რამდენი ბავშვი უნდა გავაჩინოთ, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

რამდენი ბავშვი უნდა გავაჩინოთ, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ?

გააზიარეთ:

ისრაელში, მეცნიერებმა 37 წლის მანძილზე 45 000 მშობიარეზე დაკვირვება აწარმოეს და დაასკვნეს, რომ შვილების რაოდენობა მოქმედებს დედის სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

რა თქმა უნდა, ასეთი მოსაზრება მანამდეც იყო ცნობილი. თუმცა, კვლევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად მეცნიერებმა მიუთითეს ზუსტი ციფრი შვილების “იდეალური” რაოდენობისა.
მაშ ასე, ყველაზე დიდხანს ის დედები ცოცხლობენ, ვისაც 2-დან 4-მდე შვილი ჰყავთ.

ქალებისთვის, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გახდნენ დედები, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის ალბათობა 3,7%-ით მეტია.

მაგრამ პრინციპი: რაც მეტია, მით უკეთესია, აქ არ მოქმედებს. ქალები, რომლებმაც გააჩინეს 5 და მეტი შვილი, რისკავენ ნაადრევად წასვლას ამ ქვეყნიდან 13,5%-ით.

სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებად მეცნიერები ასახელებენ კიბოს, შაქრის დიაბეტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

ამ კვლევების მიუხედავად ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ის არც სიცოცხლის ხანგძლივობით ჰგავს სხვებს, არც დაავადებებით და არც იმით, თუ რამდენი შვილის ყოლაა მისთვის “იდეალური ვარიანტი” სიცოცხლის ხანგრძლივობისათვის. ასე რომ მრავალშვილიანო დედებო, ნუ იღელვებთ! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილების ცქერა ნამდვილად გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • გამოიწერეთ არხი ამით თქვენ განვითარებაში მეხმარებით. Donation: https://streamlabs.com/giorgikiguradze/tip GPU: GPU: GTX 1070 FE TI CPU: Intel Core i7 10700kf ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • IPL 2025 new schedule: IPL is set to resume on May 17 after being postponed, with matches primarily shifted to southern venues like Bengaluru and Hyderabad. The tournament, which has 18 games ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი