დასვენება ტაიტის კუნძლზე – ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა: მწვანე კუნძული, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, მშვიდი ოკეანის სანაპირო, მართლაც დაუთვლელია ყველა უპირატესობანი. თქვენთვის წარმოდგენილია რამდენიმე რჩევა თუ როგორ მოვახდინოთ ტაიტიზე დასვენების ორგანიზება, ისე რომ უკან აღარ მოგვინდეს დაბრუნება :)
რა დაგვჭირდება?
-რომანტიკული განწყობა
-ფული
დაივინგის მოყვარულნი აქ იპოვიან საკუთარ ბედნიერებას. აუცილებლად ჩაყვინთეთ წყლის სიღრმეში – ასეთ სილამაზე თქვენ ვერსად ვერ შეხვდებით.
დასვენება ტაიტიზე დაგამახსოვრდებათ კულინარული შედევრებითაც, თუ ეწვევით რამდენიმე რესტორანს. ეგზოტიკური კერძები, მზადდება საოცარ სტილში და მორთულია განსხვავებულად, რაც აღაფრთოვანებს მის მომხმარებელს. წარმოუდგენელი ხილი და საოცარი თევზი – ეს ის კერძებია რაც თქვენ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ და შეაფასოთ.
ქვიშიანი პლაჟები, ისეთი ქვიშა რომელშიც ფეხები იფლობა – კიდევ ერთი ტაიტის ღირსშესანიშანობა. არ დაიზაროთ გაიღვიძოთ ადრე და შეხვდეთ მზის ამოსვლას ოკეანის სანაპიროზე. ასეთი ბუნებრივი სურათი თავისი დიდებულებით დაგამახსოვრდებათ სამუდამოდ.
ტაიტიზე დასვენების ორგანიზებისას არ გამოტოვოთ გასართობი ცეკვები ადგილობრივი აბორიგენების შესრულებით. ეს ნამდვილად საოცარი სანახაობაა, მომხიბვლელი თავისი უჩვეულო პლასტიკითა და ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზით.
ექსკურსიის სახით ესტუმრეთ ვანილის პლანტაციებს, ქოქოსის ჭალებსა და ტატუ სალონებს. ამ ლამაზ კუნძულზე ზრდიან შავ მარგალიტებს. არ გამოტოვოთ ასეთი სანახაობაც!
ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თავაზიანი და სტუმარმასპინძელი, ძალიან მოხარულები არიან ნებისმიერი სტუმრის, ამის ნიშნად მღერიან სიმღერებსა და ანთებენ გირლანდებს. დასვენება ტაიტიზე – მართლად სამოთხის სიამოვნებაა.
ტაიტეზე დასვენება შეიძლება მხოლოდ ერთის მხირვ გაგიცრუოთ იმედი – დასვენება ადრე თუ გვიან მთავრდება. აჰ, როგორ არ გვინდა დავტოვოთ ეს სამოთხის კუნძული. გისურვებთ ოდესმე დაისვენოთ ესეთ საოცარ ადგილას, იოცნებეთ და ოდესღაც თქვენი ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0