მზის მთლიანი გამოსახულება » www.idealuri.ge
ასტრონომია

მზის მთლიანი გამოსახულება

გააზიარეთ:

 მზის მთლიანი დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ (NASA-ს ფოტო).

 კადრები, რომლებიც ჩვენი დღის მნათობის მთლიან ზედაპირს ასახავს, ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ამერიკელი სპეციალისტების მიერ, ორი ერთნაირი თანამგზავრის, STEREO-ების საშუალებით. 6 თებერვალს აპარატები მზის გარშემო, ზუსტად საპირისპირო მხარეებზე განთავსდა.

 აპარატები კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს, ისინი მოძრაობენ დედამიწის ორბიტის მაგვარ ორბიტაზე  მზის გარშემო. გასული წლების განმავლობაში აპარატები ერთმანეთს ნელ-ნელა შორდებოდნენ და თან იღებდნენ მზის უამრავ სტერეო ფოტოებს, რომლებზეც მზის ქარიშხლების საინტერესო ანატომური თავისებურებები გამომჟღავნდა.
აპარატებიდან ერთ-ერთმა მიაღწია წერტილს (თანამგზავრი A), რომელიც ჩვენი პლანეტიდან 90 გრადუსით წინაა, მეორემ (B) დაიკავა ადგილი 90 გრადუსით უკან. აპარატებმა პირველად უზრუნველყვეს ასტრონომები მზის მთელი ზედაპირის, განუწყვეტელი (მთელი 360 გრადუსი) გადაღებებით. 

 “სტერეო A და B”, თანამგზავრების მდგომარეობის ილუსტრაცია.  ყვითელი ისარი – ორბიტაზე მოძრაობის მიმართულება. 2015 წელს თანამგზავრები ერთმანეთს მიუახლოვდება დედამიწის ორბიტის ჩვენგან უშორეს წერტილში, რის შემდეგაც ისევ დაიწყებენ ნელ დაშორებას და 2019-ში ისევ 180 გრადუსიანი კუთხით განლაგდებიან ერთმანეთის მიმართ, მზით შუაში (NASA-ს ილუსტრაცია).

ამიერიდან, როგორც სპეციალისტები ხსნიან, ნებისმიერი მოვლენა მზის ნებისმიერ წერტილზე, მაშინვე იქნება დაფიქსირებული და არ იქნება მოულოდნელი დედამიწის მცხოვრებთათვის.

 მეცნიერებმა, ასევე, გადაამოწმეს მოსაზრება მზის სხვადასხვა აქტიური უბნების ერთმანეთთან ზემოქმედების თაობაზე, იმაზე, რომ ზედაპირის სხვადასხვა მხარეს მომხდარი ამოფრქვევები სხვა ამოფრქვევების გამომწვევნია, ისინი თითქოს კვებავენ ერთმანეთს წარმოქმნილი დარტყმითი ტალღებით.

 ეს არამარტო ახალი პარაგრაფია ჰელიოფიზიკაში, არამედ პრაქტიკული სარგებელის მოტანაც შეუძლია. მნათობის მთლიანობაში ხედვით შესაძლებელია ზუსტი კოსმოსური ამინდის პროგნოზირება (მაგნიტური ქარიშხალი), რომელიც დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე. ასეთი პროგნოზები მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებისთვის, ან ენერგო მომარაგების ქსელებისთვის, რომლის აპარატურა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ძლიერი მაგნიტური ქარიშხლების დროს (მზის ფარი). მეცნიერები ასევე დიდი სიზუსტით დააკვირდებიან კორონალურ ამოფრქვევებს, ეს მათ გამოადგებათ კოსმოსური აპარატების სამართავად, რომლებიც მარსისა და მერკურისკენ გაფრინდებიან.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი