ცილოვანი დიეტის დროს ადამიანები, როგორც წესი წონაში შედარებით მარტივად იკლებენ. ამ დროს კვების რაციონში ჭარბობს ცილით მდიდარი პროდუქტები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება. ამერიკელი მეცნიერების მიერ უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში ახლახან დასრულებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ ტიპის დიეტით ადამიანები წონაში ისე იკლებენ, რომ ძვლოვან და კუნთოვან მასას ინარჩუნებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის. კვლევის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
კვლევის მონაწილეებმა 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 8.1 კგ დაიკლეს. კვლევისას გაირკვა, რომ დაკლებული წონის 87% შუატანის ცხიმზე მოდიოდა. ცილის მიღების დღიური ნორმა სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე – 8 გრამი ცილა იყო.
ამის მიუხედავად მეცნიერები ამბობენ, რომ როცა ადამიანი დიეტის დროს ერთი ტიპის საკვებს მეორეს შემცირების ხარჯზე ზრდის, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც.
ადამიანებს, რომლებიც ცილოვან დიეტებს იცავენ ხშირად აქვთ კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა, რისკებს შორის სახელდება ნაწლავის კიბოებიც.
ცილოვანი დიეტის უარყოფითი მხარეები გამოავლინეს ავსტრალიელმა მეცნიერებმა. მათი თქმით, ცილის დიდი რაოდენობით მიღებაზე დაფუძნებული დიეტები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს. სპეციალისტების თქმით, ნახშირწყლების ძალიან შემცირება ორგანიზმს ზიანს აყენებს.
“ნახშირწყლებზე ბევრი ცუდი იწერება, განსაკუთრებით როცა საქმე დიეტას ეხება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ბალანსშია და იმის ცოდნაში, თუ რა განსხვავებაა “კარგ” და “ცუდ” ნახშირწყლებს შორის” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ქრისტოფერ პროდი. მეცნიერი წონაში დაკლების მსურველებს ურჩევს, რომ ნახშირწყლები ხილით, ბოსტნეულით და გადაუმუშავებელი ბურღულეულით მიიღონ. გასახდომად კი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე დაფუნძებული რაციონი აირჩიონ.
წონაში დაკლების ეფექტურ გზად დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებაა, რომელშიც დღიური კალორიები 10-20 პროცენტამდეა შემცირებული.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0