როგორ მუშაობს საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტება SWIFT-ი? » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

როგორ მუშაობს საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტება SWIFT-ი?

გააზიარეთ:

 

SWIFT(Socity World-Wide International Financial Telecommunications) – წარმოადგენს ბანკთაშორისი მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ფინანსური სისტემების გაერთიანებას. SWIFT-ის ძირითად მიმართულებაა ოპერატიული, საიმედო, ეფექტური, კონფიდენციალური და არასანქცინირებული შეღწევისაგან დაცული სატელეკომუნიკაციო მომსახურება ბანკებისათვის და ფინანსური ორგანიზაციებისათვის, რაც ინფორმაციის გაცვლის ფორმებისა და მეთოდების სტანდარტიზაციის სამუშაოების ჩატარებით მიიღწევა.

 1973 წელს 15 ქვეყნის 239-მა ბანკმა ბელგიის კანონმდებლობიდან გამომდინარე დააფუძნეს SWIFT და შეიმუშავეს ფინანსური ინფორმაციის გაცვლის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფდა სტანდარტიზებულ შეტყობინების უსაფრთხო და დაცულ გაცვლას. შემდგომი 4 წელი დაეთმო ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარებას და 1977 წლის 9 მაისს ქსელი ოფიცია-ლურად გაიხსნა. უკვე წლის ბოლოს მონაწილე ბანკების ოდენობამ მიაღწია 586, ხოლო ინფორმაციის დღიურმა ნაკადმა კი 500 000-ს.

დღეის მდგომარეობით SWIFT აერთიანებს 5000-ზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციას მსოფლიოს 165-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ ყველას, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირდნენ დღე-ღამის განმავლობაში 365 დღე წელიწადში. მოცემულ პერიოდში SWIFT-ის საშუალებით დღეში გადაიცემა 6 მილიონზე მეტი ინფორმაცია.

საყურადღებოა ისიც, რომ SWIFT არ წარმოადგენს საკლირინგო ორგანიზაციას, არამედ მხოლოდ საკომუნიკაციო ქსელია.

SWIFT წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომლის მფლობელებიც არიან ბანკი წევრები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, პრინციპით ერთი აქცია – ერთი ხმა.

SWIFT-ის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბანკი, რომელსაც ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე აქვს უფლება საერთაშორისო საბანკო ოპერაციების განხორციელებისა.

SWIFT-ში გაერთიანება ხორციელდება 2 ეტაპად – პირველი საწევრო გადასახადის, ერთი აქციის და პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება (ჯამში დაახლოებით 50 000 აშშ დოლარი) და მეორე საკომუნიკაციო მოწყო-ბილობის შეძენა და ქასელში ჩართვა (ჯამში დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი).

ჩართვის შემდგომ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა SWIFT-ის ოპერატორის მომზადებას. გამომდინარე პროგრამის სტრუქტურიდან SWIFT-ში მუშაო-ბა მოითხოვს მნიშვნელოვან კვალიფიკაციას. კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა გარკვეული გამოცდილება, რადგან მოკლე დროის განმავლობაში შეუძ-ლებელია ყველა შემთხვევის განხილვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს თითოეული ბანკთაშორისი გადარიცხვა შეიძლება შეადგენდეს რამოდენიმე მილიონ დოლარს და დაგვიანებაზე ჯარიმა როგორც წესი აღწევს 5% – მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ SWIFT-ის ოპერატორის დაუდევრობამ ან უყურადღებობამ შეიძლება გამოიწვიოს ათიათასობით აშშ დოლარი ჯარიმის გადახდა.

 

 

SWIFT ის პროგრამის სტრუქტურა

 SWIFT-ში სამუშაოდ იყენებენ ერთ და მრავალ სამუშაო ადგილინ პროგრამებს(მრავალსამუშაოადგილიანი უფრო ძვირია). მრავალსამუშაო ადგილიანი პროგრამა უფრო მოხერხებულია და მას იყენებენ ბანკების უმრავლესობა. მისი საშუალებით შესაძლებელია ავტორიზაციები საგადასახადო დავალებებზე (SWIFT ითხოვს 3 დონიან ავტორიზაციას) განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაო ადგილიდან. ავტორიზაციის 3 დონე საჭიროა, როგორც უსა-ფრთხოებიდან გამომდინარე, ისე შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს ბანკებში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე პირველ დონეს წარმოადგენს ოპერატორი, რომელსაც შეჰყავს საგადახდო დავალება. მეორე დონის ავტორიზაციას გადამოწმების შემდგომ აძლევს შესაბამისი განყოფილების უფროსი ან უფროსი სპეციალისტი, ხოლო დამაგვირგვინებელ ავტორიზაციას კი როგორც წესი სამსახურის უფროსები ახორციელებენ, რომლებიც აგზავნიან კიდევაც შეტყობინებებს.

პროგრამაში დაშვების უფლებას იძლევა სპეციალური პლასტიკური ბარათი, რომელიც ყველა დონის ავტორიზაციაზე გაიცემა ცალ-ცალკე. ბარათები, რომლებსაც “გასაღებებს” უწოდებენ, იდება სპეციალურ მოწყობილებაში, რომელსაც ჩარდრეადერ ეწოდება. ჩარდრეადერ იძლევა პროგრამასთან დაშვების უფლებას.

 

SWIFT ის შეტყობინება

SWIFT-ის შეტყობინების ფორმატები შემუშავებულია ისე და იმგვარად, რომ ისინი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს სტანდარტებს (ISO). თითოეულ ბანკს ენიჭება სპეციალური საბანკო საინდენტიფიკაციო კოდი რომლის საშუალებითაც ხდება მისი სისტემაში მუშაობა და იდენტიფიცირება.

 

ელექტრონული ფორმატების უნიფიცირება მნიშვნელოვნად აადვილებს გაგზავნილი შეტყობინებების სისწორის კონტროლს, რაც ერთის მხრივ წარმოადგენს შეცდომებისაგან დაცვის საშუალებას, ხოლო მეორეს მხრივ ზრდის სისტემის გამტარუნარიანობას სწორედ ფორმულირებული შეტყობინებეიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით გამოიყენება 11 კატეგორია (დანართი #1), რომელიც მოიცავს 130-ზე მეტი ტიპის შეტყობინებას.

 

   (დანართი #1)

შეტყობინებების კატეგორიები და ტიპები:

კატეგორია (A)

შეტყობინების კოდი (B)

შეტყობინების ტიპი (C)

1

2

3

0

სისტემური შეტყობინება

1

კლიენტების გადარიცხვები და ჩეკები0 კლიენტების გადარიცხვები1 ჩეკები

2

ფინანსური ორგანიზაციების გადარიცხვები0 საბანკო გადარიცხვები1 შეტყობინება მიღების შესახებ

3

სავალუტო ოპერაციები0 ვალუტის გაცვლა და სავალუტო ოპციონი2 ფიქსირებული სასესხო და სადეპოზიტო გარი-გება3 სასესხო-სადეპოზიტო გარიგება, რომელიც ითვა-ლისწინებს შეტყობინებას ან მოთხოვნას


4 შეთანხმება პროცენტების მომავალ ოდენობაზე

5 საპროცენტო გადახდები სასესხო-სადეპოზიტო გარიგებაზე

6 საპროცენტო გადახდების გაცვლა

4

ინკასო და ნაღდის დოკუმენტები0 შეტყობინება გადახდაზე1 დადასტურება2 შეკითხვა


3 ინსტრუქციების ცვლილება

5 ნაღდის დოკუმენტები

5

ფასიანი ქაღალდები0  დავალება ყიდვაზე1 შეტყობინება/დადასტურება ყიდვაზე და გაყიდვ-აზე2 კრედიტებისა და ფასიანი ქაღალდების მოძრაო-ბის ინსტრუქციები


3 მოძრაობის დადასტურება

5 კორპორატიული ქმედებები, დადასტურება, პრეტე-ნზიები

6 კორპორატიული შემთხვევები

7 ინვესტიციების მართვა და ბიულეტენი

8 სპეციალური შეტყობინებები

6

ფასიანი ქაღალდები და სინდიკატები0 ძვირფასი ლითონები4 სინდიკატები

7

დოკუმენტალური აკრედიტივები და გარანტიები0 ემისია (აკრედიტივის გადამისამართება, ცვლილე-ბა, დამატება)1 მესამე ბანკის აკრედიტივის ავიზირება2 აკრედიტივის გადარიცხვა


3 დადასტურება და თავდება

4 ჰამბურგის უფლებამოსილება

5 დავალება და უფლებამისილება

6 გარანტიები

8

სამგზავრო ჩეკები0  გაყიდვა და ანგარიშსწორება1 ანაზღაურება2 აქტივის მართვა

9

შერეული შეტყობინებები0 დადებეტების დადასტურება1 დაკრედიტების დადასტურება2 საბალანსო ანგარიშის მოთხოვნა


3 შეტყობინება საპროცენტო განაკვეთის შესრულე-ბის შესახებ

4 ამონაწერი კლიენტის ანგარიშიდან

5 ნოსტრო ამოინაწერი

7 ნეტო ამონაწერი

8 ცნობა მდგომარეობის შესახებ

n

საერთო ჯგუფიგანაღდება, პროცენტები, ხარჯებიგაუქმების შეკითხვებიშეკითხვების პასუხები


თავისუფალი ფორმის კერძო შეტყობინებები

 

 

როგორც წესი შეტყობინებები ეგზავნება ერთი მომხმარებლის მიერ მეორეს, მაგრამ არსებობს შეტყობინების კატეგორია (O), რომლის საშუალებითაც მონაწილე მიმართავს მთლიანად ქსელს. სისტემური შეტყობინებები გამოიყენება როგორც წესი გარკვეული ქმედებების გამოსათხოვად, სპეციალური ანგარიშგებების მისაღებად, მონაცემთა ბაზებში შეტყობინებების მოსაძებნად, სასწავლო და სავარჯიშო მიზნებისათვის. მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს ქსელიდან შეკითხვები ან თვითონ ქსელმა შეიძლება მოახდინოს მომხმარე-ბლის ინფორმირება მისი მიმდინარე მდგომარეობის, განახლებების, ახალი მომსხურების და სხვა შესახებ.

არსებობს სამი ძირითადი სისტემური შეტყობინება:

LOG-IN/OUT – სისტემური შეტყობინება სისტემაში შესასვლელად და გამოსასვლელად;

RETRIEVAL – ამ მოთხოვნით სისტემა აგზავნის შენახული შეტყობინების ასლს;

REPORTS – იძლევა სხვადასხვა სახის ანგარიშების მიღების საშუალებას..

სისტემური შეტყობინებები სარგებლობენ უმაღლესი პრიორიტეტით, რადგან ისინი შიცავენ ქსელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

არსებობს სწრაფი და ჩვეულებრივი საბანკო შეტყობინება. სასწრაფოს გაგზავნა ხორციელდება სპეციალური ტარიფით.

ყველა დანარჩენ შეტყობინებას, რომლებიც განეკუთვნებიან 1-9 და n კატეგორიას მინიჭებული აქვთ სპეციალური კოდები. პირველი ციფრი შეესაბამება ოპერაციის კატეგორიას.

n ა – წარმოდგენს საერთო ჯგუფის შეტყობინებებს. ყოველი შეტყობინება საერთო ჯგუფიდან შეიძლება გამოიყენე-ბოდეს ნებისმიერში 1-9 კატეგორიიდან. საერთო ჯგუფის შეტყობინებები გამოიყურება, სადაც n იცვლება იმ კატეგორიის ნომრით, რომელიც ყველზე ზუსტად შეესაბამება შეტყობინების მიზანს, 9 ნიშნავს შეტყობინების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ყოველ კატეგორიაში, M განსაზღვრავს შეტყობინე-ბის კონკრეტულ ტიპს (მაგალითად 0 – შეტყობინება, 2 – მოთხოვნა გაუქმების შესახებ, 5 და 6 – შესაბამისად შეკითხვები და პასუხები).

კატეგორია 1 – კლიენტების გადარიცხვები და ჩეკები. ამ სახის შეტყობინებები უკავშირდებიან გადარიცხვებს ან მათ შესახებ ინფორმაციებს, როცა შემკვეთი ან ბენეფიციარი (ან ორივე) არ წარმოადგენენ ფინანსურ ორგანიზაციებს.

კატეგორია 2 – ფინანსური ორგანიზაციების გადარიცხვები.

ყველა ტიპის შეტყობინება აგებულია საერთო პრინციპით. ისინი შედგებიან საწყისი ნაწილისაგან, რომელშიც შედის ინფორმაციის დაწყების ნიშანი (Start Masage), სათაური (Header) ტექსტის დაწყების ნიშანი (Start of Text) შეტყობინების ტექსტი (Text of Message) შეტყობინების დაბოლოება, როემლშიც შედის ტექსტის დასასრულის ნიშანი (End of Text),პარამეტრები (Trailer) და შეტყობინების დასრულების ნიშანი (EEnd of Message)

საწყისი ნაწილი და დასასრული ქმნიან “კონვერტს”, რომელიც შეიცავს ამ შეტყობინების ქსელში მოძრაობის მართვის ინფორმაციას. სათაური შეიცავს მიმღების 11 ციფრიან კოდ-ინდენტიფიკატორს (Bank Indentifier Code, BIC – რომელიც წარმოადგენს მისამართს ქსელში), გამგზავნის ტერმინალის კოდს მიმდინარე 5 ციფრა ნომერს, რომელიც წარმოადგენს საკონტროლო, დამცავ ფუნქციებს და შეტყობინებას სამნიშნა კოდს-პრიორიტეტის ორნიშნა კოდთან ერთად. პარამეტრებში აღინიშნება აუდენტიფიკაციის კოდი და სხვა შეტყობინენები. მაგალითად მიმღები ბანკის ინფორმირება გადარიცხვის დაყოვნების შესახებ, შეტყობინება გაორმაგებული გადარიცხვის შესახებ და ა.შ. შეტყობინების გაგზავნისას სისტემა შეტყობინების შინაარსს ვერ ხედავს.

შეტყობინების ტექსტი შედგება 2 ციფირსაგან შემდგარი კოდისაგან. მაგალითად კოდი 57 ნიშნავს ბანკს, რომლშიც გახსნილია ანგარიში, 69 – ბენეფიციარს, 71 – ვისი ანგარიშიდან ხდება გადარიცხვის და საკომისიოს ჩამოწერა, 32 – გადარიცხვის თანხას. შეტყობინების ტექსტში ინფორმაცია შეიტანება მკაცრი თანმიმდევრობით. ზოგიერთი ველის შევსება აუცილეებლია. შეტყობინების ყოველი ტიპისათვის განსაზღვრული შესავსები მინდვრების შესაბამისი ნაკრები. აუცილებლად შესავსები მინდვრები შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შეტყობინების სწორად დასამუშავებლად.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი