როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი?

გააზიარეთ:

 

ცენტრალური გათბობის ქვაბის შერჩევისას უამრავი კითხვა ჩნდება: რამდენს წვავს ცენტრალური გათბობა, რომელია ყველაზე კარგი გათბობის ქვაბი, რას ნიშნავს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი და ა.შ.;

 არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა შესახებ ინფორმაცია, უმჯობესია, წინასწარ გქონდეთ, რათა სახლი კარგადაც გაათბოთ და ამასთანავე, ბევრი ხარჯიც არ გქონდეთ.

დავიწყოთ თანმიმდევრობით:

როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბის სიმძლავრე?

სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც კილოვატებში იზომება. უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია გათბობის ქვაბის სიმძლავრე, მით უფრო მაღალია ფასი. ზედმეტის გადახდა, რა თქმა უნდა, არავის უნდა, ამიტომ წინასწარ ჯობია, დაადგინოთ, როგორი გჭირდებათ - იქნებ პატარა გათბობის ქვაბი სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი ბინისთვის.

როცა საუბარია ამ მოწყობილობის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებაზე, უმეტესად ირჩევენ ბუნებრივ აირზე მომუშავე სისტემას, რადგან ის გაცილებით ეკონომიური და კომფორტულია, ვიდრე ელექტრო, ორთქლის, დიზელის ან მყარი საწვავის (ქვანახშირი, შეშა) გათბობის ქვაბები;

გაზზე მომუშავე გათბობის ქვაბის სიმძლავრეს, ზოგადად, ასეთი ფორმულით ითვლიან: 10 კვ.მ. ფართის გასათბობად, როცა ჭერის სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება, საჭიროა 1 კვტ სიმძლავრე.

თუმცა, თუკი, თქვენ ცხელი წყლით მომარაგებაც გსურთ, ბინის ჭერი 3 მეტრზე მეტია ან თქვენს საცხოვრებელ ფართს სხვა არასტანდარტული მახასიათებლები აქვს (მაგალითად, ბევრი ფანჯარა ან შემინული ოთახი, შუშაბანდი და ა.შ.), მაშინ, რა თქმა უნდა, მეტი სიმძლავრე იქნება საჭირო. ასევე გასათვალისწინებელია თქვენი საცხოვრებელი ადგილის კლიმატური პირობები. 

ამიტომ, ზეპირად ძნელია იმის გამოთვლა, თუ რა სიმძლავრის ქვაბი იქნება საკმარისი თქვენი საცხოვრებელი ფართობისთვის, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია, ოთახის ფართობის და ცენტრალური გათბობის ქვაბის ასეთი შესაბამისობა შემოგთავაზოთ:

 

ოთახის მაქსიმალური ფართობი კვ.მ ქვაბის ნომინალური სიმძლავრე კვ.ტ
80-100 15-20
100-120 20-24
120-150 24-32
150-200 32-35


იატაკზე დასადგმელი თუ კედლის ქვაბი?

თუ აღნიშნულ მოწყობილობას ბინისთვის, კერძო სახლისთვის ან აგარაკისთვის ყიდულობთ, მაშინ ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბი გჭირდებათ. ის საკმარისია, რომ ოთახში სითბოც გქონდეთ და აბაზანა-სამზარეულოში - ქაფქაფა ცხელი წყალიც.

იატაკზე დასადგმელი ქვაბი კი დიდი სტაციონარული დანადგარია. მას სიმძლავრეც დიდი აქვს - საშუალოდ, 100 კვტ - და გაბარიტებიც, ამიტომ, ის გათვალისწინებულია დიდი ფართობებისთვის და ამასთან, უნდა განთავსდეს მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ საბოილერო შენობაში. ასევე, თითოეული მოდელის მონტაჟისას შესაძლოა, მწარმოებლის მიერ დადგენილი პირობები და მოთხოვნები განსხვავებული იყოს და მათი გათვალისწინებაა საჭირო.

საყოფაცხოვრებო მიზნით, უმჯობესია, კედლის ქვაბზე გააკეთოთ არჩევანი.

ცენტრალური გათბობის კედლის ქვაბის უპირატესობებია:

  • მონტაჟი ადვილია, აქვს კომპაქტური ზომა და მსუბუქი წონა; ეს მისი ძირითადი უპირატესობაა. გათბობის კედლის ქვაბისთვის არ დაგჭირდებათ საგანგებოდ ადგილის გამონახვა და შეგიძლიათ დაკიდოთ, სადაც გსურთ - მაგალითად, სამზარეულოში.  მთავარია, დაცული იყოს ექსპლუატაციის უსაფრთხოების პირობები;
  • ჰერმეტულია და საჭირო არ არის დამატებითი ვენტილაციის დაყენება;
  •  თითქმის უხმაუროა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების ქვაბების თანამედროვე მოდელები ენერგოეფექტურია და აღჭურვილია მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით: ტაიმერი, ჭკვიანი რეჟიმი, WiFi დაერთება, ავტომატური გამორთვა, თვითწმენდა...

რას ნიშნავს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი ქვაბები და რა განსხვავებაა მათ შორის?

ტიპების მიხედვით  ერთკონტურიანი ან ორკონტურიანი გათბობის ქვაბები არსებობს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ.

ქვაბი ერთი კონტურით გათვალისწინებულია საცხოვრებელი ან სამრეწველო შენობების გასათბობად. ასეთი მოწყობილობა გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი წყლის გასაცხელებლად სხვა სისტემას იყენებთ (მაგ. წყლის ელექტროგამაცხელებელი, კერძო სახლში მზის პანელები და ა.შ.).

ორკონტურიან გათბობის ქვაბს კი უფრო რთული კონსტრუქცია აქვს და  ის უზრუნველყოფს როგორც ბინის გათბობას, ასევე ცხელი წყლით მომარაგებას.

ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი

ქვაბის მონტაჟი არც თ ისე მარტივი პროცესია, ამიტომ საჭიროა შესაბამისი სპეციალისტები გამოიძახოთ. 

როგორი უნდა იყოს წყლის და გაზის მინიმალური წნევა გათბობის ქვაბის მუშაობისთვის?

წყლის წნევა და გაზის წნევა ასევე საყურადღებო მახასიათებლებია, რადგან მათზეა დამოკიდებული ცხელი წყლის სისტემის ამუშავება, მით უფრო, თუ სახლში წყალი გრაფიკით მოგეწოდებათ, წყლის ავზი გიყენიათ (მაგ. ქალაქგარეთ სახლებში, სადაც შეიძლება, საყოფაცხოვრებო წყლის პომპა დაგჭირდეთ) და ა.შ.

რაც შეხება გაზის წნევას, სასურველია, ქვაბი სტაბილურად მუშაობდეს როგორც დაბალ, ისე მაღალ წნევაზე, რათა გაზის წნევის ვარდნის ან მატების დროს მოწყობილობას პრობლემა არ შეექმნას.

ამიტომ, აუცილებლად, დაინტერესდით, როგორი მახასიათებლები აქვს თქვენ მიერ შერჩეულ ქვაბს.

მცირე მინიშნება: ასეთი მონაცემები ტექნიკურ პასპორტში უნდა მოიძიოთ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ბრაულსთარსი ლუკასთან ერთად appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • IPL 2024 Live LSG vs CSK Live IPL Live 34th Match | Lucknow Super Giants vs Chennai Super Kings Live 2024 | ipl live match today, tata ipl live match, ipl live match today on cricket live hindi by ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი