ადოლფ ჰიტლერი – “მოქალაქეებისა და ქვეშევრდომების” შესახებ… » www.idealuri.ge
ცნობილი ადამიანები

ადოლფ ჰიტლერი – “მოქალაქეებისა და ქვეშევრდომების” შესახებ…

გააზიარეთ:

 

“დაწესებულებას,რომელსაც ამჟამად შეცდომით “სახელმწიფოს” უწოდებენ,ორნაირი ხარისხის ადამიანები გააჩნია – თავისი მოქალაქეები და უცხოელები.მოქალაქე – ესაა ადამიანი,ვისაც დაბადებით ან ნატურალიზაციით უფლება აქვს ქვეყნის მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლოს.უცხოელი ისაა,ვინც ამავე უფლებებით სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.დღეს მოქალაქეობის უფლება მოიპოვება მოცემულ ქვეყანაში დაბადების წყალობით.ასე მაგალითად,ზანგის შვილი,რომელიც გერმანიაში იბადება,ავტომატურად ხდება მისი მოქალაქე.ისე ადვილია გახდე უცხო ქვეყნის მოქალაქე,ვითომ ეს რომელიმე კლუბში გაწევრიანება იყოს.

მე ვიცი,რომ ბევრს ის რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ,არ სიამოვნებს.მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ნატურალიზაციის შესახებ ჩვენი კანონების სიბრიყვეზე არ ვილაპარაკო.

სხვათა შორის,არის უკვე ერთი ქვეყანა,სადაც სისხლის სიწმინდის დაცვისათვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა გერმანიის რესპუბლიკას,არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს.ამერიკა უარს ეუბნება ემიგრაციაზე იმ ელემენტებს,რომლებმაც შეიძლება ხიფათი შეუქმნან ადგილობრივ მოსახლეობას და ზოგიერთი რასის წარმომადგენელთა ნატურალიზაცია საერთოდ აკრძალა კიდეც.

ჩვენი ნაციონალური სახელმწიფო თავის მოსახლეობას სამ კლასად ჰყოფს – მოქალაქეები,ქვეშევრდომები და უცხოელები.პრინციპში ნატურალიზაცია ან აქ დაბადება ქვეშევრდომს არ ანიჭებს მოქალაქის უფლებებს.მას იცავს ჩვენი კანონები,მაგრამ არ ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და შევიდეს სახელმწიფო სამსახურში.

ამავე დროს ქვეშევრდომს აქვს სრული უფლება უარი თქვას ქვეშევრდომობაზე და მიიღოს იმ ქვეყნის მოქალაქეობა,რომელთანაც სისხლითაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებში მცხოვრებ უცხოელს,მისი სტატუსი ფაქტიურად იგივეა,რაც ქვეშევრდომისა,სანამ ის საზღვარგარეთ არ გავა ჩვენგან.

ახალგაზრდა გერმანელმა ქვეშევრდომმა,მოქალაქის მსგავსად,სწავლების იგივე კურსი უნდა გაიაროს.საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ,სავალდებულო სამხედრო სწავლება და არმიაში სამსახური.ყოველივე ამის შემდეგ,უმწიკვლო ატესტაციის შემთხვევაში,შეიძლება მოქალაქის უფლებები მოიპოვოს.

ყველას,ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებს,უნდა ახსოვდეს,რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყო,ვიდრე მეფე,სხვა რომელიმე სახელმწიფოში.

გერმანელი გოგონა მხოლოდ ქვეშევრდომია და მხოლოდ გათხოვების შემდეგ იძენს მოქალაქის უფლებებს”.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი