როგორ მოვამზადოთ ქათმის ფრთა, ლიმნითა და თაფლით? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ ქათმის ფრთა, ლიმნითა და თაფლით?

გააზიარეთ:

თუ თქვენი ოჯახის წევრებს მოსწონთ ქათმის ხორცი, შეეცადეთ შესთავაზოთ ქათმის ფრთები მომზადებული თაფლითა და ლიმნით. სოუსის ხარჯზე ფრთები გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული, რითიც თქვენი ახლობლები დარჩებიან კმაყოფილნი.

რა დაგვჭირდება?

ქათმის ფრთა – 1 კგ. (მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ დაფასოვებულები)
ლიმნის წვენი – 30-40 გრამი
დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი
თაფლი – 3 სადილის კოვზი
სოიოს სოუსი – 2 ჩაის კოვზი
ზეთი
და ცოტა ოდენი ლიმნის ქერქი

უპირველეს ყოფლისა უნდა მოვამზადოთ სოუსი, ქათმის ფრთის ჩასაწობად. ავიღოთ რაიმე დიდი მოცულობის საცავი, შიგ ჩავასხათ ლიმნის წვენი, თაფლი, სოიოს სოუსი, ჩავამატოთ დარიჩინი და ლიმნის ქერქები (ზემოთ ხსენებული პროპორციით ). კარგად ავურიოთ ეს ყველა ინგრედიენდი.

შემდგომ სუფთა ქათმის ფრთა მოვათასოთ ამ საცავში, რათა ხორცი კარგად გაიჟღინთოს (მინიმუმ 3 საათი). თუ თქვენ გაქვთ მეტი დრო მაშინ შეგიძლიათ გააჩეროთ მეტი ხნით და საბოლოოდ იგი უფრო გემრიელი გამოვა.

ავიღოთ მაღალ გვერდებიანი ტაფა, ჩავასხათ ზეთი. დავდგათ საშუალო გაზის ცეცხლზე და დავბრაწოთ სანამ ფრთის ორივე მხარეს არ გაუჩნდა აპეტიტური ოქროსფერი კანი. როცა ამას შეატყობთ, ჩაასხით ტაფაში მარინადის სოუსი (რომელშიც ფრთები გავაჩერეთ) და ჩავშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. უკვე მზა საკვები სასურველია მივირთავთ ცხელი სახით და გარნირად გაოიყენოთ ნებისმიერი რამე თქვენი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Facebook ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/24624… Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • IPL 2025 : All 10 Teams Foreign Players Full and Detailed Availability Update!! ____________________________________________ OUR SOCIAL MEDIA HANDLES – • Instagram, DM me here – ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი