როგორ მოვამზადოთ შოკოლადის კექსი » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის კექსი

გააზიარეთ:

 

შოკოლადის კექსის მომზადება სახლის პირობებში არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, მთავარია სურვილი და საჭირო ინგრედიენტები, ხოლო შოკოლადის კეკსისათვის მათ მომზადებას მოცემულ სტატიაში ისწავლით.

საჭირო ინგრედიენტები

ცომი:

მარგარინი  200 გრ.
შაქარი 200 გრ.
ვანილი
შაქარი 1 ჩ/კ.
კვერცხი 5 ც.
კაკაო 5 ჩ/კ
ფქვილი 250-300 გრ.
სოდა 1 ჩ/კ.

კრემი:

ჟელატინი 10 გრ.
ხაჭო 200 გრ.
შაქარი 150 გრ
არაჟანი 200 გრ.

ჟელატინი დაალბეთ 100 მლ. ცივ წყალში და დატოვეთ 1 სთ.

მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ მარგარინი შაქართან და ვანილთან ერთად. შეათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ კაკაო, ძმარში გახსნილი სოდა და ბოლოს ფქვილი. გამოვა საშუალო სისქის ცომი. ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი; გამოაცხვეთ ღუმელში 35-40 წთ.

აფუებული ჟელატინი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე, ოდნავ შეაგრილეთ. ხაჭოს დაამატეთ შაქარი არაჟანი და გამდნარი ჟელატინი. აურიეთ და კრემი შედგით მაცივარში 20-30 წთ.

გამომცხვარი კექსი გაჭერით შუაზე, ქვედა ფენას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post SRH Scored 287 IPL Highest Total 🔥 Travis Head Century 😨 Dinesh Karthik 83 Runs 🔥 #shorts #srhvsrcb appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი