ის, რაც ქორწინებაზე უნდა იცოდეთ… » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

ის, რაც ქორწინებაზე უნდა იცოდეთ…

გააზიარეთ:

 

ქორწინება ქალბატონებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. თუმცა, სამწუხარო სტატისტიკის თანახმად, განქორწინებათა რიცხვი ძალიან მაღალია. თუ გსურთ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს უნდა იცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

 

ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს ქორწინების დღეს – როგორც წესი, ქორწილი იმდენად გრანდიოზული მოვლენაა ადამიანების ცხოვრებაში, რომ მისთვის მზადებას თვეებით ადრე იწყებენ, ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს, აწყობენ საინტერესო დეტალებს და ერთმანეთზე ზრუნვა ავიწყდებათ. გახსოვდეთ, ქორწილი მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, ამ დღეს მეორე ნახევართან განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოთ.

 

მეორე ნახევარი უნდა გიზიდავდეთ – შესაძლოა ერთად გაიზარდეთ, გიყვართ, მაგრამ თუ ის არ გიზიდავთ უნდა იცოდეთ, რომ ქორწინების შემდეგ ეს არ შეიცვლება, ამიტომ სჯობს თავიდანვე დააფიქრდეთ.

 

უნდა იყოთ საუკეთესო მეგობრები – ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი რამის გამოცდა მოგიწევთ: უძილო ღამეების, ბავშვის ტირილის გამო გამთენიისას გაღვიძების, ორსულობის შიშის, გაზრდილ გადასახადებზე ზრუნვის. ეს თქვენი ურთიერთობისთვის გამოცდაა. თუ კარგი მეგობრები იქნებით ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით.

 

შეავსეთ ერთმანეთი – სიყვარულში არ გჭირდებათ იყოთ ერთი მთლიანი, რადგან გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც ყველაფერში გვერდით უნდა გედგეთ და შეგავსოთ.

 

განქორწინების შანსი ყოველთვის არსებობს – ქორწინებისას არავინ ფიქრობს, რომ შესაძლოა ის განქორწინებით დასრულდეს. სინამდვილეში ამაზე უნდა იფიქროთ, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ ძალისხმევას გაიღებთ ერთმანეთის შენარჩუნებისთვის.

 

ბავშვი ქორწინებას ვერ გადაარჩენს – ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ რთულ ოჯახურ ურთიერთობას ბავშვი გამოასწორებს და სწორედ აქ უშვებს შეცდომას, რადგან როდესაც ბავშვი ჩნდება საზრუნავი იმატებს, მასზე მეტი ყურადღება გადადის და თუ თქვენი ურთიერთობა დალაგებული არ არის, ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა უფრო აირიოს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Neymar New Contract Sign/ ნეიმარი ახალი კონტრაქტით appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი