რორშახის ტესტის ანალიზი » www.idealuri.ge
ფსიქოლოგია

რორშახის ტესტის ანალიზი

გააზიარეთ:

 

სანამ უშუალოდ კონკრეტული პასუხების ახსნაზე გადავიდოდეთ, ზოგად პასუხებზეც გეტყვით ორი სიტყვით, რომ უკეთ მოახერხოთ თვითიდენტიფიკაცია. კარგად დააკვირდით რა სახის პასუხები სჭარბობს თქვენს ტესტში.

სექსუალური პასუხები – ეს ტესტი რორშახმა თავდაპირველად შიზოფრენიის დასადგენად მოიგონა და მერე განივრცო. თითქმის ყველა ფოტოშია ისეთი ფიგურები, რომელიც ეროტიკულად შეიძლება აღიქვა. რორშახი მიიჩნევდა რომ თუკი 10-იდან 4-ზე მეტ ფოტოზე სასქესო ორგანოს ხედავს ადამიანი, იგი შიზოფრენიისკენ არის მიდრეკილი და საერთოდ ვერცერთგან თუ ვერ აღიქვა, მაშინ სექსუალურ ფრუსტრაციას განიცდის. წითელ ლაქებში ბევრი ხედავს ვაგინას, მაგრამ უკეთესია თუ მის ნაცვლად პეპელას ან კიბორჩხალას დაინახავენ. თუკი ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს  ფოტოებში  ამ სექსუალური ლაქების მიღმა პეპლებს, მაშინ მას საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს.

სარკის ეფექტი – ყველა ფოტო სიმეტრიულია და ეს ხშირ შემთხვევაში ანარეკლის ეფექტად შეიძლება აღიქვას, განსაკუთრებით როცა 90 გრადუსით მოატრიალებ. ასეთი აღქმა არც ისე სასიხარულოა, რადგან რეფლექტური განწყობილების მქონე, დეპრესიისკენ მიდრეკილ ნატურაზე მიუთითებს. აჩრდილები, ღრუბლები და მსგავსი რამეებიც ამ პრობლემებში გადის. თუ უმრავლეს შემთხვევაში ანარეკლებს (სარკის ეფექტს)  ხედავთ, ეს გადაჭარბებულ თვითშეფასებას და ეგოცენტრულობას ნიშნავს.

საკვები – თუკი 4 -ზე მეტ ფოტოში დაინახავთ საკვებს, მაშინ თქვენ ნარკოდამოკიდებულებისკენ მიდრეკილება გქონიათ.

ერთიანი ინტერპრეტაცია – ინტელექტუალური და ლიდერობისკენ მიდრეკილი ადამიანები, ძირითად შემთხვევაში კარგად აკვირდებიან მთელ ფოტოს, ყოველი მხრიდან და საბოლოო ჯამში ფოტოს ერთიან სიტუაციას აღწერენ.

რამდენიმე ნაწილად  დაყოფა– პრაქტიკული და რაციონალური ადამიანები სხვადასხვა უბნებად ჰყოფენ ძირითადად ლაქებს , ორ ან სამ ძირითად უბნად, რომელზეც სხვადასხვა რამეებს ხედავენ.

დეტალები – ისინი ვინც დეტალებს უღრმავდებიან, იმპულსურობისკენ არიან მიდრეკილნი.

იმ პასუხებს, რომლებიც მთლიანი სიტუაციის აღწერას მოიცავენ (ლაქას აღიქვამენ როგორც ერთიან სიტუაციას) W-პასუხები ჰქვია (whole response), ხოლო  დეტალებად აღწერას D -პასუხები.

რაც უფრო მეტი W-პასუხი აქვს ადამიანს მით უფრო დიდი  შემოქმედებითი ნიჭის მქონე ნატურაა, D-პასუხების სიჭარბე კი დეპრესიაზე მიუთითებს.

მოძრავი პასუხები – როცა ადამიანი დინამიკას ხედავს,  კარგია. ეს კარგი წარმოსახვისა და პრობლემების მარტივად გადაჭრის უნარის ქონაზე მიუთითებს.

ფერებზე ყურადღების გამახვილება– ეს ემოციურობის მიმანიშნებელია. 5 შავთეთრი ლაქაა აქ, 5 ფერადი. თუკი ფერად ლაქებზე ფერებზე ამახვილებს პაციენტი ყურადღებას, მაგალითად მეორე ფოტოში ჯუჯებს იმიტომ ხედავს რომ წითელი ქუდები დაინახა, ესე იგი ეს ადამიანი ჰიპერ-მგრძნობიარეა.

ჩრდილებზე ყურადღების გამახვილება – თუკი ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს ლაქებზე ჩრდილებს, ეს თვითკონტროლის დაკარგვისა და დეპრესიის მანიშნებელია.

ზედაპირული სტრუქტურისადმი ინტერესი – ეს ემოციური კავშირის დამყარების მოთხოვნილებაა. ზედმეტად მძაფრი ინტერესი – მზრუნველობის მოთხოვნილება.

ნეგატიური და პოზიტიური პასუხები  ნეგატიურ პასუხებად მიიჩნევა პასუხები, როცა ადამიანი ხედავს ჩხუბს, იარაღს, სისხლს, აფეთქებებს, დესტრუქციას, ნგრევას, საშიშ ცხოველებს, მონსტრებს, შემაშფოთებელ სახეებს, ძალადობას. გაჭყლეტილი კატა,   ტარაკანი, საქარე მინაზე მისრესილი მწერის გასხმული შიგანი და მსგავსი ფანტაზიებიც ალბათ ხვდებით რომ მთლად ჯანსაღი ფსიქიკის მაჩვენებელი არ უნდა იყოს და ჩახშულ აგრესიაზე, იმედგაცრუებაზე და დაგროვილ ბრაზსა და წყენაზე მიუთითებს.

პოზიტიურ პასუხებად ითვლება ცოცხალი ფიგურების დანახვა – ცოცხალი ადამიანები, ბავშვის სახეები, ყვავილები, მოცეკვავე წყვილები, ქალის ფიგურები, საყვარელი ცხოველები და ა.შ. თავადაც მიხვდებით.

ძალიან ბევრი პოზიტიური პასუხი შეიძლება ითარგმნოს როგორც გაუბედაობად, მორიდებულობად, მონურ ქედმოხრილობად, მორჩილებად, ერთი სიტყვით წამებულის კომპლექსად.

საინტერესოა ისიც, თუ ვისთან ახდენს ადამიანი თვითიდენტიფიკაციას სიტუაციის აღწერისას იმ ადამიანთან ვინც ტარაკანი გაჭყლიტა, ანუ მკვლელთან, თუ თავად გაჭყლეტილ ტარაკანთან ან კატასთან. არსებობს ასეთ შემთხვევებიც, როცა ისინი უბრალოდ თვითმხილველები არიან, თუ როგორ გაჭყლიტა მანქანამ საწყალი კატა. ეს შინაგანი მღელვარების მანიშნებელია, ნევროზის და გაღიზიანების იმის გამო რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებენ.

ახლა კი კონკრეტულად თითოეულ ლაქაზე

 

ეს ყველაზე გავრცელებული და მარტივად ასახსნელი სურათია. ძირითადად ადამიანები ღამურას, პეპელას, ფარვანას, ნიღაბს ან ჰელოუნის გოგრას ხედავენ. თუ ცხოველის სახე დაინახე, ნიშნავს რომ პარანოია გაქვს და ის გეჩვენება ხშირად, რაც არ არის.

ღამურას ზოგადად აგრესიის მატარებელი  სისასტიკისკენ მიდრეკილი ადამიანები ხედავენ,  მკვდარი ღამურა კი კიდევ უფრო ნეგატიური პასუხია.

ფარვანა ან პეპელა -ჰარმონიის ნაკლებობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

ზოგიერთი ნახატს ატრიალებს და  გემს ხედავს წყალში, რომლის ანარეკლიც წყალზე ისახება. ეს ნიშნავს რომ ადამიანი ძალიან მოწყვლადია, რომ მან დიდი ტკივილი ნახა, თუმცა მიუხედავად ამისა, არ ნებდება და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს ცხოვრებაში. თუ მას ამის დანახვაზე უარყოფითი ემოცია აქვს, არ მოსწონს, ნიშნავს, რომ შეშინებულია და შფოთვები აქვს. რაც შეეხება ანარეკლს, ეს სარკის ეფექტია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეგოცნეტრულ გადაჭარბებულ თვითშეფასებაზე მიუთითებს.

საომარი გემი აგრესია და ფრუსტრაციაა აგრეთვე.

თუ ორი ადამიანი დაინახეთ, რომელიც  შუაში მესამეს ესხმის თავს, ესეც ფარულ აგრესიულობასა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელთან ახდენს იგი თვითიდენტიფიკაციას.

ზოგიერთები ფრთებგაშლილ ანგელოზს ხედავენ. ეს ნიშნავს რომ ადამიანი მორალურად მიუღებელ მოვლენებთან იქნა ასოცირებული, თუმცა თავად თავს უმანკოდ და სუფთად მიიჩნევს. იგი მსხვერპლის როლშია.

არინ ისეთებიც ვინც უთავო დიდმკერდიან ქალს ხედავენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანს მზრუნველობა აკლია. თუ ქალი ბრძენდებით, მაშინ საკუთარ თავს ეროტიკულად მიმზიდველად მიიჩნევთ. ხედავენ ვაგინასაც და ეს ჩახშულ სექსუალურ სურვილებზე მიუთითებს, რაც არც ისე კარგი პასუხია – სექსუალურ ფანტაზიებზე ზემოთ ვილაპარაკეთ.

ერთმა პაციენტმა ფოტოზე მაღაროს მუშები დაინახა, რომლებიც მიწის სიღრმეში რაღაცას თხრიდნენ. ხედავენ შადრევანზე შემოსკუპებულ სპილოებს, დათვებს… ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ნახატზე მსგავსი არაფერი ხატია  და არარსებულის დანახვა, შიზოფრენიაზე მიუთითებს.

2.

 

ბევრი ამ ნახატზე ორი კაცის/ დათვის/ ძაღლების/ სპილოების/ რომელიმე ცხოველის ჩხუბს, ბრძოლას ხედავს და  წითელ ლაქებს სისხლად აღიქვამს. ეს საშინელი ბრაზია, ჩახშული აგრესია ან მოსალოდნელი დაზიანების შიში.  ბევრი ცუდი რამ გაქვთ დაგროვილი გულში, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ, თორემ ერთ დღეს შესაძლოა საშინლად ამოხეთქოს. ფიალა სავსეა, უკვე ყველაფერი გწყინთ და პატარა განაწყენებაზეც მზად ხართ მთელი ქვეყნიერება გადაბუგოთ.

თუკი მშვიდობიან ხელჩაკიდებულ ადამიანებს/ცხოველებს  ხედავთ, მაშინ ძალადობრივ სამყაროსთან შეგუებული ბრძანდებით და სისასტიკის დანახვაზე სიმშვიდეს ინარჩუნებთ.

ასეა თუ ისე, ორი ფიგურა უნდა დაინახოთ, თუ ვერ ხედავთ პირად ურთიერთობებში პრობლემები გქონიათ. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ორ ქალს დაინახავთ, ან ჯუჯებს.

არიან ისეთების რომლებიც ამ წითელ ლაქებს სასქესო ორგანოებად აღიქვამენ, ზემოთ პენისებს და ქვემოთ ვაგინას.

ორი ჯამბაზი – ნარცისიზმია – ,,ჩემი ბედნიერება დამოკიდებულია ჩემი ბედნიერების შენეულ სარკეზე. შეიძლება ვიღაცამ იდავოს, რომ ჯამბაზები სრულიად უწყინარი ხალხია, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ვინც მათ ხედავს საკუთარი ეგოთია შეპყრობილი და გამუდმებით თაყვანისცემა სურს.

 

3.

ამ ლაქის ასოციაციებით სექსუალურ ორიენტაციას ადგენენ. უმრავლესობა ორ ადამიანს ხედავს ერთმანეთის პირისპირ, ირგვლივ კი ყვავილებს, ორქიდეებსა და პეპლებს. შესაძლოა დოლის გარშემო ცეკვავდნენ, ან მაგიდასთან დახრილები იყვნენ მარწყვის ან სოკოების ასაღებად. ორივეს აქვს მკერდი და პენისი. ისინი ჰერმაფროდიტები არიან.

ჰეტეროსექსუალები მათ კაცად აღიქვამენ, მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება პაციენტი, თუ კაცი, ჰომოსექსუალები ხედავენ ქალს.

გარდა ამისა, ის თქვენ სოციალურ ურთიერთობებზეც ბევრს ამბობს. თუკი იმერყევეთ პასუხზე და ჩამოყალიბება გაგიჭირდათ, მაშინ თქვენ ურთიერთობებში  ცოტა ნევროტული, ფრთხილი იქნებით სავარაუდოდ და თავდაჯერებაც გაკლიათ. უფრო დიდი პრობლემა გაქვთ, თუ ადამიანების მსგავს არსებებს  საერთოდ ვერ ხედავთ.

ვიღაცეები ცირკის ძაღლებად აღიქვამს ამ ფიგურებს თითქოს თავზე რაღაც ადევთ და წონასწორობის დაცვას ცდილობენ – ესეც პოზიტიური პასუხია.

ხედავენ ორ ქალსაც, რომელიც რაღაცას ვერ იყოფს, ასეთი წარმოსახვა იმათ თავში ჩნდება, ვისაც კონკურენტულ გარემოში უწევს ყოფნა და მეტოქეების არსებობას ძალიან განიცდის.

ერთმა პაციენტმა ასეთი რამეც თქვა: ორი კაცი, რომელსაც ქალის თავი აქვს გაგდებული წიხლქვეშ – კაცები შეიძლება დაინახო, მაგრამ ქალის თავი აქ არ არის – ეს უკვე შიზოფრენიის ნიშნებია.

არის კიდევ ერთი პასუხიც, რომელიც ერთი შეხედვით პოზიტიური ჩანს – ორი გოგონა პეპლებით  კაცების მხრებზე შემომდგარი ცეკვავს, თუმცა ეს პასუხიც ნეგატიურია, ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს, რადგან გოგონები ბევრად პატარები არიან კაცებზე და სცენარიც რაღაც ძალიან არაბუნებრივი და დამახინჯებულია.

 

4.

 

ამას ,,მამების კარტსაც“ უწოდებენ, რადგან ავტორიტეტებთან – მშობლებთან, ხელისუფლებასთან, უფროსებთან, ზოგადად მამრობით სქესთანაც კი  თქვენს დამოკიდებულებებს ამხელს. ამ ფოტოს ყურებისას უმრავლესობას უჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ზემოდან დაჰყურებს. რა შეგრძნება გიჩნდებათ მის დანახვაზე, იმის მიხედვით შეგიძლიათ გაშიფროთ თქვენი ქვეცნობიერი კომპლექსები.

ყველაზე ხშირად პასუხობენ რომ ეს არის მამაკაცი უზარმაზარ პალტოში, ქურთუკში… კიდევ ხედავენ ცხოველის ტყავს ან გორილას. შეიძლება ფეხებიანი დრაკონის ასოციაციაც შექმნას. არის სექსუალური პასუხებიც – ვაგინა, უზარმაზარი პენისი.  ეს დრაკონის მესამე ფეხია. თუკი მამაკაცურ სქესს გამოკვეთილად ხედავს ადამიანი, ეს მამასთან/ უფროსებთან/ ავტორიტეტებთან დაძაბულ  ურთიერთობაზე მიუთითებს რაც კარიერულ წინსვლაში ხშირად ხელს უშლის.

არიან ისეთები რომლებიც აქაც ძალადობას ხედავენ, თავდასხმას, საშიშ ცხოველებს, მონსტრებს, რაც როგორც უკვე თავადაც იცით, ჩახშული აგრესიაა და განსაკუთრებით კი ამ საკითხში. ადამიანს სძულს ავტორიტეტები, თუმცა ამის გამოხატვას ვერ ახერხებს და ბოღმა უგროვდება.

ხედავენ ხესაც, შობის ხესაც – ეს პოზიტიური პასუხია.

ვიღაცამ იხვებიც კი დაინახა, თითქოს ბუჩქებიდან ჰქონდათ თავი ამოყოფილი – მას შიშები ჰქონდა, ფობიები და ფიქრობდა რომ დაცვას საჭიროებდა.

 

 

5.

 

რორშახი მიიჩნევდა რომ ამ ლაქის ინტერპრეტაცია ყველაზე მარტივი იყო. ეს ან ღამურაა, ან პეპელა, ან მერცხალი.  თუკი ნიანგების თავებს ხედავ – ეს სადისტური მიდრეკილებებებია, თქვენ ძალიან სასტიკი ადამიანი ხართ, თუნდაც არ ამჟღავნებდეთ. თუკი ანტენებს ხედავთ ამ კუდმაკრატელა მერცხალს კასტრაციის კომპლექსია.

(კასტრაციის კომპლექსი ვაჟებში ყალიბდება ონანიზმთან დაკავშირებული რეალური ან ფარული საშიშროების სახით – დაკარგონ თავიანთი სასქესო ორგანო – როგორც სასჯელი ონანიზმისათვის. გოგონებთან კასტრაციის კომპლექსი ვლინდება სქესთა შორის განსხვავების აღმოჩენის შემდეგ. ამ პერიოდში გაუდიფერენცირებელია შიშისა და შურის გრძნობები მამაკაცის სასქესო ორგანოსადმი და უკავშირდება სექსუალურ ფანტაზიებს).

ამ კარტზე ბევრი ინტერპრეტაცია არ არსებობს, ძირითადად ყველა მარტივად ხედავს. თუკი ადამიანს ამ ფოტომ სხვა ფოტოებზე მეტი ასოციაცია გაუღვიძა და ამ კარტზე გაცილებით მეტი ილაპარაკა, იგი რეალობასაა აცდენილი და შიზოფრენიის ნიშნები აქვს.

დეპრესია აქვს ადამიანს, რომელსაც ამ კარტის გაშიფრვა გაუჭირდება, ანუ ბევრს იფიქრებს პასუხზე, ან იფიქრებს რომ სხვა კარტებზე რთული გასაშიფრი იყო.

 

 

6.

 

ეს ცალსახად სექსუალური ლაქაა. ქალის სასქესო ორგანოა თავისი თმით და ყველა დეტალით. ზემოთ კიდევ პენისი. თუ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ, სექსუალური პრობლემები გქონიათ.

ეს შეიძლება იყოს აგრეთვე გრძელცხვირა თეატრის ნიღბად აღქმული. თუ 180 გრადუსით მოატრიალებთ, კედელზე დაკიდებული ცხოველის ტყავია, კუდი რომ ქვემოთ აქვს ჩამოკონწიალებული. შეიძლება ნიჟარადაც მოგეჩვენოთ შიგ ყვავილებით. იაპონელები რაღაც საკრავს ხედავენ. ეს პოზიტიური პასუხებია.

90 გრადუსით მობრუნებული გემს გავს, რომლის ანარეკლიც წყალზე ეცემა. თუ ეს სამხედრო გემია ეგოცენტრულობასა და გადაჭარბებულ თვითშეფასებასთან ერთად ბრაზი და აგრესიაცაა.

ერთმა ქალმა თქვა, რომ მთას ხედავდა, რომელზე ასვლაც უჭირდა. ესეც უარყოფითი პასუხია. იგი ვერ უმკლავდება პრობლემებს ცხოვრებაში და ამის გამო დათრგუნულია და გაბრაზებული. კუნძულს თუ ხედავთ მარტოობის ან იზოლაციის შიში გაქვთ.

ეს ის კარტია ყველაზე მეტად რომ შეიძლება მიამგვანოთ გაჭყლეტილ კატას – თუ ამას ხედავთ, დასვენება გჭირდებათ, ყველაფრის გადახარშვა და აგრესიის მენეჯმენტი.

 

7.

დედის კარტი. წესით ორ ქალს უნდა ჰხედავდეთ ცალსახად, ძალიან გამხდრებს, უცნაური ვარცხნილობით. აქ დედის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება სჩანს. ბევრი ჭორიკანა ქალებს ხედავს, ზოგი მოჩხუბარ ქალებს, ზოგი კუდიან ქალებს – ეს დედასთან ცუდ ურთიერთობაზე მიუთითებს, რამაც ძალიან ღრმა კვალი დატოვა მის ფსიქიკაზე.

თუკი ფოტოზე საყვარელ გოგონებს ხედავთ, ან მოცეკვავე ბებოებს, ეს პოზიტიური პასუხია.

ერთმა მამაკაცმა ასეთი აღწერა გააკეთა: აქ ორი ადამიანია, რომლებიც ერთმანეთზეა მიშტერებული, იკამათეს და ახლა უკვე აღარ აქვთ ლაპარაკის ენერგია – ეს ცოლთან მოუგვარებელ პრობლემებზე მიუთითებს. არის რაღაც საკითხები, რაც აწუხებს, მაგრამ აღარ ჰყოფნის ძალა ამ ყველაფრის გადასაჭრელად.

ვიღაცეები ხედავენ ღრუბლებს და მეხსაც, ესეც უარყოფითი პასუხია. ნევროზი და გაღიზიანება.

ხედავენ ინდიელებსაც თავზე ბუმბულებით. 180 გრადუსით მოტრიალებული  ხიდს გავს კანიონზე.

გოგონებს შორის სივრცეს თეთრ ლამფადაც აღიქვამს ზოგი – ეს ცალსახად შიზოფრენიის ნიშანია.

ხედავენ გოგონასაც რომელიც სარკეში იყურება. სარკე კი იცით რაც არის.

 

 

8.

 

წინა შვიდი დამაბნეველი კარტის შემდეგ ეს კარტი ბევრს შვებად ევლინება. ეს პირველი სრულიად ფერადი ლაქაა და თანაც საკმაოდ კომპლექსური, ადამიანები, რომლებსაც ინფორმაციის ათვისება უჭირთ, ამ კარტზე იბნევიან. აღიზიანებს იმათაც, ვისაც ემოციური აშლილობა აქვს.

აქ მთავარია ოთხფეხა ცხოველები დაინახო ორივე მხარეს, თუ ვერ ხედავ მენტალური დეფექტის ნიშანია.  ნაცრისფერი სამკუთხედი ხედ შეიძლება აღიქვა, შუაში ცისფერი ნაწილი დრაკონად, ქვემოთა ნაწილი კი ვაგინად, ან პეპლად.

90 გრადუსით მოტრიალებული კლდეზე აბობღებული პანტერაა ისევ სარკის ეფექტით  და ისევ ეგოცენტრული გადაჭაბებული თვითშეფასებით ამჯერად ინტელექტუალურ საკითხებში.

ის ხალხი, ვისაც ზებუნებრივი ძალების შიში აქვთ, ისინი ვინც წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო დანაშაულის შეგრძნებით იტანჯება, ის ვინც რაღაცას ნანობს ცხოველებს ხედავს რომლებიც ცეცხლის ენების არიდებას ცდილობენ.

თუკი თქვენ ტანსაცმელს ხედავთ – ქურთუკს ან რამე მსგავსს, მაგალითად წელს ზემოთ ადამიანის ტანს ორგანოებით, ფილტვებით, თირკმელებით და ა.შ. ეს კარგ ორგანიზაციულ უნარებზე მიუთითებს.

 

9.

 

აქ ყველაზე ხშირად რაკეტის გაშვებას ხედავენ – უკან ცეცხლი წინ შავი კვამლი და შუაში რაკეტა. ხედავენ უბრალოდ ცეცხლსაც შავი და ვითელი კვამლით. ფერად ყვავილს.

90 გრადუსით თუ მოატრიალე შეიძლება დაგენახა სახეები.

პარანოიკები მწვანე, სოკოსავით ღრუბელს ხედავენ.

თუ ადამიანმა აქაც კონფლიქტი დაინახა სადმე (ზემოთ ორი კაცის ან მონსტრის ჩხუბი ყვითელ ფერში) მაშინ იგი სოციოპათია, ძალიან უჭირს ადამიანებთან ადეკვატური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ამ ფოტოზეც რაც უფრო ნაკლები ასოციაცია ექნება ადამიანს, მით უკეთესი. ბევრი ასოციაციები აგრეთვე შიზოფრენიისკენ მიდრეკილებაა.

 10.

 

აქ  ზოგი ცისფერ ან ნაცრისფერ  კიბორჩხალებს ხედავს, ზოგი ობობებს, ნარინჯისფერ ხილს, კრევეტებს,  მწვანე მუხლუხოებს, ყავისფერ თაგვებს, წითელ ზღვის კიტრებს. წესით ჯანმრთელმა პაციენტმა ეს ყველაფერი უნდა დაინახოს და თან უნდა მოახერხოს სიტუაციის ერთიანობაში აღქმაც – ზღვის ცხოვრება, ამება მიკროსკოპში, ან რამე მსგავსი.

ადამიანები, ვისაც კასტრაციის კომპლექსი აქვთ, ნაცრისფერ თაგვებს ხედავენ შუაში ან ორ ცხოველს რომელიც ჯოხს ღრღნის. ეს ჯოხი პენისის სიმბოლოა. მათ სექსუალური პრობლემები აქვთ, თუნდაც ეს ჯოხი თავად პაციენტმა პენისად ვერ აღიქვას.

ზოგიერთ ადამიანი დიდი ხნის დაკვირვების შემდე ხედავს აფეთქებას, ვულკანს და მსგავს რამეებს, ეს ნიშნავს რომ :

  1. ადამიანი არის შეპყრობილი ფიქრით თითქოს ფიზიკური ან მენტალური დეგრადაციის პროცესშია.
  2. ადამიანს აქვს დეპრესია, განსაკუთრებით კი ასაკის მატების და ნორმალური ფუნქციონირების დაკარგვის ნიადაგზე. ამას ხედავენ ისინი, ვინც დარდობენ, რომ ბერდებიან.
  3. ადამიანს დაკარგული აქვს თვითკონტროლი და არსებობს რისკი დესტრუქციული ქცევებისა.

 

 

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • გამოიწერეთ ჩვენი სხვა გვერდები ////////// ნუცას გვერდის ლინიკი https://www.youtube.com/channel/UCDPynzEmoEG9f9Fi5d6Wukw შრეკის გვერდის ლინკი ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • This video you are watching IPL 2024 Lucknow Super Giants vs Chennai Super Kings, 34th Match – Live Cricket Score,, Pre discussion and Live Score With Fun Chatting But No Ball By Ball ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი