზერვატივების შერჩევას, აირჩიეთ სტანდარტული პრეზერვატივი და გამოიყენეთ ის.
  • ლუბრიკანტი – პრეზერვატივის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გამოიყენოთ პირველი სექსისას. ის შეამსუბუქებს ტკივილს და ასევე ვაგინას დაიცავს დაზიანებისაგან. თუ თქვენ იყენებთ ლატექსოვან (კაუჩუკის) პრეზერვატივს (და უმეტესობა სწორედ ლატექსოვანია), არ გამოიყენოთ ზეთოზე დამზადებული ლუბრიკანტი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეზერვატივის გახევა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონზე ან წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი.

განიხილეთ სექსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თქვენ პარტნიორს. ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ნებისმიერ საკითხზე, ეს ხომ ის ასადამიანი ვისაც ბოლომდე ენდობით და მასთან ყოფნის დროს არაფერზე ნერვიულობთ. თქვენი პარტნიორი უნდა ზრუნავდეს თქვენზე და უნდა იყოს მოტივირებული რომ ეს პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დასრულდეს თქვენთვის. თუ თქვენი პარტნიორი არ ზრუნავს თქვენზე და ის იქცევა ისე, რომ მხოლოდ თავისი სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და არ აინტერესებს თუ რას გრძნობთ თქვენ ამ დროს, იქნებ დაფიქრდეთ ღირს თუ არა პირველი სექსი ნამდვილად ამ ადამიანთან? იქნებ ახალი პარტნიორი მოგეძებნათ?

შეისწავლეთ საკუთარი საქალწულე აპკი. აპკი ეს არის თხელი გარსი, რომელიც აკრავს ვაგინას და იგი ყველა გოგოს დაბადებისთანავე აქვს ბუნებრივად. აპკი მდებარეობს საშოს შესასვლელიდან 2-3 მმ-ის სიღმეზე. რჩევები რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ქალიშვილობის დაკარგავსთან დაკავშირებით:

  • თქვენი საქალწულე აპკი იქნება არასრული. თუ თქვენ მოზარდი ხართ და უკვე დაგეწყოთ მენსტრუალი ციკლი ეს კიდევ ერთი ორად ზრდის იმის შანსს, რომ თქვენი საქალწულე აპკის “ნახევარი” უკვე დაკარგული იყოს. თუ თქვენ უფრო დეტალურად გსურთ თქვენი აპკის გამოკვლევა ამისათვის დაგჭირდებათ ფანარი, ხელის სარკე და რა თქმა უნდა საშო.
  • აპკის გახევის დროს თუ წარმოიშვა სისხლდენა, ეს არ იქნება ისეთივე ბევრი, როგორც ეს არის მენსტრუალური ციკლის დროს. ზოგიერთ გოგოს ქალიშვილობის დაკარგვისას საერთოდ არ აქვს სისხლდენა.
  • აპკის გახევა არ უნდა იყოს უაღრესად მტკივნეული. თუ თქვენ იგრძობთ გაუსაძლისს ტკივილს რეალურად ეს გამოწვეული იქნება არა იმით რომ, ხდება ასე ვთქვათ შეღწევადობა და თქვენს საქალწულე აპკს გააჩნია ნერვული დაბოლოებები, არამედ იმიტომ რომ დაძაბულობისაგან თქვენ მოჭიმავთ საშოს კუნთებს. კარგი სიახლე ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი აპკის გარღვევისას გამოწვეული ტკივილი და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოდუნდებით, რაც უფრო მოდუნდებით და მიენდობით პარტნიორს (რომელიც არაცხოველური გამოხტომებით უნდა გამოირჩეოდეს), მით უფრო ნაკლებ ტკივილს იგრძნობთ.

შეარჩიეთ სწორი კუთხე. თუ თქვენ შეარჩევთ სწორ კუთხესა და მოძრაობას ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ სხვადასხვა პოტენციური ტკივილის შეგრძნებები. ყველა გოგო არ არის სტანდარტული და ასოზე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობაზე უფრო შეიძლება მათ სიამოვნებდეს ხერხემლის გასწვრივ წინ და უკან მოძრაობა ან დახრილი მუცლის მიმართ და ისე მოძრაობა წინ და უკან, ყველა ტიპის მოძრაობა ნორმალური და მისაღებია.

თუ თქვენ რეგულარულად ხმარობთ ტამპონებს, თქვენ უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხართ და შეგიძლიათ განსაზღვროთ სწორი კუთხე, იმის მიხედვით თუ როგორ იდებთ ტამპონს (იგივე მიმართულებით უნდა მიმართოთ ასოც).

თუ თქვენ არ იყენებთ ტამპონს მაშინ შემდეგი ციკლის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ან სცადოთ სასურველი კუთხის გარკვევა თითის დახმარებით.

ინსტრუქცია პირველი სექსისთვის

შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი. თუ თქვენ სექსის დროს თან ნერვიულობთ იმაზე, რომ ვინმე არ დაგადგეთ თავზე, ეს არ არის სწორი არჩევანი პირველი სექსისთვის. პირველი სექსისათვის უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ადგილი სადაც გეცოდინებათ, რომ არავინ შეგაწუხებთ და იქნებით თავისუფლად.

დაწოლისათვის შეარჩიეთ კომფორტული ზედაპირი და დროის მხრივ ისეთი დრო, როდესაც არ იქნებით შუა აქტის დროს სადმე აუცილებლად გასაქცევი.

გათიშეთ ტელეფონი და შეინახეთ ყველა ის ნივთი, რომელმაც შეიძლება ყურადღება გადაგატანინოთ სხვა რამეზე თქვენი პარტნიორიდან. მოწესრიგდით, მიაკითხეთ სილამაზის სალონს, სტომატოლოგს და დერმატოლოგსაც კი თუ ამის საჭიროება არსებობს.

ზომიერი განათება, მშვიდი მუსიკა, თბილი ოთახი, მოკლედ შექმენით გარემო სადაც თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ და კომფორტულად. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზათ და აიმაღლოთ თვითშეფასების კოეფიციენტი.

გამოიყენეთ დრო და ისიამოვნეთ. იფიქრეთ სექსზე როგორც მარათონზე და არა ხანმოკლე სპირნტზე, შესაბამისად ისიამოვნეთ აუჩქარებლად და ხანგრძლივად. ნუ შეშფოთდებით და ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს სწორად აკეთებთ თუ არა ამას, უმჯობესია დააკვირდეთ პარტნიორს და გამოარკვიოთ რა განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას ორივეს.

პრელუდია და შესაბამისი აღგზნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც თქვენ აღეგზნებით თქვენი ვაგინა ასე რომ ვთქვათ სველდება, რაც შემდგომ ბუნებრიბი ლუბრიკანტის ფუნქციას ასრულებს და ასოს უმტკივნეულოდ შეღწევაში ეხმარება.

ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს. ნუ შეგეშინდებათ შეკითხვის ან თხოვნის, რაც იმ დროს გინდათ. ის რომ თქვენ დაგეხმარებათ და გასიამოვნებთ თავს იგრძნობს ბედნიერად.

სექსის შემდეგ თავის მოვლა. თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ ტკივილი ან სისხლდენა, შესაძლებელია მიხედოთ მას სანამ ძალიან გართულდება. ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი (ნუ მიიღებთ ასპირინს თუ ხართ 19 წელზე ნაკლების), ხოლო სისხლდენის შემთხვევაში გასუფთავდით სისხლიგან და ატარეთ სუფთა საფენი უახლოესი რამოდენიმე საათის განმავლობაში.

რჩევები:

  • სიამოვნების მისაღებად გარკვეული სირთულეების გავლა გვიწევს, ამიტომ პირველ ჯერზე დატოვეთ თქვენი მოლოდინები ოთახს გარეთ, ასევე გახსოვდეთ, რომ თავდაპირველად სრულყოფილი არავინაა და შესაბამისად არც თქვენგან მოელიან სასწაულებს ამიტომ მოიხსენით კომპლექსები და მოდუნდით.
  • თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ მზად არ ხართ და ეს ღამე არ არის სწორედ “ის ღამე”, რომელსაც მოელოდით, მაშინ ნუ იჩქარებთ და გადადეთ პირველი სექსი შემდეგისთვის. მზრუნველი პარტნიორი მარტივად შევა თქვენს მდგომარეობაში და გაგიგებთ, ხოლო სექსზე ორიენტირებული პარტნიორი დაიწყებს “ცოლად, რომ მოგიყვან მერე ხომ მომცემ” და ა.შ ფრაზებს.
  • თუ თქვენს პარტნიორს თქვენამდე ჰქონდა სექსი სხვასთან თქვენამდე გამოიყენეთ პრეზერვატივი, მიუხედავად იმისა იყენებთ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რადგან სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს აიკიდებთ აუცილებლად, პლიუს ამას თუ თქვენ არ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს დიდი შანსია, რომ დაფეხმძიმდეთ.
  • თუ თქვენი სხეულის გამო ან ნებისმიერი მიზეზით თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ განათებულ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთლები ან საერთოდაც ჩააბნელოთ ოთახი.
  • სექსის დროს შეიძლება მოგინდეთ ტუალეტში გასვლა, რაც სავსებით ნორმალურია (როდესაც სტაბილური სექსუალური ცხოვრება გექნებათ ეს მოთოვნილებაც გაივლის).
  • თუ გაუსაძლისი ტკივილები და სისხლის პერიოდული გამონადენი გაგრძელდა ერთ დღეზე მეტ ხანს აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
  • ზოგადად კარგი იქნება თუ სექსუალური აქტის შემდეგ დაგეგმავთ ვიზიტს გინეკოლოგთან.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • არხზე ნახავთ ადამიანი ობობა ჰალკი ბეტმენი მაქვინი რკინის კაცი კაპიტან ამერიკა ფლეში და სხვა ცნობილ გმირებიზგან შექმნილ ქართულად გახმოვანებული მულთფილმი GTA 5 ქართულად The post ადამიანი ობობა ჰარი ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • ძემი უდიდესი პატივისცემა ყველა ადამიანს ვინც სტადიონზე მოვიდა, ან სახლიდან გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს! განსაკუთრებული მადლობა ამ შესანიშნავ ხალხს, რომლებიც მთელ გულს და სულს დებენ ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი