ზონდის ფსიქოლოგიური ტესტის პასუხები » www.idealuri.ge
ფსიქოლოგია

ზონდის ფსიქოლოგიური ტესტის პასუხები

გააზიარეთ:

 

  1. სადისტის დრაივი

 

რეპრესია: თუკი ჩვენი სიმპატიური მასწავლებლის დანახვაზე შეკრთით, ადრეულ ბავშვობაში ავტორიტარიზმთან დაკავშირებული ქცევები,  დომინანტობის სურვილი და ბოროტი ზრახვებისკენ მისწრაფებები ჩაახშვეთ სავარაუდოდ. თქვენ მთლიანად განდევნეთ თქვენგან ვინმეს დამცირების, დაჩაგვრის, ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენების იმპულსი და ამიტომ ის ადამიანები, ვისშიც ამას ხედავთ საოცარ ზიზღს ან შიშს იწვევენ თქვენში.

 

უარყოფა: თქვენ საოცრად უწყინარი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ, ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ სხვებს. თუმცა მიუხედავად ამისა, საშინლად დამთრგუნველადაც შეიძლება მოქმედებდეთ და ადამიანები ვერ ხსნიდნენ რატომ. თქვენ გიჭირთ პირდაპირ გამოხატოთ თქვენი ნება და როცა რაღაცის კეთება არ გინდათ, არას თქმის ნაცვლად ხელოვნურ ბარიერებს ქმნით. მაგალითად, სამსახურში აგვიანებთ, ან მთელს სამსახურს აგრძნობინებთ, რომ ცუდ ხასიათზე ხართ. როცა თავს იცავთ, თქვენ პასიურ წინააღმდეგობას უწევთ, სრული იგნორით იცავთ თავს და ამით მთელს ენერგიას აცლით ნელ-ნელა იმ ადამიანებს, ვინც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს.

 

  1. ეპილეფტიკის დრაივი

 

რეპრესია: თუ ამ  სიმპათიურმა მრგვალთავა მამაკაცმა შეგაშინათ, ესე იგი ბრაზი, აგრესია, იმპულსურობა ჩაახშვეთ თქვენში ადრეულ ასაკში და ახლა ეს თვისებები ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვებში.

უარყოფა: თქვენ კეთილი და მშვიდი ადამიანი ხართ, მეგობრული და თავმდაბალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომელიც ძალიან კარგად ფლობს საკუთარ თავს. თქვენ სტაბილური ხართ გრძნობებში და ადვილად უმეგობრდებით ადამიანებს, იდეებს და ნივთებს.

 

  1. კატატონიით დაავადებული

 

რეპრესია: თუკი ნეგატიური ემოციები თქვენში ამ წვერგაუპარსავმა მომღიმარმა კაცმა გამოიწვის, მაშინ თქვენი გონების რომელიმე ჰიპერაქტივობა გაქვთ განდევნილი საკუთარი ცნობიერიდან, რომელსაც შეიძლებოდა რეალობიდან გაეთიშეთ, თუ ქვეცნობიერში არ გადაინაცვლებდა.

უარყოფა: თქვენ სტერეოტიპული ქცევებისკენ ხართ მიდეკილი, არ მოგწონთ ცვლილებები და ინოვაციები. თქვენ მორიდებული, მოკრძალებული პიროვნება ხართ, რომელსაც საშინლად უჭირს ახალ სიტუაციებთან შეგუება. თქვენი ყველაზე დიდი შიში თვითკონტროლის დაკარგვაა. თავდაჭერილი, გულჩათხრობილი ხასიათის ადამიანი ხართ, რომელიც თავის ქცევათა კოდექსს არასოდეს ღალატობს.

 

  1. შიზოფრენიკი

 

რეპრესია: შიზოფრენიკი ხასიათდება ღრმა აპათიით, არაადეკვატური ემოციებითა და არეული ფიქრებით. თუ ამ უგრძნობელმა გამომეტყველებამ დაგაფრთხოთ სხვებისადმი ინდიფერენტულობის გრძნობა ჩაგიხშვიათ თქვენში, რაღაც მოვლენებიდან გამოთიშვის სურვილი და ყველაზე მეტად ადამიანთა გულგრილობა და ინდიფერენტულობა გაფრთხობთ.

 

უარყოფა: თქვენ სოციალური ადამიანი ხართ, ძალიან კომუნიკაბელური, ადვილად ამყარებთ კავშირებს და მუდამ კომპანიას ეძებთ, თუმცა ამ სოციალურობით თქვენს მარტოსულ მეს მალავთ, რომელიც ვერაფრით იშორებს განცდას იმისას, რომ ძალიან მარტოა. თქვენ ურთიერთობები ზედაპირულია, რადგან მას გრძნობები აკლია და სადღაც ქვეცნობიერში ფიქრობთ, რომ საერთოდ არავინ გჭირდებათ, არავისთან თანაარსებობა და მარტოდაც მშვენივრად ხართ.

 

  1. ისტერია

 

რეპრესია: ისტერიული ადამიანები ზედაპირულები, ემოციურად არამდგრადები, ნარცისები და ეგზიბიციონისტები არიან. თუკი ეს ბოროტად მომღიმარი ქალი თქვენი კოშმარებიდან გახლავთ. მაშინ თქვენ ადრეულ ასაკშივე გაქვთ ჩახშული თქვენში ყურადღების მიპყრობისა და სხვებისთვის თავის მოწონების იმპულსი.

უარყოფა: თქვენ თავმდაბალი ღრმა შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა სინმადვილეში ამ სიმორცხვის და მოკრძალების მიღმა სხვების მოხიბვლის დაუძლეველი სურვილი დევს. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ საკუთარ გარეგნობას, ქცევებს, ცდილობთ კარგად გეცვათ, ელეგანტური იყოთ და აქსესუარებით მიიქციოთ სხვების ყურადღება.

სუბლიმაცია: ასეთ ადამიანები ძალიან იშვიათ, ექსტრავაგანტულ პროფესიას ან ჰობს ირჩევენ ხოლმე.

 

  1. დეპრესიული დრაივი

რეპრესია: დეპრესიის მახასიათებელი თავდაჯერების ნაკლებობაა, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენის ქონა და დანაშაულის შეგრძნება. ამ უწყინარი არსების შიში, მიანიშნებს იმაზე რომ თქვენ ღრმად დეპრესიული პიროვნება ხართ, რომელიც ამ სიმპტომების საკუთარ თავში გაკონტროლებას ახერხებს.

უარყოფა: თქვენ ძალიან უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ოპტიმიზმის, თავდაჯერების და დინამიურობის განსახიარება ხართ. ხანდახან ბრაზდებით, რა თქმა უნდა, და დისტიმიის და მელანქოლიის გამოვლინებაც შეგიძლიათ (სევდიანი კლოუნის სინდრომი). შეგიძლიათ პირქუში და ეჭვიანიც იყოთ, თუმცა ძალიან ცდილობთ ბედნიერების იმიტაციას.

სუბლიმაცია: შესაძლოა ამ თქვენს დეპრესიულ ტენდენციებს ყველას პირადი ფსიქოლოგის როლის მორგებით ებრძოდეთ და სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით იყოთ დაკავებული.

 

  1. მანიაკის დრაივი

რეპრესია: ამ დაავადების სიმპტომები ექსტრავერსია, ზესტიმულაცია, საკუთარი თავის აღმატებული შეფასება და ემოციებისა თუ ფულის გადახარჯვაა. თუკი ამ სახემ თქვენში ზიზღი და სიძულვილი გამოიწვია, ესე იგი ეს თვისებები ტრანსფორმირებული სახით მაინც არსებობს თქვენი სულის რომელიმე ბნელ კუნჭულში და წარმოდგენა არ გაქვთ.

უარყოფა: თქვენ სავარაუდოდ საკუთარი თავის პროვოცირებას ერიდებით, გძულთ ხმაური, ექსტრემიზმი და ექსცესები. თქვენ კეთილგონიერების,  პასუხისმგებლობის, თავდაჭერილობის და ზომიერების განსახიერება ბრძენდებით. ლოგიკური და ყაირათიანი, მუდამ ახერხებთ საკუთარი საქციელის გაკონტროლებას.

სუბლიმაცია: ამ ყველაფრის გამოვლინება ეპატაჟური სახით ხელოვნებაში შეიძლება მოხერხდეს.

 

  1. იდენტურობის დისოციაციური აშლილობა

ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, ადამიანის პიროვნება იყოფა და მასში ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკა ვერ უძლებს მიღებულ ტრავმებს, თავდაცვითი მექანიზმი ირთვება იგონებს სხვადასხვა მეებს და ამ თავგადასავლებს მას  მიაწერს, თითქოს ისინი სხვას შეემთხვა, ან სხვამ ჩაიდინა. ეს თვითიდენტიფიკაციის პრობლემაა და ხშირად ადამიანის სურვილი უდევს საფუძვლად იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის ცხოვრებით.

რეპრესია: თუკი ამ ახალგაზრდა ადამიანის ყურება გთრგუნავთ თქვენი იდენტობის, შესაძლოა გენდერული იდენტობის ჩახშობა მოხდა ბავშვობაში.

უარყოფა: ამ შემთხვევაში თქვენ გიჩნდებათ ტენდენცია ზედმეტად ხაზგასმით მოახდინოთ საკუთარ სქესთან თვითიდენტიფიკაცია. თქვენი ქცევები, მანერები, გარეგნობა თქვენს სქესს გარკვევით უსვამს ხაზს. თქვენ ნამდვილ მამაკაცს/ ქალს თამაშობთ. ასეთი კაცები მაჩოს როლს ირგებენ და ქალების კიდევ ცდილობენ ძალიან სექსუალურები იყვნენ და ყველა კაცი მოხიბლონ.

სუბლიმაცია: ვლინდება საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვაში.

 

ჩვენ სულიერ სიჯანსაღეს გისურვებთ! 🙂

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი