ფედონ ელიდელი - მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სოკრატეს მოსწავლესა და პლატონის ცნობილი დიალოგის – “ფედონის” უმთავრეს გმირს.წარმოშობით ფედონი,საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონიდან ელიდიდან გახლდათ,სადაც საკმაოდ ცნობილ ოჯახში იზრდებოდა.სპარტასა და ელიდის შორის გამართული ბრძოლების შემდეგ,იგი ჯერ კიდევ მოზარდი ჩაუვარდა მტრებს ხელში,რომლთაც შემდგომ ათენში გაყიდეს როგორც მონა.მისი მფლობელი ათენში მდებარე ერთ-ერთი საჯარო სახლის მეპატრონე გახდა.სწორედ აღნიშნულ საჯარო სახლში გაიცნო მან გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი – სოკრატე,რომელმაც თავის მხრივ მალევე დაარწმუნა ერთ-ერთი მისი ახლობელი ადამიანი,ფედონი მონობიდან გამოესყიდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ფედონი სოკრატეს უერთგულესი მიმდევარი შეიქნა და სწორედ იგი გახლდათ ის ადამიანი,რომელიც დაესწრო სოკრატეს სიკვდილს.აღნიშნული მოვლენა თავის “უკვდავ” დიალოგში – “ფედონი”,აღწერა დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა.სოკრატეს გარდაცვალების შემდეგ ფედონი ელიდაში დაბრუნდა,სადაც დააარსა “ელიდური ფილოსოფიური სკოლა”.მის მოსწავლეებს შორის იყო ისეთი დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი,როგორიც გახლდათ – მენედემ ერეთრიელი.კიდევ უფრო გვიან პერიოდში აღნიშნული სკოლა გადატანილ იქნა ერეთრიაში,რის შემდეგაც მას - “ერეთრიული სკოლა” ეწოდა.ფედონი ძირითადად დიალოგების ფორმით წერდა.როგორც ცნობილია მის კალამს მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი ეკუთვნის,თუმცა არცერთ მათგანს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.გარდა ამისა უცნობია მისი ფილოსოფიური ხედვებიც.ერთადერთი რაც ფედონისაგან შემორჩა,გახლავთ სენეკას მიერ შემონახული ერთ-ერთი აფორიზმი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0