იტალიური სპაგეტი, ბოლონეზეს სოუსთან ერთად გამოდის ძალიან გემრიელი და მოსამზადად ადვილი. წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია თუ როგორ მოვამზადოთ ეს შედევრი.
რა დაგვჭირდება?
-სპაგეტი
-საქონლის ფარში 500 გრამი
-ზეთისხილის ზეთი
-ხახვი
-6-7 კბილი ნიორი
-100 გრამი წითელი ღვინი და 50 გრამი ღია ფერის ლუდი
-პომიდორი 400 გრამი
-მარილი, პილპილი და სუნელები
უპირველესად გავრეცხოთ და გავფრცხვნათ პროდუქტები: ხახვი, ნიორი, პომიდორი. წყლის საშუალო ზეწოლის ქვეშ გავრეცხოთ სპაგეტი. ხახვი და ნიორი დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად. ავიღოთ მაღალ გვერდებიანი ტაფა, ჩავასხათ ზეთისხილის ზეთი და დავდგათ ცეცხლზე. დავყაროთ ხახვი და დავბრაწოთ ნაზ ოქროსფრამდე.
შემდგომ დავამატოთ ფარში და მოვხრაკოთ იგი. როდესაც ფარში ფერს შეიცვლის, ავიღოთ ჩანგალი და გავსრისოთ არსებული კოპები. ეს გავაკეთოთ გარკვევით, რადგან კონსინსტენცია დაემსგავსოს სოუს და არა კატლეტს. როდესაც მოვიშორებთ კოპებს, ტაფაში ჩავასხათ 100 გრამი წითელი ღვინო და 50 გრამი ლუდი. ტაფას დავახუროთ სახურავი და ცეცხლი დავახენოთ დაბალზე, რათა ალკოჰოლი აორთქლდეს, ამისათვის დაველოდოთ 5 წუთი.
ამავდროულად ავიღოთ პომიდორები და დავიწყოთ მათი გაფრცხვნა. შემდგომ დავჭრათ წვრილ კუბიკებად და ჩავყაროთ ფარშთან. დავამატოთ მარილი, პილპილი და საფუძვლიანად ავურიოთ. ცეცლხლი დავაყენოთ დაბალზე, დავახუროთ სახურავი და დავტოვოთ ჩასაშუშად. რაც უფრო დიდხანს ჩავშუშავთ კერძს მით უფრო გემრიელი გამოვა იგი. თუ განვიცდით დროის უკმარისობას, მაშინ ჩავამატოთ ცოტა წყალი, ცეცხლს ავუწიოთ და 20 წუთში სოუსი იქნება მზად.
სანამ სოუსი იშუშება ავიღოთ ქვაბი წყლით და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. შიგ ჩავყაროთ მარილი, ადუღებული წყალში ჩავყაროთ გარეცხილი სპაგეტი. მოვხარშოთ სპაგეტი, შემდგომ გადავასხათ ცხელი წყალი და დავამატოთ ზეთი. კერძი მივირთვათ შემდეგი სახით: თეფშეზე დავდოთ სპაგეტი, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ბაზილიკი ფოთლები.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

როგორ გამოვიყენოთ სალვიას ზეთი?

როგორ გავისუფთავოდ სახის კანი

დაში-დორჟო ითიგელოვი – უხრწნელი ბუდისტი

უსაფრთხო ცხოვრება
