6 მცენარე, კანაფის გარდა, რომლებიც კანაბიონიდებს შეიცავენ » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

6 მცენარე, კანაფის გარდა, რომლებიც კანაბიონიდებს შეიცავენ

გააზიარეთ:

 

კანაფი ერთადერთი მცენარე არაა, რომელიც სამედიცინოდ სასარგებლო კანაბიონიდებს შეიცავს.

დიახ-დიახ, კანაფის სამედიცინო კუთხით გამოყენება, თქვენ რა იფიქრეთ?

აღმოჩნდა, რომ არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელთაც კანაფის მსგავსი თვისება აქვთ. ანუ სასარგებლო თვისებები. მაგ., ორგანიზმში ბალანსის შემანარჩუნებელი ჰომეოსტაზი.

ქვემოთ მოცემულია 6 მცენარე, რომლებიც ან კანაბიონიდს შეიცავს, ან ენდოკანაბიონიდურ სისტემას დადებით გავლენას ახდენს.

კანაფის მსგავსი 6 მცენარე

1.ეხინაცეა (Echinacea)

ეხინაცეა გაციებას, დაღლილობას, შაკიკს და ართრიტს შესანიშნავად უმკლავდება, ეხინაცეა კანაფისგან ბევრად განსხვავდება, რადგან შეიცავს კანაბიმიმეტიკს კანაბიონიდის ნაცვლად.

2.ზიზილა (Acmella oleracea)

ზიზილა ამაზონის რეგიონში იზრდება და ფართოდ გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი გელის დასამზადებლად. კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ნერვულ დაბოლოებებზე მტკივნეულ რეცეპტორებს ბლოკავს.

3.უკვდავა (Helichrysum umbraculigerum)

ეს მცენარე სამხრეთ აფრიკაში იზრდება და მასში შემავალი კანაბიგეროლის წყალობით ძლიერ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს. მცენარე იტალიელმა ქიმიკოსმა, კოვანი აპენდინომ შეისწავლა.

4.რადულა მარგინატა (Radula marginata)

ეს მცენარე ახალი ზელანდიიდან არის და შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავას, რომელიც თავისი თვისებით კანაფის ფსიქოაქტიურ ინგრედიენტს ჰგავს. ცნობილია, რომ ის ბრონქების, კუჭის და შარდის ბუშტის, ღვიძლის პრობლემების დროს შველის.

5.კაკაო (Theobroma cacao)

კაკაო ენდოკანაბიონიდურ სისტემაზე გავლენას ახდენს. FAAH-ის სახელწოდების ფერმენტის დეაქტივაციას ახდენს. ეს ფერმენტი ჩვეულებრივ ენდოკანაბიონიდური სისტემის რღვევას იწვევს. მარტივი ენით რომ ვთქვათ – ეს სწორედ ის „ბედნიერების ჰორმონია“, რომელსაც ჩვენ შოკოლადის დროს ვსაუბრობთ.

6.შავი წიწაკა (Piper nigrum)

არომატის მოლეკულა ბეტა-კარიოფილენომი (BCP), რომელიც შავ წიწაკაში აღმოაჩინეს, როგორც კანაბიონიდი ისე ფუნქციონირებს. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ BCP  შეგვიძლია ართრიტის და ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს გამოვიყენოთ.

თქვენ იცოდით რომ კანაფს ალტერნატივა ჰქონდა?

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი