დეპრესია. როგორ დავეხმაროთ მეგობარს? » www.idealuri.ge
ფსიქოლოგია

დეპრესია. როგორ დავეხმაროთ მეგობარს?

გააზიარეთ:

 

დეპრესია ეს არის ნორმალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა, რომელიც მოიცავს სხეულსა და გონებას. დეპრესია გავლენას ახდენს ჩვენს განცდებზე, ფიქრსა და ქმედებებზე. დეპრესიულმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი პრობლემები. ბევრი ადამიანი არ აღიარებს და ვერ წარმოუდგენია თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია დეპრესიას, მაგრამ ახლა არ ვისაუბრებთ ზოგადად დეპრესიაზე – ამ სტატიაში მოგცემთ ზოგად რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ დავეხმაროთ მეგობარს, როდესაც იგი დეპრესიაშია.

როდესაც მეგობარი დეპრესიაშია, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილები. დიდი სურვილი გვაქვს დავეხმაროთ, მაგრამ როგორ? მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მოგცემენ ორიენტირს ასეთ სიტუაციებში.

    • რთულია შეიგრძნო ის მდგომარეობა, რომელსაც ახლობელი განიცდის თუ თავად არ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში. პირველი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ დეპრესია  ეს არის უეცრად მოვლენილი მდგომარეობა და მელანქოლია, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა არასწორი დამოკიდებულების შემთხვევაში შეიძლება სერიოზულ დაავადებად გადაიქცეს და ასეთი მდგომარეობა წლობით გაგრძელდეს. ამიტომ არ უნდა დავაყოვნოთ და ასეთ დროს მეგობარს მხარში უნდა ამოვუდგეთ. 
    • ამ დროს ადამიანი თავისი სიტუაციიდან გამოსავავალს ვერ ხედავს, ამიტომ უნდა გავამხნევოთ ახლობელი, დაარწმუნეთ რომ ერთად მალე იპოვით მდგომარეობიდან გამოსავალს. არ უნდა ვეცადოთ მეგობართან წინააღმდეგობაში შესვლას. მაგალითად ხშირად ასეთ რჩევებს იძლევიან: “ნუ ლაპარაკობ სისულელეებს” “ვინ არ ყოფილა ასე”  და ა.შ. – მსგავსი რჩევების მიცემა კი დაუშვებელია. პირიქით მასთან ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი.
    • ხშირად მეგობრების ჯგუფი ცდილობს ხოლმე დეპრესიაში მყოფი ადამიანი სრულად მოწყვიტოს სიტუაციას. უყვებიან სხვადასხვა პირად ამბებს  ან სთავაზობენ სხვადასხვა გასართობებს. ერთი შეხედვით ძალიან კეთილშობილური საქციელია, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, რადგან შინაგანად ადამიანი კვლავ საკუთარ პრობლემაზე ფიქრობს. თუ არ ვიცით რა სიტყვებით და როგორ დავამშვიდოთ ახლობელი, მაშინ ჯობს მის გვერდში ჩუმად ვიყოთ და ვაგრძნობინოთ თანადგომა.
    • ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ყოველთვის ესაჭიროებათ თანადგომა და დახმარება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამის აღიარების რცხვენიათ, ამიტომ თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და შესთავაზეთ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან წასვლა. თუ ამაზე დაგთანხმდათ ჩათვალეთ, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, განსაკუთრებით თუ ეს საწყის ეტაპზე მოხდება.
    • დეპრესიაში მყოფი ადამიანი თავს ყოველთვის სუსტად გრძნობს, ამიტომ კარგი იქნება თუ შეძლებთ ის საქმეები, რომლებიც მისი გასაკეთებელია, თქვენ გააკეთოთ. ამით ძალიან დაეხმარებით მას. მოგვიანებით თავად დაუბრუნდება საკუთარ პასუხისმგებლობებს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი