ორსულობის დროს ბევრ ქალს სახის კანი ეცვლება, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ქალის ორგანიზმი დიდი ფიზიკურა და ჰორმონულ დატვირთვას განიცდის.
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი მეტისმეტად მშრალი ან, პირიქით, ცხიმიანი გახდა, ნუ შეშინდებით: ამ პობლემასთან გამკლავება საკმაოდ ადვილია. სიმშრალეს უმეტესად, A ვიტამინის დეფიციტი იწვევს, ამიტომ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები ჭარბად უნდა მიიღოთ.
ცხიმიანი კანის შემთხვვაში, შეზღუდეთ ტკბილეული და ცხოველური ცხიმები ( შეგიძლიათ ის მცენარეულით შეცვალოთ). თუ სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ, შეგიძლიათ სპირტინი ხსნარები გამოიყენოთ სალბის ან გვირილის ნაყენთან ერთად.
ბევრ ორსულს პიგმენტური ლაქები უჩნდება, რაც C ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს; ლაქების მიზეზი შეიძლეა მზეზე ხანგრძლივად ყოფნაც იყოს. ასეთ დროს მთავარ პროფილაქტიკურ და თერაპიულ საშვალებად, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება ითვლება. პიგმენტიანი და ცხიმიანი კანისთვის უებარია ასეთი ნიღაბი: ახალი საფუარი გახსენით ლიმონის წვენში და დაიდეთ სახეზე. უფრო მარტივი რეცეპტიც შეგიძლიათ გმოიყენოთ – გაიწმინდეთ სახე ლიმონით ან კიტრით.
როგორ გაუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ პრობლემებს?
მშობიარობის შემდეგ ქალებს მკერდზე ხშირად ნახეთქები უჩნდებათ, რაც მეტად მტკივნეულია, განსაკუთრებით ჩვილის წოვებისას. ნახეთქების სამკურნალო საშუალებაა: კვერცხის გული წამოაცვით ჩანგალზე. ჩანგალი დაიჭირეთ სანთლის ალზე, კვერცხის გული დაიწყებს დნობას და მის ქვეშ მოთავსებულ თასზე ჩამოეწვეთება ცხიმი. ამ ცხიმით დაიზილეთ ნახეთქები. პროცედურა დღის განმავლობაში 8-10 ჯერ უნდა ჩაიტაროთ.
არანაკლებ უსიამოვნოა მასტიტი. წმინდად გახეხეთ 50 გრამი შავი სარეცხის საპონი, დაუმატეთ ამდენივე ჭვავის ფქვილი, 1ს/კ ზეთი და 1ს/კ შაქარი. აურიეთ, დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი. დაუმაატეთ თაფლის სანთლის პატარა ნაჭერი. მიღებული მასა თბილ-თბილი უნდა დაიდოთ მკერდზე და ყოველდღიურად გამოიცვალოთ.
ექიმის კომენტარი: კვერცხის გული ორგანიზმისათვის სასარგებლო უამრავ ორგანული და არაორგანული ნივთიერებითაა მდიდარი. ხალხურ მედიცინაში გვხვდება მისი გამოყენების შემთხვევები გარეგანი საშუალებების მოსამზადებლად. სარეცხის საპონი ანტისეპტიკური თვისებებისაა, ხოლო ძირითადი სამკურნალო ეფექტი თაფლის სანთელს აკისრია, ის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებაა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
